GUERCINO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს ბროლივით კამკამა და გრაციოზული სუნამო — Guercino, სიწმინდისა და ცდუნების გამოძახილებს შორის ციმციმებს და გასაოცარი, დაუძლეველი სურვილების აღმძვრელი საოცრებებისკენ მიგვიძღვის.
Not Chosen
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება Guercino შთაგონებულია უდიდესი ხელოვანისა და ფერმწერის — ჯოვანი ფრანჩესკო ბარბიერის, მეტსახელად გუერჩინოს პიროვნებით — მუდმივად გაუმჯობესებასა და წინსვლაზე ორიენტირებული დაუღალავი შემოქმედით. არაორდინალური ნიჭის დამსახურებით, ის, მალატესტების ოჯახმა, სიჯიზმონდოს (იგულისხმება იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტა. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა) პატრონაჟით, გრადარას სასახლეში მიიწვია.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, თავის განთქმულ წიგნში — „იტალიური მოგზაურობა“, ოსტატს ბრწყინვალე სიტყვებით ახასიათებს და მისი პიროვნების არსს მოიცავს. სწორედ გოეთეს ციტატები ფეთქავს V Canto-ს გუერჩინოსადმი მიძღვნილი არომატის — Guercino-ს სურნელში; ნაზ, სპილოსძვლისფერ ფლაკონსა და მასში მოქცეული დაუვიწყარი, განმაცვიფრებელი სურნელის დამამშვიდებელ, ნათელ სიდიადეში:
„გუერჩინო ინტიმურად პროზაული, მამაცი მხატვარია, ზედმეტი უხეშობის გარეშე; მართლაც, მისი ნამუშევრები, ფაქიზი მორალური დახვეწილობით გამოირჩევა, ჩუმი, თავისუფალი გრანდიოზულობითა და განსაკუთრებული თვისებით, რაც ახლადგაწვრთნილ თვალსაც კი საშუალებას აძლევს, მისი ხელწერა, პირველივე შეხედვისას ამოიცნოს. განმაცვიფრებელია მისი ფუნჯის სიმსუბუქე, სიწმინდე და სრულყოფილება. განსაკუთრებულად ლამაზ ფერებს იყენებს დრაპირებებში — მოწითალო-ყავისფერ ნახევარტონებს, რაც ჰარმონიულად ერწყმის მის რჩეულ ლურჯს.“
არომატის სურნელი შუშხუნა, გრაციოზული ციტრუსების თაიგულით იშლება: გამხსნელ ნოტებს შორის დომინირებს ამალფის ლიმონის და რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის გამოძახილები. მათ ხაზს უსვამს მწარე ფორთოხლის და ბრაზილიური ფორთოხლის კომბინაციით გარემოცული სკალეას კედარი.
არომატის ჰესპერიდული (ჰესპერიდია: ტყავის აკორდებით გამდიდრებული ციტრუსის ქერქის ექსტრაქტი) გამხსნელი ნოტები მსუბუქად იძირებიან მაცდურ, მგრძნობიარე ყვავილებთან დაწყვილებულ ტკბილი, გემრიელი ხილის გულში. იტალიის დოლომიტების მწვანე ვაშლი, რომანიის (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) მსხლის დამაჯერებელ სურნელთან ერთად, ჰელიოტროპისა და ფრანჟიპანის (იგივე პლუმერია/ლილივანდი) ნოტებითაა გარემოცული, რომელთაც სპარსული ნესვის გრილი სიტკბო იკრავს გულში.
კომპოზიციის გული იმდენად მოულოდნელი, ვრცელი, ინოვაციური და რევოლუციურია, რომ მისი სრულყოფილად შეგრძნება დიდ დროს მოითხოვს; გოეთეს მიერ ციტირებული გუერჩინოს შემოქმედების აღქმის სირთულის მსგავსად, მხოლოდ გამოცდილი „ცხვირების“ პრეროგატივაა, ამ უნიკალური ქმნილების ჩახლართულ ხვეულებში შეაღწიონ.
არომატის ბაზა, მეამბოხე და ორიგინალური გულის შესატყვისად, ჰარმონიულ და დისონანსურ ელემენტთა უნისონის აკრობატული ბალანსია — შეგიძლიათ, დატკბეთ იამაიკური ამირისის (ციტრუსი) ნოტებით, რომელთაც თეთრი ნაძვის ბალზამისებრი სიგრილე იხუტებს და ინდური პაჩულის კონტრასტულ ნოტებთან ერთად, მგრძნობიარე, აფროდიზიაკურ მორევში ეშვება. ამ სურნელოვან მორევს კი, Terenzi-ს ბიბლიოთეკაში საიდუმლოდ დაცული, განთქმული, ჯადოსნური წვეთი ამოძრავებს — ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკის და მადაგასკარული ბურბონის ვანილის ნაზავით.
V Canto-ს ბროლივით კამკამა და გრაციოზული სუნამო — Guercino, სიწმინდისა და ცდუნების გამოძახილებს შორის ციმციმებს და გასაოცარი, დაუძლეველი სურვილების აღმძვრელი საოცრებებისკენ მიგვიძღვის.
ზედა ნოტები: ამალფის ლიმონი, რეჯო-კალაბრიის ბერგამოტი, სკალეას კედარი, სიცილიური მწარე ფორთოხალი და ბრაზილიური ფორთოხალი
შუა ნოტები: დოლომიტის მწვანე ვაშლი, რომანიის მსხალი, სარდინიული ჰელიოტროპი, მექსიკური ფრანჟიპანი და სპარსული ნესვი
საბაზისო ნოტები: იამაიკური ამირისი, დოლომიტის ვერცხლისფერი სოჭი, ინდური პაჩული, მუშკი, ქარვა და მადაგასკარის ვანილის ბურბონი
Alcohol Denat, Parfum, Limonene, Benzyl Salicylate, Hexyl -cinnamal, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Amyl Cinnamal, Farnesol, Citral, Benzyl Alcohol, Eugenol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია