მთავარიშოპიGlow Prep

GREEN TEA STRAWBERRY BASIL HONEY DROPS

Green Tea Strawberry Basil Honey Drops

Body Cream

ტანის დამატენიანებელი კრემი, ბუნებრივი თაფლის, კაკაოს კარაქის და მწვანე ჩაის შემცველობით, კანს, დამარბილებელი მოვლითა და სასიამოვნო შეგრძნებებით ანებივრებს.

მოცულობა:

Not Chosen

138.00 ₾
აღწერა

ბუნებრივი თაფლის წვეთებით, კაკაოს კარაქით და მწვანე ჩაის ექსტრაქტით გაჟღენთილი Elizabeth Arden-ის აბრეშუმისებრი, ულტრამსუბუქი სტრუქტურის მქონე, თუმცა, სიღრმისეულად დამატენიანებელი ტანის კრემი — Green Tea Strawberry Basil Honey Drops, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დამატენიანებელ მოქმედებას უზრუნველყოფს და ამავდროულად, კანს, მარწყვის, რეჰანის და ნაზი მუშკის გრილი, ხილისებრი სურნელის საბურველით მოეფინება.

ყველა ტიპის კანისთვის რეკომენდებული Green Tea Strawberry Basil Honey Drops, იდეალურია მათთვის, ვინც:

- კანის სიღრმისეულად დამატენიანებელ მსუბუქი სტრუქტურის მქონე საშუალებას ეძებენ

- გრილი, ხილისებრი, დახვეწილი არომატები იზიდავთ

- სახლის პირობებში, სპას გამოცდილების ტოლფასი სხეულის მოვლის სენსორული რიტუალის დანერგვა სურთ

- უპირატესობას ბუნებით შთაგონებული ინგრედიენტებისა და ეთიკურად მოპოვებული ელემენტების შემცველ პროდუქციას ანიჭებენ

გამოყენების წესი

გადაინაწილეთ კრემი სუფთა სხეულზე, შხაპის/აბაზანის მიღების შემდეგ, ნაზი, მასაჟისებრი მოძრაობებით, სანამ კანში სრულად არ შეიწოვება. ყურადღება გაამახვილეთ გამომშრალ ზონებზე. ისიამოვნეთ მოვლილი, დარბილებული კანით; გაინებივრეთ ყნოსვითი შეგრძნებები გრილი, ხილისებრი არომატით!

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.