მთავარიშოპისუნამო

Green Tea Strawberry Basil

Green Tea Strawberry Basil

Eau de Toilette

სუნამო

Elizabeth Arden-ის ხანგრძლივად მდგრადი და დაუჯერებლად გემრიელი არომატი ქალებისთვის; ფრანგული ველური მარწყვის, ეგვიპტური რეჰანის ესენციის, თეთრი არყისხის და მანათობელი მუშკის შთამბეჭდავი ნოტების კომბინაციით.

მოცულობა:

Not Chosen

57.00 ₾
აღწერა

Elizabeth Arden-ის ტუალეტის წყალი — Green Tea Strawberry Basil Eau de Toilette, მხიარული, თანამედროვე ქალებისთვის შექმნილი არომატია, ცქრიალა მწვანე ჩაის ნაზავით მწიფე ველური მარწყვის, რეჰანის გრილი ესენციისა და თეთრი არყისხის თბილ ნოტებთან. მისი სურნელი, ეთიკური წყაროებიდან მოპოვებული რჩეული ბუნებრივი ინგრედიენტებით, სიცოცხლისუნარიანობის, სიგრილის და მხიარული ქალურობის განწყობას აღბეჭდავს და მიპკურებისთანავე, ენერგიას და ამაღლებულ განწყობას ანიჭებს.

კომპოზიციის განვითარებისას, გადამუშავებული მარწყვის და ეგვიპტური რეჰანის მცენარეული ნოტები, ფრანგული ველური მარწყვის და ბრენდის საავტორო მწვანე ჩაის აკორდის გულისკენ მიედინება. თბილ, მიწიერ ბაზაზე კი, მანათობელი მუშკი, თეთრი არყისხე და სუროსა და გალბანუმის (ფერულას ფისი) მწვანე დუეტი ჟღერს.
Green Tea Strawberry Basil-ის გამამხნევებელი, დახვეწილი სურნელოვანი ნაკვალევი, განწყობას გამოგიკეთებთ და ჩვეული ყოველდღიური რუტინის პირობებში, გამორჩეულად სასიამოვნო შეგრძნებებს განგაცდევინებთ.


გამხსნელი ნოტები:

მარწყვი, მცენარეული ნოტები, რეჰანი

გულის ნოტები:

მწვანე ჩაი, რეჰანი, ველური მარწყვი

საბაზისო ნოტები:

მუშკი, არყისხე, სურო, გალბანუმი (ფერულას ფისი)

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.