მთავარიშოპისუნამო

Green Tea Refreshing Body Lotion

Green Tea Refreshing Body Lotion
Green Tea Refreshing Body Lotion

სუნამო

მწვანე ჩაის ექსტრაქტით გაჟღენთილი აღმდგენი და დამატენიანებელი ტანის ლოსიონი, კანს, ჰიდრატაციასთან ერთად, აბრეშუმისებრ, გლუვ იერს ანიჭებს.

მოცულობა:

Not Chosen

48.00 ₾
აღწერა

Elizabeth Arden-ის ტანის ლოსიონი — Green Tea Refreshing Body Lotion, სიგრილის აყვავებულ, მწვანე სამყაროში იბადება: ამავე სახელწოდების სუნამოს არომატით გაჟღენთილი ფორმულა, სხეულს, ენერგიას ანიჭებს, სულს — მხნეობას, ყნოსვით შეგრძნებების კი — ამაღლებული სურნელით გამოაღვიძებს.

გაინებივრეთ თავი ფიტოლიპიდებით და დამატენიანებლებით აღსავსე მწვანე ჩაის სურნელოვანი ლოსიონით, კანის ხანგრძლივი ჰიდრატაციისა და ტენიანობის დონის შესანარჩუნებლად: ცქრიალა არომატებით მოციმციმე ფორმულა, ერთმანეთში ჰარმონიულად ჩაქსოვილი ბუნებრივი ინგრედიენტებით, ამაღელვებელ, მაცოცხლებელ, ბალანსირებულ განცდებს აღგიძრავთ!

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, კვლიავი, ხილის წვენით გაჟღენთილი რევანდი, ლიმონი, ფორთოხლის ქერქი

გულის ნოტები:

მწვანე ჩაი, სიგრილით გამორჩეული პიტნის სახეობა — ბაღის და წყლის პიტნის (ლიმონისებრი არომატით) ჰიბრიდი, ტკბილი ჟასმინი, პიკანტური მიხაკი, გრილი ცერეცო, ნიახურის ხრაშუნა სპეცია

საბაზისო ნოტები:

ამბრი, მუხის ხავსი, მუშკი

Aqua/Water/Eau, Sodium Laureth Sulfate, Cocamidopropyl Betaine, Lauryl Glucoside, Polysorbate 20, Parfum (Fragrance), Decyl Glucoside, BHT, Butylene Glycol, Caffeine, Camellia Sinensis Leaf, Citric Acid, PEG-150 Distearate, PEG-8 Dimethicone, Propylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Citronellol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, DMDM Hydantoin, Blue 1 (CI 42090), Yellow 5 (CI 19140)

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.