Green Tea Coconut Breeze Eau de Toilette
Green Tea Coconut Breeze Eau de Toilette, ციტრუსოვან-ყვავილოვან-ხილისებრი ტუალეტის წყალია, რომელიც ნექტრით სავსე, ახლადგატეხილი ქოქოსის კაკლის ასოციაციებს აღძრავს
Not Chosen
Elizabeth Arden-ის სიახლე — Green Tea Coconut Breeze Eau de Toilette, ციტრუსოვან-ყვავილოვან-ხილისებრი ტუალეტის წყალია, რომელიც ნექტრით სავსე, ახლადგატეხილი ქოქოსის კაკლის ასოციაციებს აღძრავს. ენერგიის მომნიჭებელი ტროპიკული არომატის შთამბეჭდავ, სუფთა სიგრილეს, მარილიანი ქოქოსის რბილობის აკორდი, ქოქოსის ტკბილი ფანტელები, მწვანე ჩაის აკორდი, ყვავილოვანი მოლეკულა — Karmaflor® (პარფიუმერული ინგრედიენტების, არომატებისა და სურნელოვანი კომპოზიციების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Givaudan-ის მოლეკულური ინგრედიენტი გრილი, მწვანე და პუდროვანი ყვავილოვანი სურნელით), თეთრი ამბრი (ბალტიის ზღვის თეთრი, იგივე სამეფო ქარვა, ბუნებრივი ქარვის უიშვიათესი, უძვირფასესი სახეობაა; ხასიათდება მუშკის და ხის ფისების შტრიხებით და კრემოვანი, ოდნავ პუდროვანი, ფაქიზი, ჰაეროვანი სურნელით), მუშკი და მუხის ხავსის აკორდი უზრუნველყოფს.
Alcohol Denat., Aqua/Water/Eau, Parfum (Fragrance), Butylene Glycol, Caffeine, Camellia Sinensis Leaf, Benzyl Salicylate, Citral, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool. B03616
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.