მთავარიშოპისუნამო

GRAND AMOUR

GRAND AMOUR

EAU DE PARFUM

სუნამო

Goutal-ის არომატის — Grand Amour-ის ყვავილებს შორის, თეთრ შროშანებს შეხვდებით: მათ თაიგულს, 18 წლის განმავლობაში უძღვნიდა საყვარელი ქმარი პარფიუმერ ანიკ გიუტალს.

მოცულობა:

Not Chosen

587.00 ₾
აღწერა

სიყვარული და სინაზე იმალება ჰიაცინტის სიგრილესა და ცხრატყავას სიტკბოს მიღმა, რომლებიც, დროთა განმავლობაში, ყვავიან. ეს თაიგული ბევრად მეტს გვთავაზობს, ვიდრე, უბრალოდ, მათრობელა და მომხიბლავი შროშანის სურნელია!

Goutal-ის არომატის — Grand Amour-ის ყვავილებს შორის, თეთრ შროშანებს შეხვდებით: მათ თაიგულს, 18 წლის განმავლობაში უძღვნიდა საყვარელი ქმარი პარფიუმერ ანიკ გიუტალს.

გამხსნელი ნოტები: შავი მოცხარის კვირტი, გალბანუმი 

გულის ნოტები: თეთრი შროშანი, ჰიაცინტი (იგივე სუმბული), ცხრატყავა

საბაზისო ნოტები: ვანილი, სანდალვუდი, ამბრი 

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Benzyl Salicylate, Hexyl Cinnamal, Geraniol, Cinnamyl Alcohol, Limonene, Citronellol, alpha-Isomethyl Ionone, Evernia Prunastri (Oakmoss) Extract, Benzyl Benzoate, Linalool, Benzyl Alcohol, Citral, Farnesol, Cinnamal, Eugenol

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).