მთავარიშოპისუნამო

KIRKE OVERDOSE

KIRKE OVERDOSE

CANDLE

სუნამო

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი სანთელი Kirké Overdose, ბრენდის ამავე დასახელების არომატის სურნელს აფრქვევს

მოცულობა:

Not Chosen

360.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი სანთელი Kirké Overdose, ბრენდის ამავე დასახელების არომატის სურნელს აფრქვევს:

ჯადოქარ ცირცეასადმი (იგივე ცირკე/კირკე: ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი: ჰელიოსის ასული; აიეტის, პერსეს და პასიფაის და) მიძღვნილი ამაღლებული ოდა — Tiziana Terenzi-ს არომატი Kirké Overdose, მითების გულში დაიბადა; იქ, სადაც ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და მისტერიები. Kirké Overdose ბრენდის საკულტო სუნამო Kirké-ს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოჯადოება შეძლო!

სპეციალური გამოშვების არომატი, მეტია, ვიდრე უბრალო ზეიმი: Kirké Overdose — ესაა ორიგინალი ჯადოსნობის გამაძლიერებელი და ხელოვნების ცოცხალ ნიმუშად გარდამქმნელი მაგიური შელოცვა!

ცდუნებისა და ძლევამოსილების აურით მოცული მზის ქალწული ცირცეა, აიას კუნძულზე მეფობდა. საკუთარი ხელით, კაცთა მოდგმის ბედისწერას განაგებდა — მამაკაცებს მხეცებად აქცევდა და ღვთაებრივი არსის მომცველ წამლებს ქმნიდა. მისი ტკბილი და ჰიპნოზური ხმა, მიმზიდველ მელოდიას ჰგავდა და ყველას, ვინც მოსმენას გაბედავდა, იმედის ზარის რეკვის მსგავსად, საოცრებებსა და საიდუმლოებებს ჰპირდებოდა.

თუმცა, ცირცეას უბრალო ჯადოქარზე ძლიერი უნარები ჰქონდა: როგორც მეამბოხე სულისკვეთებისა და შემოქმედებითობის სიმბოლო, ბუნებას საკუთარი ნებით განკარგავდა და ყველაფერს, რასაც შეეხებოდა, ახალ სიცოცხლეს ანიჭებდა. არომატი Kirké Overdose, ცირცეას მარადიულ არსს აღბეჭდავს და ყოველივე მარტივის არაორდინალურად ქცევის ხელოვნების აღმნიშვნელი სურნელით მოიცავს.

სუნამოს ძვირფასი ფლაკონი, ხელახლა აღმოჩენილი განძისა და მითების მარადიული ძალების მომცველი ბეჭედივით ბრწყინავს. მისი ყოველი დეტალი, ცირცეას და ბერძნული ხელოვნების ისტორიას მიაგებს პატივს: ფლაკონის დიზაინი, ნიუ-იორკის მერტოპოლიტანის მუზეუმში დაცული ღმერთებისა და კაცთა მოდგმის, მეტამორფოზებისა და შელოცვების ილუსტრაციებით დამშვენებული ატიკას განთქმული ლარნაკის შთაგონებით შეიქმნა.

Kirké Overdose-ის მიპკურება, ჯადოსნური სამყაროს ზღურბლის გადალახვას ჰგავს… მისი ყოველი წვეთი ელექსირია; მოგზაურობა სულის მიმალულ ბილიკებში, სადაც სურვილი მისტერიას ერევა, ყოველი ამოსუნთქვა კი აღმოჩენაა… ცირცეას წამლების მსგავსად, ეს სუნამოც, ამაღლებულ და მგრძნობიარე ასპექტებს ამჟღავნებს და ყველას, ვინც მას ატარებს, ქალღმერთის მარადიულ ხიბლს უზიარებს.

არომატის სურნელი მანათობელი, მაცდური აფეთქებით იშლება: მხიარულებისა და სურვილისადმი მიძღვნილი ენერგიული ოდის წიაღში, ბულგარულ ვარდთან გადახლართული ბრაზილიური მარაკუია, რომანიულ ტკბილ ატამს და ტრენტინოს წითელ ჟოლოს იხუტებს. გამხსნელი ნოტების ნაზავი, ემოციების გარიჟრაჟს ჰგავს, გრძნობათა გამომაღვიძებელ და სულის მაფხიზლებელ მორევს.

კომპოზიციის გულში, საიდუმლო ბაღი იშლება: ალპური ხეობის შროშანის სინაზე, დოლომიტების შავი მოცხარის ნოტებთან ერთად, იაპონური გარდენიის ჰაეროვან სიწმინდეს ერწყმის; ცხელ ქვიშაზე ცეკვავენ დასავლეთ ციმბირის ხეობის შროშანის ყოვლისმომცველი არომატის საბურველში გახვეული ინდური სამბაკის ჟასმინის ყვავილები… Kirké Overdose-ის ენერგიული გულის ნოტები, მართლაც, ცოცხალი ხიბლი და ტრანსფორმაციის ხელოვნებისადმი მიძღვნილი ოდაა!

საბაზისო ნოტები, არომატს, მგრძნობიარე, მაგნიტურ სიმფონიად აყალიბებს: სარდინიული ჰელიოტროპი და ინდური წითელი პაჩული გადახლართულია ავსტრალიურ სანდალის ხესთან, მადაგასკარულ ბურბონის ვანილთან, მუშკსა და ამბრთან ყოვლისმომცველ, მძლავრ აკორდში, რომელიც მარადიულობის არსის დამატყვევებელ ღვთაებრივ საცავს მოგაგონებთ.

Kirké Overdose, არა მხოლოდ სუნამო, არამედ, რიტუალია; მშვენიერების ზეიმი და სიყვარულის წამალი, რომელიც გარს გეკვრით, გაცდუნებთ და წმინდა მაგიის დაუძლეველი გამოძახილებით ჟღერს. თუ Tiziana Terenzi-ს Kirké-ს მოყვარული ხართ, ეს არომატი, ნამდვილად მოგაჯადოებთ; ხოლო თუ შეუცნობელ სიღრმეებში ჩაძირვის გამბედაობა გყოფნით, ამ ორი სურნელოვანი შედევრის ერთდროულად გამოყენებას გირჩევთ…

გამხსნელი ნოტები:

ბრაზილიური მარაკუია, რომანიული ატამი, ტრენტინოს წითელი ჟოლო, ბულგარული ვარდი

გულის ნოტები:

ალპური ხეობის შროშანი, იაპონური გარდენია, დოლომიტების შავი მოცხარი, ინდური სამბაკის ჟასმინი, ცხელი ქვიშის ნოტები, დასავლეთ ციმბირის ხეობის შროშანი

საბაზისო ნოტები:

სარდინიული ჰელიოტროპი, ინდური წითელი პაჩული, ავსტრალიური სანდალის ხე, მადაგასკარული ბურბონის ვანილი, მუშკი, ამბრი

Reaction mass of Bis(1,2,2,6,6-pentamethyl-4-piperidyl) sebacate and Methyl 1,2,2,6,6-pentamethyl-4-piperidyl sebacate, (R)-P-MENTA-1,8-DIENE, GERANIOL, LINALOOL, LINALYL ACETATE, ALPHA-ISO-METHYLIONONE, ISO E SUPER (anthamber premium, stamp above)

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.