მთავარიშოპისუნამო

GODOLPHIN

GODOLPHIN
GODOLPHIN

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს Godolphin ქარვით და ზაფრანით გასხივოსნებული რაფინირებული ესენციაა. არომატის მდიდრულ და დახვეწილ ხასიათს ფლაკონის მეფური ოქროსფერი დიზაინიც ეხმიანება.

მოცულობა:

Not Chosen

1,136.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს Godolphin გამორჩეულად დახვეწილი არომატით გვაცდუნებს.

მისი განსხვავებული, ელეგანტური, მასკულინური ხასიათის სურნელი, ოსტატურად შეზავებულ კომპლექსურ, ღრმა აკორდებს მოიცავს.

Godolphin გამაგრილებელი ქონდრის, მწარე ზაფრანის და კვიპაროსის ნოტებით იშლება. არომატის ხასიათს ამყარებს ვარდის, ზამბახის და ჟასმინის ნოტები.

Godolphin-ის სურნელოვან ნარატივს მათრობელა მერქნოვანი ნოტები — თეთრი კედარის ხე, ვეტივერი, ტყავი, მუშკი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ვანილი აგვირგვინებს.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: დღისით და ღამით, შემოდგომაზე და ზამთარში


გამხსნელი ნოტები: ქონდარი, ზაფრანა, კვიპაროსი

გულის ნოტები: ვარდები, ზამბახი, ჟასმინი

საბაზისო ნოტები: ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ვანილი, ვეტივერი, თეთრი კედარის ხე, მუშკი


Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Ethylhexyl Methoxycinnamate, Linalool, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Salicylate, Limonene, Methyl 2-Octynoate

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.