GIULLARE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Giullare მხიარულების არსისა და გამომგონებლობის ასპექტების შემცველია, რაც მხოლოდ ჭეშმარიტი პაჟის ბედნიერების გამომწვევ იუმორსა და სისხარტეს ძალუძს.
Not Chosen
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება Giullare („ჯესტერი“/„პაჟი“), გრადარას ციხე-სიმაგრის შუა საუკუნეების ბედნიერი, მხიარული ატმოსფეროთია შთაგონებული, სადაც ხმამაღალი სიცილისა და ნაჩურჩულევი საიდუმლოებების ფონზე, ინტრიგების, სიხარულის და სიგიჟის მარადიული ხელოვანი — ჯესტერი (იგივე პაჟი) დაბოდიალობს. ტერმინი giullare (ინგ.: jester) ლათინური სიტყვა — jocus-იდან (იგივე joke — „ხუმრობა“) მომდინარეობს და მოხეტიალე არტისტს ასახავს, რომელიც, საზოგადოების შესაქცევად, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ, აკრობატულ და კომიკურ წარმოდგენებს მართავს.
V Canto-ს სურნელოვან კომპოზიციაში აღწერილი პაჟის პერსონაჟი, გრადარას მოედანზე, უმეტესწილად, მოთხრობებს, ლექსებსა და მსუბუქ, გასართობ საკითხებზე საუბარს უთმობს დროს; თუმცა, ამავდროულად, ფართო სპექტრის კულტურული ცოდნა მოეთხოვება, რათა რაინდული კანტოებიდან ამონარიდი ლექსების და გრადარას კარზე შეკრებილი ადამიანების სიყვარულის ისტორიების იმპროვიზირებაც შეძლოს. პაჟებს ევალებოდათ, გრადარაში შეკრებილი საზოგადოება თავიანთი სიცოცხლისუნარიანობით და იუმორით მოენუსხათ, თუმცა, ხუმრობისას, განსაკუთრებული სიფრთხილეც მართებდათ: უღირსი, შეუსაბამო ფრაზის წამოცდენის შემთხვევაში, მმართველს მათი დაპატიმრებაც კი შეეძლო. ეს პიროვნებები, გამრთობის როლთან ერთად, კომუნიკატორის ფუნქციებსაც ითავსებდნენ: შეტყობინებების თუ ამბების გასავრცელებლად, ხშირად მოგზაურობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.
სუნამო Giullare იუმორის და დროსტარებისადმი მიძღვნილი ოდაა და საკუთარი შინაარსით, პოტენციურად დაძაბული სიტუაციების სასიამოვნო, მხიარული ასპექტებით განმუხტვისკენ მოგვიწოდებს. მისი სურნელი გრადარას პაჟებს მოგვაგონებს, რისკის საზღვრებს შორის, მოხერხებული ცეკვის მსგავსად რომ ლავირებდნენ, უდარდელი განწყობით, ყოველ მომენტს განსაკუთრებულს ხდიდნენ და საზოგადოებას ოსტატურად შეაქცევდნენ.
Giullare-ის არომატი, ასევე, სიგრილის გზავნილს გადმოგვცემს და გართობისა და გადამდები სიხარულის არსს ასახავს. ამ სურნელოვანი ქმნილების ცოცხალი, ხრაშუნა ნაკვალევი, ყოველ გარშემომყოფს აჯადოებს და ყნოსვით შეგრძნებებს გრადარას სასახლის იმ პაჟების მსგავსად მოიცავს, საკუთარ აუდიტორიაში ოსტატურად რომ ავრცელებდნენ გადამდებ ღიმილს.
არომატის სურნელი ციტრუსების აფეთქებით იშლება: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი კომბინირებულია მადაგასკარული ბურბნობის ვანილის ნოტების გარემომცველ ატლანტიკური წყალმცენარეების გულუხვ, ზღვისებრ ნიავთან. ვანილი, გვატემალურ ყავასთან ერთად, კომპოზიციას მაღალ ტემპერატურას და მგრძნობიარობას მატებს და ზღვის სიგრილისა და მიწის სითბოს შორის, დამაჯერებელ კონტრასტს წარმოაჩენს.
დამატყვევებელი გამხსნელი ნოტები ფაქიზ, ცოცხალ გულში განისვენებენ, სადაც რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ატმის გემრიელი არომატი ცერვიას მარილის სიგრილეს ერწყმის. მოგვიანებით, მათ ატლასის კედარი უერთდება და კომპოზიციას ძალას და სტაბილურობას ანიჭებს. ქონდრის და როზმარინის ნოტები სურნელს არომატულ, გამამხნევებელ შტრიხს მატებენ და ბულგარული ვარდის და ილანგ ილანგის ყვავილოვან აკორდს ერწყმიან.
ამ სურნელოვანი ქმნილების ძალა ანანასის ტკბილ, ხილისებრ საფუძველს ეყრდნობა, რომელსაც ინდური წითელი პაჩულის ღრმა სიმძაფრე აფერადებს, რომანიული არყის ხის და ლიბანური კედარის მერქნოვანი მომხიბლავობა კი სურნელს სიღრმესა და სტრუქტურას ანიჭებს. ამბრი (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) იხუტებს მუშკს, რათა თურქულ კარამელსა და მირონთან ერთად, იდუმალების აურა წარმოქმნას…
V Canto-ს Giullare მხიარულების არსისა და გამომგონებლობის ასპექტების შემცველია, რაც მხოლოდ ჭეშმარიტი პაჟის ბედნიერების გამომწვევ იუმორსა და სისხარტეს ძალუძს.
ზედა ნოტები: ადრიატიკის ზღვის მცენარეები, მადაგასკარის ბურბონის ვანილი, გვატემალური ყავა, რეჯო-კალაბრიის ბერგამოტი.
შუა ნოტები: რომანიის ატამი, ცერვიას მარილი, ატლასის კედარი, თიამი, როზმარინი, ბულგარული ვარდი, ილანგ-ილანგი.
საბაზისო ნოტები: ანანასი, ინდური წითელი პაჩული, რომანიის არყის ხე, ლიბანური კედარი, ქარვა, მუშკი, თურქული კარამელი, მირონი.
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Benzyl Salicylate, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Hexyl Cinnamal, Geraniol, Citral, Citronellol, Hydroxycitronellal, Eugenol, Amyl Cinnamal, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Farnesol, Anise Alcohol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია