მთავარიშოპისუნამო

GIAPETO

GIAPETO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Giapeto-ს ესენციის წვეთები, აფროდიზიაკური მოქმედების მეფური იდუმალების ელეგანტურობის შემცველია!

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

ტიტანი იაპეტუსი დასავლეთის სვეტია, რომელსაც მთელი სამყარო ეყრდნობა. ზებუნებრივი უნარების მეშვეობით, მსოფლიო ძალების კონტროლიც შეუძლია. სწორედ ასეთივე გამომწვევ, აფროდიზიაკურ თვისებებს ფლობს Giardino Benessere-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Giapeto („იაპეტუსი“).

სურნელოვან კომპოზიციას, მაგიური უნიკალურობითა და მისტერიით აჯილდოებს დამაჯერებელ, მომაჯადოებელ სურნელებთან შერწყმული გადამწყვეტი, ცქრიალა ხასიათი.

არომატი სპეციების ამაღელვებელი თაიგულით — კუმინის (ძირა) და გვატემალური ილის გამოძახილებით იშლება, რომელთაც გულში იკრავს საკმელა და ძვირფასი ზაფრანა.

კომპოზიციას ძლიერი და გულუხვი გული აქვს, არისტოკრატული ხეების სამეფო სამეულის ძალის — გურჯუმის ბალზამის (გურჯუმის ბალზამი: საკმეველისებრი სურნელი თბილი, მერქნოვანი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით), კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) და ვირჯინიის კედარის დამსახურებით. მერქნისებრ ნოტებს ხეობის შროშანის მაჰიპნოზირებელი დამაჯერებლობა არბილებს.

მთელ სურნელოვან ქმნილებას სარჩულად ეფინება მაცდური, აფროდიზიაკური ბაზა, რომელსაც, Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის ჯადოსნური წვეთით — მუშკის და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ბლენდით, ცნობიერში ყველაზე ღრმად ჩამარხული ვნებების გამოღვიძება ძალუძს. Terenzi-ს აკორდს, უდის (უდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და ინდონეზიური პაჩულის კონტრასტულ, დამაჯერებელ ხასიათთან მიმართებით, მადაგასკარული ვანილის სიტკბოს გამოკვეთს.

Giapeto-ს ესენციის წვეთები, აფროდიზიაკური მოქმედების მეფური იდუმალების ელეგანტურობის შემცველია!

ზედა ნოტები: ძირა, ცისტუსი, გვატემალას კარდამონი და ზაფრანა

შუა ნოტები: მუგეტი, გურჯუმის ბალზამი, კვიპრიოლი და ვირჯინიის კედარი

საბაზისო ნოტები: მუშკი, ქარვა, მადაგასკარის ვანილი, უდი და ინდონეზიური პაჩული

Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Benzoate, Linalool, Limonene, Hydroxycitronellal, Benzyl Salicylate, Cinnamal, Geraniol, Citronellol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.