GIAMBELLINO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს სუნამო Giambellino, იმ პიროვნებათა არსის მომცველია, აწმყოს ყოველი მომენტით, მომავლში რომ ცხოვრობენ და ცხოვრების საკუთარი სტილით, გარშემომყოფებს წარუშლელ მოგონებებს უძღვნიან
Not Chosen
ჯამბელინო ცნობილი ფერმწერის, ჯოვანი ბელინის მეტსახელი იყო. იტალიური რენესანსის ამ დაუღალავ ხელოვანს ძალუძდა, საკუთარი შემოქმედებით, წასრულის ფესვები მომავლის ავანგარდულ სტილთან შეერწყა, სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობა გაეერთიანებინა და ამავდროულად, საკუთარი ხელწერა მუდმივად გაეუმჯობესებინა, ისე, რომ არც ტრადიციებისა და პიროვნული შტრიხებისთვის ეღალატა.
ჯოვანი ბელინის პერსონით შთაგონებული V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება — Giambellino, ტენდენციებსა და დროის მიღმა არსებული მხატვრული დიზაინით, წარსულის და მომავლის ნაზავის ემბლემას განასახიერებს და უნიკალურობის შეგრძნებით გამოწვეულ სიამოვნებას ანიჭებს ყველას, ვინც მის ტარებას გაბედავს.
ბელინის უკომპრომისო სულის განსხეულება — სუნამოს ძლიერი, ელეგანტური ფერი და დამაჯერებელი, მომაჯადოებელი ხასიათი, ისეთ ადამიანებს იზიდავს, ვისაც შეუძლია, თავად იყოს საკუთარი ბედის არქიტექტორი.
სურნელოვანი ქმნილება ციტრუსოვანი, ცქრიალა თაიგულით იშლება: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის და სიცილიური მანდარინის ბლენდის რევერბერაციის ნაზ გამოძახილებს, ბრაზილიური ფორთოხლის მხიარული აფეთქება მოჰყვება; ფორთოხალს კი — ამალფის წვნიანი ლიმონი იხუტებს.
ჰესპერიდული (ჰესპერიდია: ტყავის აკორდებით გამდიდრებული ციტრუსის ქერქის ექსტრაქტი) ტონალობის ამაღელვებელი გახსნა დამაჯერებელი, მაჰიპნოზირებელი ყვავილების ნაზ ბალიშზე განისვენებს.
კომპოზიციის გული არომატული სურნელებითაა მოცული: ბულგარული ლავანდის, ალპური პიტნის და კარიბის მუსკატის კაკლის რეზონანსებს გარს ეკვრის ინდური სამბაკის ჟასმინის და პორტუგალიური ნარცისის მგრძნობიარე იდუმალება. ხეობის შროშანის დელიკატური გამძლეობა და სერენისიმას სამეფო ბაღის (ვენეციაში) იის ფოთლების სიგრილე კი გულის ნოტებს სინაზეს მატებს.
არომატის ძლიერი და ამავდროულად დახვეწილი ბაზის სურნელოვანი ფესვები, მადაგასკარული ვანილისა და სინგაპურული პაჩულის გემრიელ ნოტებშია გადახლართული. მათ გარს ეკვროს მოხალული შაქრით დამტკბარი კენტუკის თამბაქოს ფოთლები, ამბრისა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის ნაზავის ჯადოსნური წვეთის დამსახურებით კი სუნამო აფროდიზიაკურ ეფექტს ასხივებს.
V Canto-ს სუნამო Giambellino, იმ პიროვნებათა არსის მომცველია, აწმყოს ყოველი მომენტით, მომავლში რომ ცხოვრობენ და ცხოვრების საკუთარი სტილით, გარშემომყოფებს წარუშლელ მოგონებებს უძღვნიან
ზედა ნოტები: ბერგამოტი რეჯო-კალაბრიიდან, სიცილიური მანდარინი, ბრაზილიური ფორთოხალი და ამალფის ლიმონი
შუა ნოტები: ბულგარული ლავანდა, ინდური ჟასმინი სამბაკი, ალპური პიტნა, ბულგარული გერანიუმი, ველის შროშანი, ვენეციური იის ფოთლები, პორტუგალიური ნარცისი და კარიბული მუსკატის კაკალი
საბაზისო ნოტები: მადაგასკარის ვანილი, პაჩული სინგაპურიდან, კენტუკის თამბაქოს ფოთლები, შემწვარი შაქარი, ქარვა და მუშკი
Alcohol Denat, Parfum, Linalool, Limonene, Coumarin, Benzyl Salicylate, Geraniol, Citronellol, Hydroxycitronellol, Citral, Cinnamal, Benzyl Alcohol, Farnesol, Isoeugenol, Methyl 2-Octynoate
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია