მთავარიშოპისახის მოვლა

Gentle Renewing Cleansing Mousse Foaming Texture

Gentle Renewing Cleansing Mousse Foaming Texture

ინტენსიურად აქაფებადი გამწმენდი მუსი ფაქიზად აშორებს მაკიაჟს და აღადგენს გამომშრალი, მოდუნებული კანის ბზინვარებას, ამავდროულად, ასუფთავებს კანს და ანიჭებს განახლებულ შეგრძნებას. for Combination; Dry; Normal; Oily

მოცულობა:

Not Chosen

107.00 ₾
აღწერა

CLARINS-ის ინტენსიურად აქაფებადი გამწმენდი მუსი ფაქიზად აშორებს მაკიაჟს და აღადგენს გამომშრალი, მოდუნებული კანის ბზინვარებას, ამავდროულად, ასუფთავებს კანს და მყისიერად ანიჭებს განახლებულ შეგრძნებას.

თამარინდის (თამარინდი: ტროპიკულ აზიაში გავრცელებული პარკოსანთა ოჯახის ხე) რბილობის შემცველობაში არსებული მჟავები, მათ შორის — ალფა ჰიდროქსი, კანის ფაქიზ აქერცვლას და გაბრწყინებას განაპირობებს. პროდუქტის ფორმულა, ასევე, Clarins-ის „ნაზი კომპლექსით“ (Gentle Complex) — ორგანული ყვითელი ნაღველას (ერთ-ან მრავალწლოვანი ბალახი ლურჯი, ცისფერი ან ყვითელი, მილისებრი ან ზარისებრი ყვავილებით) და ლიმონის ბალზამის ექსტრაქტებითაა გამდიდრებული, რაც კანს აცხრობს და არბილებს; მორინგას ექსტრაქტი კი — გარემოს ნარჩენებისა და ჭუჭყის შეწებებისგან იცავს.
მუსი უკიდურესად პრაქტიკულ, ამოსატუმბ შეფუთვაშია მოთავსებულია.

Cleansed and make-up free skin. Clear, soft and soothed skin. Radiant skin.

AQUA/WATER/EAU. GLYCERIN. DISODIUM COCOYL GLUTAMATE. CITRIC ACID. SORBITAN CAPRYLATE. SODIUM LAURYL GLUCOSE CARBOXYLATE. PHENOXYISOPROPANOL. TARTARIC ACID. SODIUM CITRATE. SODIUM COCOAMPHOACETATE. CAPRYLYL/CAPRYL GLUCOSIDE. LAURYL GLUCOSIDE. SODIUM COCOYL GLUTAMATE. PARFUM/FRAGRANCE. XANTHAN GUM. XYLITYLGLUCOSIDE. PROPANEDIOL. ANHYDROXYLITOL. TAMARINDUS INDICA EXTRACT. DISODIUM EDTA. XYLITOL. SODIUM CHLORIDE. SODIUM PHYTATE. SODIUM GLYCOLATE. GLUCOSE. SORBIC ACID. MELISSA OFFICINALIS LEAF EXTRACT*. SAPONARIA OFFICINALIS LEAF EXTRACT. GENTIANA LUTEA EXTRACT*. SODIUM BENZOATE. POTASSIUM SORBATE. MALTODEXTRIN. MORINGA OLEIFERA SEED EXTRACT. [C3795A1]

გამოყენების წესი

დაისველეთ კანი და და ფრთხილად დაიტანეთ მუსი სახისა და ყელის ზონებზე. შეიზილეთ მსუბუქი, წრიული მასაჟისებრი მოძრაობით (სახესა და ყელზე), მოარიდეთ ქაფი თვალებს. შემდეგ ეტაპზე, ჩამოიბანეთ, შეიმშრალეთ და წაისვით CLARINS-ის თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი ტონუსის მომნიჭებელი ლოსიონი.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.