მთავარიშოპისახის მოვლა

Genifique Ultimate Serum

Genifique Ultimate Serum
Genifique Ultimate Serum

გაიცანით Lancôme-ის ყველაზე ძლიერი აღმდგენი შრატი — Génifique Ultimate Serum, რომელიც, კანის მოვლის მოცემულ სფეროში, ახალ ეპოქას უყრის საფუძველს

მოცულობა:

Not Chosen

329.00 ₾
აღწერა

გაიცანით Lancôme-ის ყველაზე ძლიერი აღმდგენი შრატი — Génifique Ultimate Serum, რომელიც, კანის მოვლის მოცემულ სფეროში, ახალ ეპოქას უყრის საფუძველს: მისი ფორმულა, კანის დაზიანების ნიშნების აღმოსაფხვრელად, ბარიერის გასაძლიერებლად და ახალგაზრდული ბზინვარების აღსადგენად შექმნილ უახლეს ტექნოლოგიას — ბეტა-გლუკან-CM-ს ეყრდნობა.

მდიდრული, კანში სწრაფად შეწოვადი შრატი გაჟღენთილია ჰიალურონის მჟავათი, ძირტკბილას ექსტრაქტით და ბრენდის საკულტო პრებიოტიკული და პრობიოტიკული ფრაქციებით, რაც, მძლავრ ანტიასაკობრივ მოქმედებას უზრუნველყოფს; სიწითლის მიზანმიმართულ შემცირებასთან, წვრილი ხაზების კორექციასა და კანის ტექსტურის დახვეწასთან ერთად: შედეგად, თქვენი კანი, მბრწყინავ, ახალგაზრდულ იერსახეს იძენს.

კანის შესამჩნევი ტრანსფორმაცია

- აუმჯობესებს კანის ზოგად ხარისხს

ხასიათდება მყისიერი დამამშვიდებელი და ხანგრძლივი დამატენიანებელი ეფექტით
შესამჩნევად ამცირებს სიწითლეს და წვრილ ხაზებს
აუმჯობესებს კანის სიგლუვეს, ერთგვაროვან ტექსტურას და ბრწყინვალებას
აღდგენის მეცნიერება

25 წლის ასაკიდან, კანის თვითაღდგენის უნარი სუსტდება, რაც დაბერების ხილული ნიშნების წარმოქმნას აჩქარებს. 27-წლიან კვლევაზე დაყრდნობით, შრატი Génifique Ultimate, გაუმჯობესებული აქტიური ინგრედიენტით — ბეტა-გლუკან-CM-ითაა გაძლიერებული, რომელიც:

ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას და გაძლიერებას
შესამჩნევად ამცირებს დაბერების ხილულ ნიშნებს
Génifique Ultimate-ის ყოველი წვეთი, თქვენს კანს, 90 ტრილიონი ბეტა გლუკანის მძლავრ დოზას აწვდის: ააქტიურებს გამძლეობას, იცავს გარემოს აგრესორებისგან და აძლიერებს ბრწყინვალებას.

- გაუმჯობესებული აღმდგენი ტექნოლოგია Lancôme-ის 27-წლიანი კვლევების საფუძველზე

კლინიკურად დამტკიცებული აქტიური ნივთიერებებით გაჟღენთილი დაპატენტებული ფორმულა

კანში სწრაფად შეწოვადი მსუბუქი, მდიდრული სტრუქტურა

თავსებადობა ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანთან

შემოწმებულია დერმატოლოგიურად

რეალური შედეგები

93% კანის სიგლუვის გაუმჯობესების შესახებ აღნიშნავს**

90% კანის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ აღნიშნავს**

82% კანის გაუმჯობესებული, ნათელი და მბრწყინავი ელფერის შესახებ აღნიშნავს**

**მონაცემები ეყრდნობა შრატის 4-კვირიანი რეგულარული მოხმარების შემდგომ, 81 ქალზე წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.