მთავარიშოპისახის მოვლა

Genifique Light Pearl Yeux

Genifique Light Pearl Yeux
Genifique Light Pearl Yeux

გამოსცადეთ მსუბუქი სტრუქტურის თვალის შრატი — Genifique Light Pearl Yeux, რომელიც გთავაზობთ პრობიოტიკური ფრაქციების მოქმედების ძალის კომბინაციას ბრენდის მიერ დაპატენტებულ 360°-იან, მოქნილ აპლიკატორ-მასაჟორთან! for 20ML

მოცულობა:

Not Chosen

268.00 ₾
აღწერა

გაახილეთ თვალები ფართოდ, თვალის კონტურის 360°-იანი მოვლით: Génifique Light Pearl Yeux, Lancôme-ის კანის გამაახალგაზრდავებელი ორმაგი მოქმედების კონცენტრატია, რომელიც გადაღლილ, შეშუპებულ თვალებს აფხიზლებს და წამწამებს აძლიერებს. ბრენდის მიერ დაპატენტებული აპლიკატორი კი, თვალის კონტურებს, გამაგრილებელი მოქმედებით ამასაჟებს და კანს მყისიერად, 2°-ით აგრილებს*.

კონცენტრატი, შეშუპებების შემცირებით, წვრილი ხაზების კორექციითა და წამწამების გაძლიერებით, თქვენს თვალებს, ნათელ, გლუვ, ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს და ფართოდ გახელილი, მიმზიდველი მზერით დაგამშვენებთ!

*მონაცემი ეყრდნობა კონცენტრატის გამოყენებისთანავე, 23 ქალზე წარმოებული ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს

761742 17 - INGREDIENTS: AQUA / WATER / EAU • BIFIDA FERMENT LYSATE • PROPANEDIOL • GLYCERIN • ALCOHOL DENAT. • DIMETHICONE • METHYL GLUCETH-20 • CI 77891 / TITANIUM DIOXIDE • T-BUTYL ALCOHOL • ASCORBYL GLUCOSIDE • MICA • ESCIN • TOCOPHERYL ACETATE • LACTIC ACID • LACTOBACILLUS • MADECASSOSIDE • SODIUM BENZOATE • SODIUM HYALURONATE • SODIUM HYDROXIDE • ADENOSINE • FAEX EXTRACT / YEAST EXTRACT / EXTRAIT DE LEVURE • ACETIC ACID • CAFFEINE • ARGININE • CHLORPHENESIN • POLYACRYLAMIDE • CELLULOSE • SILICA • POLYMNIA SONCHIFOLIA ROOT JUICE • MALTODEXTRIN • SALICYLOYL PHYTOSPHINGOSINE • CHLORELLA VULGARIS EXTRACT • DIMETHICONE/VINYL DIMETHICONE CROSSPOLYMER • AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER • DIMETHICONOL • PENTAERYTHRITYL TETRAETHYLHEXANOATE • MANNOSE • XANTHAN GUM • PENTYLENE GLYCOL • PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE • ALPHA-GLUCAN OLIGOSACCHARIDE • CAPRYLYL GLYCOL • CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE • BIS-PEG/PPG-16/16 PEG/PPG-16/16 DIMETHICONE • CITRIC ACID • ALUMINUM STARCH OCTENYLSUCCINATE • LAURETH-7 • C13-14 ISOPARAFFIN (F.I.L. N283738/1).

გამოყენების წესი

საუკეთესო შედეგისთვის, გამოიყენეთ Génifique Light Pearl Yeux დილას და საღამოს, თვალის სუფთა კონტურებზე.

საფეხური 1: გადაუსვით აპლიკატორი ფლაკონის თავს და ჩააბრუნეთ ჭარბად გადმოსხმული კონცენტრატი.

საფეხური 2: წვრილი ხაზების საკორექციოდ: გადაიტარეთ აპლიკატორი თვალის ქვედა და ზედა კონტურებზე. შეშუპებების ჩასაცხრობად: დაიმასაჟეთ თვალის ქვედა კონტურები აპლიკატორით, მცირე წრიული მასაჟისებრი მოძრაობებით, თვალის შიდა კუთხეებიდან — გარე კუთხეებისკენ.

საფეხური 3: წამწამების გასაძლიერებლად: გადაისვით აპლიკატორი ნაზად, წამწამების რკალის გასწვრივ, თვალის შიდა კუთხეებიდან გარე კუთხეების მიმართულებით.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.