GALLOWAY
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს არომატი Galloway ციტრუსოვანი და ქარვისებრი ნოტების დახვეწილი აკორდებით შექმნილი ნედლი სიახლის ასოციაციაა.
Not Chosen
სურნელოვანი მუსიკის ნიმუში — Parfums de Marly-ს Galloway განმასხვავებელი არომატია, რომელიც პილპილის და ციტრუსის ჩრდილითა და სითბოთი გვაოცებს.
სუნამოს გულს ტკბილი ზამბახის და მათრობელა ფორთოხლის ყვავილის ნექტართა ინექცია წარმოადგენს.
არომატის ბაზას მუშკის თბილი, ქარვის თაფლისებრი და სანდალის ხის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ღრმა ხისებრი ნოტების დახვეწილი ტექსტურა აყალიბებს და არომატის უნიკალურ ხასიათს კურირებს.
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: ზაფხულის ან გაზაფხულის ნათელი დღე
გამხსნელი ნოტები: საკმელა (იგივე კლდის ვარდი), პილპილი
გულის ნოტები: ზამბახი, ფორთოხლის ყვავილი
საბაზისო ნოტები: მუშკი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Linalool, Alpha-isomethyl Ionone, Eugenol, Citral, Cinnamal, Methyl 2-octynoate, Geraniol, Isoeugenol
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.