მთავარიშოპისუნამო

FOLIE D'UN SOIR

FOLIE D'UN SOIR

EAU DE PARFUM

სუნამო

დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი არომატი — Folie d’un Soir გვიბიძგებს, ხელახლა გავშალოთ უკვე დარიგებული ბანქო

მოცულობა:

Not Chosen

419.00 ₾
აღწერა

მოულოდნელი იმპულსის ძალა და ერთი ნახვით შეყვარების მაგია… ვარდისფერი წიწაკის მერქნისებრი, პიკანტური, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი არომატი — Folie d’un Soir გვიბიძგებს, ხელახლა გავშალოთ უკვე დარიგებული ბანქო… ისევე, როგორც ეს პარფიუმერმა ანიკ გიუტალმა გააკეთა — ერთ ღამეს, უყოყმანოდ გადაწყვიტა, ფრთები გაეშალა — პარიზი დაეტოვებინა და საცხოვრებლად ლონდონში გადასულიყო.

გამხსნელი ნოტები: ვარდისფერი წიწაკა, თურქული ვარდი

გულის ნოტები: მირონი, საკმეველი, რეზინოიდი 

საბაზისო ნოტები: ტყავი, კაკაო

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Hydroxycitronellal , Citronellol, Limonene, Geraniol, Citral, Benzyl cinnamate

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).