მთავარიშოპისუნამო

FIRST CLASS

FIRST CLASS

Eau de Toilette

სუნამო

Etienne Aigner-ის First Class, მერქნოვან-შიპრისებრი* ტიპის სუნამოა მამაკაცებისთვის.

მოცულობა:

Not Chosen

178.00 ₾
აღწერა

გამოაღვიძეთ თავგადასავლებისა და გამორჩეულობის სულისკვეთება, Etienne Aigner-ის მამაკაცის არომატით — First Class: ეტიენ აიგნერის განთქმული მოდის სახლის 2016 წლის მართლაც, პირველი კლასის ქმნილება, ნოტების უნიკალური შეხამებით, დახვეწილ, დამატყვევებელ სურნელს გვთავაზობს.

ამ აღსანიშნავი არომატის მოგზაურობა, ენერგიული, გამამხნევებელი განცდებით —გრეიფრუტის, ბერგამოტის და ტკბილი ფორთოხლის ამაღელვებელი ნაზავით იწყება: გამხსნელი ნოტების გამაგრილებელი, პიკანტური კომბინაცია, გარშემომყოფთა ყურადღებას, მყისიერად იპყრობს.

ჟასმინის და ფორთოხლის ყვავილის გულის ნოტები, კომპოზიციას, დახვეწილ ყვავილოვან შტრიხებს მატებს და კიდევ უფრო დამაინტრიგებელ, დაუვიწყარ ხასიათს ანიჭებს.

სურნელის ბაზა, ვეტივერის, ამბრის, მერქნოვანი აქცენტების, მუხის ხავსის, თეთრი (სინთეტიკური) მუშკის და მიწიერი პაჩულის ოსტატურ შერწყმას წარმოგვიდგენს: მოცემული ელემენტების ჰარმონია, მასკულინურ, თბილ, მომხიბლავ არომატს აყალიბებს და First Class-ის მომხმარებელი მამაკაცის მსგავსად, კომპლექსურ, უნიკალურ თვისებებს ამჟღავნებს.

მეტი, ვიდრე სუნამო — First Class, ნებისმიერი მამაკაცის სურნელოვანი კოლექციის უნივერსალური წევრია; იდეალურია, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის — გამორჩეული არომატის წყალობით, უდავოდ, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს.

დააგემოვნეთ ცხოვრების ყველაზე მშვენიერ ასპექტებზე ორიენტირებული თანამედროვე მამაკაცისადმი მიძღვნილი ოდა; შეიგრძენით First Class-ის მოხიბლავობა დღესვე!

შიპრი: არომატის ტიპი, რომელიც ხასიათდება ხის, მიწის, მსუბუქად მინიმალისტური ნოტებით.


გამხსნელი ნოტები:

გრეიფრუტი, ვაშლი, ბერგამოტი

გულის ნოტები:

ჟასმინი, ვარდისფერი წიწაკა, ნესვი

საბაზისო ნოტები:

ამბრი, ვეტივერი, პაჩული, მუხის ხავსი