მთავარიშოპისუნამო

FILI

FILI

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Fili-ს მბრწყინავი ხასიათი, პაოლოს და ფრანჩესკას დაუვიწყარი ამბორის თრთოლვას აცოცხლებს, სურნელის ყოველი შტრიხი კი გულს აფორიაქებს.

მოცულობა:

Not Chosen

1,275.00 ₾
აღწერა

ანტიკური ბერძნული სიტყვა — „ფილი“, უმანკო ამბორს აღნიშნავს — ყველაზე ამაღლებულ, არამიწიერ მდგომარეობას, რაც, მხოლოდ, ჭეშმარიტი სიყვარულისას შეიგრძნობა და მოკლებულია ხორციელ, მიწიერ ვნებებს.

ამ წმინდა კოცნით შთაგონებული V Canto-ს ვერცხლისფერი ესენცია — Fili, მდიდრულ ფლაკონში განისვენებს, რომელიც, გამოცდილი ოსტატების მიერ, ვერცხლის ძვირფასი ფირფიტებით, ხელითაა მოვარაყებული; შესაბამისად, უნიკალურია ყოველი მათგანის დიზაინიც.

V Canto-ს საყვარელი სამშობლოს (იტალია) ხეობაში, საუკუნეების განმავლობაში გაისმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაღლებული კოცნის სულის გამოძახილი და მის ექოს, გრადარას სასახლის (შუა საუკუნეებით დათარიღებული სასახლე მარშეს რეგიონში) დერეფნებში, დღემდე შეიგრძნობთ.

გოლდონის (იგულისხმება იტალიელი დრამატურგი კარლო გოლდონი) ფავორიტმა შეყვარებულებმა — პაოლომ და ფრანჩესკამ, თავიანთი ისტორიით, მთელი მსოფლიოს ხელოვანები შთააგონეს: არაერთი შედევრი შეიქმნა მათი მარადიული კოცნის შესახებ — ლექსები, ფერწერული ტილოები, მუსიკალური ნაწარმოებები, სკულპტურა; თანამედროვე ეპოქაში კი — V Canto-ს ექსკლუზიური კოლექციის — „სიყვარულის ფოთლების“ მდიდრული, ხელნაკეთი, მხატვრული სუნამოები.

პაოლოსა და ფრანჩესკას სიყვარული იმდენად ძლიერი და წმინდაა, რომ საუკუნეების შემდეგ, „სიყვარულის ციხე-სიმაგრის“ სახელით (La Rocca dell’Amore) ცნობილი კედლებიდან, დღემდე ფეთქავს: გრადარას სასახლეში, ცხოვრების არსი რომანტიზმითა და სილამაზითაა გადმოცემული…

V Canto-ს მხატვრული ქმნილება Fili, ენერგიის მომნიჭებელი სიგრილითა და ელეგანტური ცდუნებით, ვერცხლისფერ კოცნას ასახავს; მისი სურნელი მგზნებარე ციტრუსოვანი თაიგულით იშლება: სიცილიური გრეიფრუტის და კალაბრიული ბერგამოტის შუშხუნა ნოტებს სარჩულად ედება და არბილებს პროვანსის შავი მოცხარის ტკბილი ფენა.

კომპოზიციის გრილი, ვერცხლის მაგვარი გახსნა, ღრმა, ინტენსიურ და მრავალმხრივ გულს ერწყმის: ნეპალის ილი დაწყვილებულია შრი-ლანკის დარიჩინთან. სპეციების მკვეთრი, დამაჯერებელი და ძვირფასი ნოტები, მართლაც ინოვაციური ჰარმონიითაა შეზავებული ტოსკანურ ტყავსა და განსაკუთრებულად ძვირადღირებულ ინგრედიენტთან — ინდურ კვიპრიოლთან (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით).

არომატის სრული ოპუსი მყარი, ძლიერი და არაორდინალურად გამყოლი ბაზითაა განმტკიცებული: საბაზისო ნოტებზე ბატონობენ ინდური წითელი სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და კუბური კედარი, რომელთაც სრულყოფილებას ანიჭებს რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) არყის ხისა და ტოსკანური მუხის ხავსის მხატვრული შერწყმა, მომაჯადოებელ, აფროდიზიაკური მოქმედების ნოტებთან — უკიდურესად იშვიათ მალაიზიურ იასამნისფერ პაჩულისა და ლეგენდარულ ამბრთან (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით).

V Canto-ს Fili-ს მბრწყინავი ხასიათი, პაოლოს და ფრანჩესკას დაუვიწყარი ამბორის თრთოლვას აცოცხლებს, სურნელის ყოველი შტრიხი კი  გულს აფორიაქებს.

ზედა ნოტები: ბერგამოტი, გრეიფრუტი, კასისი (შავი მოცხარი)

შუა ნოტები: ტყავი, ციპრიოლის ზეთი (ნაგარმოტა), კარდამონი, დარიჩინი

ბაზის ნოტები: ხის ნოტები, მუხის ხავსი, პაჩული, ქარვა

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Hydroxycitronellal, Citral, Farnesol, Citronellol, Geraniol, Eugenol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია