Fêtes Persanes
Eau de Parfum
სუნამო
Fêtes Persanes საოცრად ელეგანტური სურნელის მქონე არომატია. მისი კომპლექსური, მრავალმხრივი ფორმულა დამატყვევებელი გრაციოზულობით იშლება და რაფინირებულ სილაჟს — საკმაოდ განსხვავებული სურნელის კვალს ტოვებს. ცქრიალა, პიკანტური გამხსნელი ნოტები ბედნიერი, დასამახ
Not Chosen
პარფიუმერმა სესილ ზაროკიანმა Parfums MDCI-ს Fêtes Persanes-ით („სპარსული ფესტივალები“) კიდევ ერთი წარმოდგენა გააცოცხლა აზიის კონტინენტზე ხანგრძლივი მოგზაურობის შესახებ, წყნარი ოკეანის სანაპიროდან — ხმელთაშუა ზღვამდე: სუნამო Fêtes Persanes ოპერის რიგით მესამე არომატული ინტერპრეტაციაა, „ჩიო ჩიო სანის“ (Cio Cio San: ჯაკომო პუჩინის ოპერა) და „გალანტური ინდოელების“ (Les Indes Galantes: ჟან-ფილიპ რამოს ჰეროიკული ოპერა-ბალეტი) შემდეგ.
Fêtes Persanes საოცრად ელეგანტური სურნელის მქონე არომატია. მისი კომპლექსური, მრავალმხრივი ფორმულა დამატყვევებელი გრაციოზულობით იშლება და რაფინირებულ სილაჟს — საკმაოდ განსხვავებული სურნელის კვალს ტოვებს. ცქრიალა, პიკანტური გამხსნელი ნოტები ბედნიერი, დასამახსოვერებელი სურნელოვანი ხასიათის შესახებ გვაუწყებენ.
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, შავი პილპილი, ელემი (ტროპიკული ხეების ფისი)
გულის ნოტები: ვარდის ნოტები, ილი, დარიჩინი, მიხაკი
საბაზისო ნოტები: თეთრი მუშკის ნოტები, გაიაკი, კედარის ხე, პაჩული, ვანილი
ბერგამოტი, დარიჩინი, კარდამონი, შავი პილპილი, გუაიაკის ხე, მიხაკი, ელემი, კედარი, მუშკი, პაჩული, ვარდი, ვანილი
არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.
მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.