FEBE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Febe-ს სურნელს, მთვარის ძლიერი მიზიდულობით ზღვის მოქცევების მსგავსად, ცდუნების ინტენსიური ძალა აქვს!
Not Chosen
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტიტანიდი, ურანის ქალიშვილი და არტემიზიას მუზა — ფებე, მთვარესთან ასოცირდება, რადგან სწორედ ის განკარგავს ოკეანეებს და მათ ძლიერ მოქცევებს და ცდუნების ჯადოსნური ხელოვნების გამომგონებელია.
ძვირფას, მოოქროვილ ფლაკონში მოქცეული Giardino Benessere-ს დამარწმუნებელი, მძაფრი და გამჭოლი პარფიუმის ექსტრაქტი — Febe, ძლიერ, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ, მაცდურ პერსონას განასახიერებს.
Febe-ს სურნელი ტკბილი ხილის არომატით იშლება: მარაკუიას ნოტებს უპირისპირდება კასისი (კასისი: შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), კალაბრიული ბერგამოტი და ციტრუსების გუნდი, მათ შორის — სორენტოს ლიმონი.
გამხსნელი ნოტები თეთრი ყვავილების — ილანგ ილანგის და მაგნოლიის ძლიერი ნოტების მდიდრულ, მაცდურ საწოლზე მოეფინებიან და ბუდეს იშენებენ მწვანე (მწვანე ნოტები: ენერგიული, გამაგრილებელი ხასიათის რეპორდუქციული აკორდი მამაკაცის და ქალის სუნამოების გამხსნელ ნოტებში. ბუნების, ფოთლების, ფურცლების ან ხავსის, მცენარეული სურნელით) და გვიმრისებრი ნოტების — აბსენტის და ლავანდის სურნელთა ნაზავში, რომელსაც ატამი და ჟოლო ატკბობს, პიკანტური ილი კი — გამოკვეთს.
არომატული კომპოზიცია ხის მყარ ბაზაზე განისვენებს — ძვირფასი წითელი პაჩული ვანილის და კარამელის ნოტებითაა დამტკბარი და მუშკისა და ქარვის მდუმარე, მაცდური ძალით დაბალანსებული.
Febe-ს სურნელს, მთვარის ძლიერი მიზიდულობით ზღვის მოქცევების მსგავსად, ცდუნების ინტენსიური ძალა აქვს!
ზედა ნოტები: პასიფლორა, ლიმონი, კასისი და ბერგამოტი
შუა ნოტები: ილანგ-ილანგი, მაგნოლია, ლავანდა, აბსენტი, ატამი, დარიჩინი და ჟოლო
ძირითადი ნოტები: ვანილი, კარამელი, პაჩული, მუშკი და ქარვა
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Alpha – Isomethyl Ionone, Coumarin, Linalool, Citral, Cinnamal, Citronellol, Eugenol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.