მთავარიშოპისუნამო

FARIS

FARIS
FARIS

Eau de Parfum

სუნამო

KAJAL PERFUMES PARIS-ის Faris By Kajal მხოლოდ Kajal-ისთვის შექმნილი კურირებული (ექსკლუზიური ინგრედიენტებით დამზადებული) სუნამოა, რომელიც არისტოკრატული წარმოშობის რაინდის გალანტურ თვისებებს განასახიერებს.

მოცულობა:

Not Chosen

588.00 ₾
აღწერა

გამბედაობა,

ღირსება,

გამჭრიახობა.

Faris By Kajal შესანიშნავად ასახავს მამაცი და კეთილშობილი მამაკაცის ფუნდამენტურ რაინდულ მახასიათებლებს. „ფარისი“ არაბული წარმოშობის მამაკაცის სახელია და რაინდს ნიშნავს — უნაკლო, დახვეწილი მანერებით გამორჩეულ პერსონას, რომელიც, ასევე, გამბედაობას, პატივისცემას და ერთგულებას ავლენს.

უშიშრობა,

თავისუფლება,

მრისხანება.

ცნობილი პარფიუმერების — ორს კასტელეტის და დევიდ ჩიზის მიერ ინგრედიენტთა ფაქიზი შეხამებით შექმნილი Faris By Kajal კურირებული სუნამოა, რომელიც ექსკლუზიური ინგრედიენტების გამოყენებით, პარფიუმერული სახლის — KAJAL PERFUMES PARIS-ისთვის დაამზადეს.

არომატს ცქრიალა ციტრუსის სამეფო აკორდები ხსნის: შუშხუნა ბერგამოტი, გამაგრილებელი ლიმონი და ელეგანტური ფორთოხალი შეზავებულია ღვიის კენკრის ხილთან და მომჟავო ნოტებთან. გამხსნელ ნოტებს საოცრად აცოცხლებს ახლადმოჭრილი ლავანდის და ხრაშუნა ვაშლის აქცენტები.

ყნოსვით შეგრძნებებს აჯადოებს Faris By Kajal-ის გულის ნოტების შერწყმა: ქინძის მცენარეული სურნელი მიხაკის მომწარო და მუსკატის კაკლის თბილ აკორდებთანაა შეზავებული.

დახვეწილი ვარდი და ემოციური ჟასმინი ულამაზეს ყვავილოვან თაიგულს ქმნიან. არომატული კულმინაცია ძლიერი სურნელოვანი ბაზით მიიღწევა — პაჩულის მიწის ნოტებით და ხმელი ვეტივერისა და კრემოვანი სანდალის ხის აკორდებით. ტონკას გემრიელი მარცვლები, ქარვის თბილ ნოტებთან ერთად, სურნელოვანი კომპოზიციის დამაგვირგვინებელი აკორდის როლში გვევლინება.

პროდუქტის ფლაკონის და შეფუთვის ავტორის — არქიტექტორ-დიზაინერ მოი ხალაფის შთაგონება პალმის ხეებია, ბავშვობის წლების მოგონებების და მოგზაურობების მომენტების რეტროსპექცია. ხელოვანმა დახვეწილ გეომეტრიულ ნამუშევარში იდეალურად ასახა პალმის ტოტები, როგორც გამარჯვების, მშვიდობის და მარადიული ცხოვრების სიმბოლო.

სუნამოს ფლაკონი მუქი შეფერილობის ვერცხლშია ამოვლებული, რაც, თავის მხრივ, ელეგანტური ძალის და სიწმინდის მეტაფორაა. სპირიტუალურ სწავლებებში, ვერცხლს „სულის სარკედ“ მოიხსენიებენ — ხელსაწყოდ, რომელიც საკუთარი თავის სხვების თვალით დანახვაში გვეხმარება.

ზედა ნოტები: ციტრუსის ნოტები, შავი პილპილი, ღვიის კენკრა, ლავანდა, ვაშლი

გულის ნოტები: ქინძი, მიხაკი, მუსკატის კაკალი, ვარდი, ჟასმინი

ძირითადი ნოტები: პაჩული, ვეტივერი, სანდალოზის ხე, ტონკას მარცვლები, ქარვა

ALCOHOL DENAT.

PARFUM

WATER

LIMONENE

LINALOOL

CITRONELLOL

COUMARIN

ALPHA-ISOMETHYL IONONE

CITRAL

GERANIOL

EUGENOL

BENZYL CINNAMATE

Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.