FAME
Perfume
სუნამო
იგრძენით თავი მაგნიტივით მიმზიდველად, გახდით პოპულარული ვარსკვლავი — როგორც თავად სუნამო FAME PARFUM-ია.
Not Chosen
Paco Rabanne-ის მრავალმხრივი ქალური შტრიხებით გაძლიერებული სუნამო — განახლებული FAME არომატული პერსონაჟის ყველაზე მომხიბლავ ასპექტს ავლენს. ინტენსიურ სურნელოვან ბლენდში, რომელიც წინამორბედივით პოპულარულია, მგრძნობიარე ჟასმინი მაჰიპნოზირებელ საკმეველს და დაუძლეველი მიზიდულობის მქონე მუშკს (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ხვდება.
იგრძენით თავი მაგნიტივით მიმზიდველად, გახდით პოპულარული ვარსკვლავი — როგორც თავად სუნამო FAME PARFUM-ია.
top - mango, pink pepper, bergamot;
heart - jasmine trio, intense pachuli;
base - musk, benzoin, sandawood
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.