მთავარიშოპისუნამო

F. DA MONTEFELTRO

F. DA MONTEFELTRO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს F. da Montefeltro, მეფური სულით შთაგონებული იდუმალი, მაცდური სურნელოვანი გამოძახილების დინებაში მოქცეული შინაგანი სიძლიერის არისტოკრატული არსია!

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება F. Da Montefeltro ეძღვნება სიჯიზმონდოს (იგულისხმება იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტა. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა) უდიდეს ანტაგონისტსა და მეგობარს, ფედერიკო და მონტეფელტროს — ურბინოს ჰერცოგსა და გამოცდილ სტრატეგს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ხელოვნების შორსმჭვრეტელ პატრონს; პიროვნებას, რომელსაც შესწევდა უნარი, საკუთარი სამფლობელო და გარშემომყოფები მუდამ სილამაზით მოეცვა:

ხელოვნების სფეროში ომის მსგავსად გამოცდილი ფედერიკო, ყოველთვის ცნობილი არქიტექტორების და ფერმწერების გარემოცვაში ტრიალებდა, რათა თავისი სასახლე, ყოველთვის საოცრებათა შემქმნელებით ყოფილიყო სავსე. სწორედ იმ ხელოვანთა მიერ შექმნილი იმპულსური საოცრებაა მოქცეული არომატ F. da Montefeltro-ს სურნელში.

არომატის სურნელი, ტკბილი, ხილისებრი თაიგულით და ფუჟერის (ფუჟერის აკორდი: ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდას, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია) კონტრასტული აკორდით იშლება: აღმოცენდებიან სიცილიური ბერგამოტი და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ატამი, რომელთაც პროვანსის შავი მოცხარის მბრწყინავი ნოტები იხუტებს, ბულგარული ლავანდის არომატული ძალა კი — უპირისპირდება.

ენერგიული გამხსნელი ნოტები, მდიდრულ, ამაღელვებელ, მაგნიტური ცდუნებით მოცულ გულში განისვენებენ: მომხიბლავი სამეფო მაგნოლია და ილანგ ილანგი ძვირფას, არისტოკრატულ ტოსკანურ ზამბახს და ფლორენციულ ხეობის შროშანს ერწყმან, ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და გურჯუმის ბალზამის (გურჯუმის ბალზამი: საკმეველისებრი სურნელი თბილი, ხისებრი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით) აფროდიზიაკური ძალა კი მათ სურნელს ახანგრძლივებს.

ამ მეფური ქმნილების ბაზა, ეგზოტიკური ხეების მათრობელა ნაზავს ეყრდნობა: ინდური პაჩულის და სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ნოტები გარემოცულია კუბური კედარის სიგრილით და მადაგასკარული ვანილის მაჰიპნოზირებული სიტკბოთი, რომელთაც ხაზს უსვამს ძვირფასი კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ძალა.

V Canto-ს F. da Montefeltro, მეფური სულით შთაგონებული იდუმალი, მაცდური სურნელოვანი გამოძახილების დინებაში მოქცეული შინაგანი სიძლიერის არისტოკრატული არსია!

ზედა ნოტები: სიცილიური გრეიფრუტი, რომანიის ატამი, პროვანსის კასისი და ბულგარული ლავანდა

შუა ნოტები: ილანგ-ილანგი, იმპერიული მაგნოლია, ტოსკანური ზამბახი, ფლორენციული შროშანი, ქარვისფერი ქარვა და გურჯუმის ბალზამი

საბაზისო ნოტები: ინდური პაჩული, სანდალოზის ხე, კუბური კედარი, მადაგასკარის ვანილი და კამბოჯური უდი

Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Linalool, Benzyl Benzoate, Hydroxycitronellal, Benzyl Salicylate, Geraniol, Citronellol, Citral, Cinnamal, Amyl Cinnamal

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია