მთავარიშოპისუნამო

XIX MARCH

XIX MARCH

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი XIX March („19 მარტი“), გაზაფხულის დღეღამსწორობისას დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი XIX March („19 მარტი“), გაზაფხულის დღეღამსწორობისას დანთებული კოცონის ხმა და სურნელია…

იტალიაში, გაზაფხულის ბუნიობის ზღვარზე — 18 მარტის ღამეს, წმინდა ჯუზეპეს (La Focarina di S. Giuseppe) დღესასწაული იმართება: ტრადიციის თანახმად, ზამთრისგან მორჩენილი ტოტებით და შეშით, დიდ კოცონს ანთებენ და ამ ფორმით, ბუნების ხელახალ დაბადებას ეგებებიან.

იმ დროს, ჰაერი ინტენსიური სურნელით იჟღინთება — გრილი, ახალი და ამავდროულად, მაინც, უძველესი არომატებით.

იტალიაში, გაზაფხულის ბუნიობის ზღვარზე — 18 მარტის ღამეს, წმინდა ჯუზეპეს (La Focarina di S. Giuseppe) დღესასწაული იმართება: ტრადიციის თანახმად, ზამთრისგან მორჩენილი ტოტებით და შეშით, დიდ კოცონს ანთებენ და ამ ფორმით, ბუნების ხელახალ დაბადებას ეგებებიან.

იმ დროს, ჰაერი ინტენსიური სურნელით იჟღინთება — გრილი, ახალი და ამავდროულად, მაინც, უძველესი არომატებით.

პარფიუმერების — ტიციანა და პაოლო ტერენცების რეგიონში, წმინდა ჯუზეპეს დღესასწაულზე, სოფლის ყოველი მკვიდრი გიგანტური კოცონის გარშემო იკრიბება. უფროსები ბავშვებს ზღაპრებს უამბობენ, ყველაზე გამბედავი ახალგაზრდები კი, საკუთარი სიმამაცის დასამტკიცებლად, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ გადაახტება კოცონს, რომელიც ყოველგვარ ტანჯვას და დარდს წვავას და თამამად ელის გაზაფხულის და მისი თანმხლები მხიარული განწყობის დადგომას. საზოგადოებაში, ცეცხლი, კოლექტიური, აპოტროპული ლოცვის მსგავსად, მომავალი დღეებისადმი იმედის შეგრძნებას აღვივებს.

Tiziana Terenzi-ს კომპლექსური სუნამოს — XIX March-ის უკიდურესად ინოვაციურ სტრუქტურაში, ძველი ხალხური თქმულებებისა და ტრადიციების სამყარო იყრის თავს!

გამხსნელი ნოტები:

ფორთოხალი, მწვანე ფოთლები, პიტნა, ჭინჭარი

გულის ნოტები:

ლავანდა, დარიჩინი, მიხაკის კვირტები, ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

სანდალვუდი, კედარვუდი, ვეტივერი, მუშკი, მუსკატის კაკალი, როზმარინი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Hexyl Cinnamal, Coumarin, Geraniol, Citral, Hydroxycitronellal, Methyl 2-Octynoate, Alpha - Isomethyl Ionone

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.