WIRTANEN
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
ძლიერი, იდუმალი ხასიათის მქონე არომატული ქმნილებაა. მის დასაფასებლად გარკვეული დროა საჭირო, თუმცა, ფლობს უნარს, უდის ხეებისა და კარამელის ბალანსით, სურნელოვანი მოფერების სიტკბოთი გვაცდუნოს.
Not Chosen
უსასრულო კოსმოსის სილამაზეში მოგზაურობა — Tiziana Terenzi-ს Wirtanen ძლიერი, იდუმალი ხასიათის მქონე არომატული ქმნილებაა. მის დასაფასებლად გარკვეული დროა საჭირო, თუმცა, ფლობს უნარს, უდის ხეებისა და კარამელის ბალანსით, სურნელოვანი მოფერების სიტკბოთი გვაცდუნოს.
…
გასაოცარი კომეტა — ვირთანენი (იუპიტერის ოჯახის მოკლეპერიოდიანი კომეტა), ყველა კომეტაზე მეტად, დღემდე, ამოუცნობი საიდუმლოებებითაა მოცული, რადგანაც ჩვენს გარემოცვაში ძალიან მცირე ხნით ჩერდება. ამ ზეციური მისტერიის მშვენიერება უზიარებს სახელწოდებას Tiziana Terenzi-ს სურნელოვან ქმნილებას, რომელიც ციტრუსოვანი ხილის თაიგულით იშლება: კალაბრიული ბერგამოტის გამოძახილები კომბინირებულია ფილიპინური ილანგ ილანგის ყვავილების დახვეწილ შტრიხთან და ბულგარული ვარდის ძალასთან.
ინტენსიური და დამაჯერებელი გამხსნელი ნოტები კომპლექსურ, შუშხუნა საწოლზე განისვენებენ, სადაც ინდური შავი პილპილის სიგრილეს სხვადასხვა სურნელოვანი მახასიათებლის მქონე უდის ხეების ძვირფასი ბლენდი აძლიერებს: პირველ ეტაპზე, ლაოსის უდის ნოტები იკვეთება, შემდეგ — კამბოჯური უდის სურნელი (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით). მათ სიმძაფრეს ღამის ყვავილობის ჟასმინის და უკიდურესად იშვიათი ჰიმალაის პიონის ჰიპნოზური დამაჯერებლობა არბილებს და კომპოზიციას იდუმალებისა და ცდუნების ექოს ანიჭებს.
არომატის გული დაფუძნებულია მრავალმხრივ, არტიკულირებულ ბაზაზე: კარამელის და მადაგასკარული ვანილის სიტკბოს იხუტებს Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის განთქმული აკორდის — ამბრისა და მუშკის ბლენდის მაცდურ აურასთან კომბინირებული ინდური სანდალის ხის ინტენსიური სურნელი (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით. მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში. სანდალვუდი/სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით).
უსასრულო კოსმოსის სილამაზეში მოგზაურობა — Tiziana Terenzi-ს Wirtanen („ვირთანენი“) ძლიერი, იდუმალი ხასიათის არომატული მქონე ქმნილებაა. მის დასაფასებლად გარკვეული დროა საჭირო, თუმცა, ფლობს უნარს, უდის ხეებისა (უდის ხე: ხის, ქარვის — ხის ფისის აღმოსავლური სურნელის აკორდები) და კარამელის ბალანსით, სურნელოვანი მოფერების სიტკბოთი გვაცდუნოს.
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, ილანგ ილანგი, ვარდი
გულის ნოტები:
შავი პილპილი, ლაოსის უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), კამბოჯური უდი, ჟასმინი, პიონი
საბაზისო ნოტები:
კარამელი, ვანილი, სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Hydroxycitronellal, Limonene, Citronellol, Linalool, Benzyl Benzoate, Citral, Geraniol, Isoeugenol, Eugenol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.