VERNA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Verna — ესაა სურნელი, რომელიც ყოველ ჩასუნთქვას მარადიულობის ფრაგმენტად აქცევს, დროს კი შავი მთვარის მისტიკური ენერგიით გასხივოსნებულ სურნელოვან პეიზაჟად გარდაქმნის, სადაც ემოციები და პოეზია წმინდა თხევადი არსით ვლინდება…
Not Chosen
ლიგურიის ზღვასა და მთებს შორის, შეფენილია სოფელი, დროს რომ გამოუძერწავს და ქარის სუნთქვას გამოუქანდაკებია: ვერნაცა, ჩინკვე ტერეს ერთ-ერთი უძვირფასესი განძია! იქ, ზღვის ტალღები, კლდეებს ნაზად ეხეთქება, ფერად-ფერადი სახლების გამოსახულებები წყლის კამკამა ზედაპირზე ირეკლება; ყოველი კუთხე კი, იქაური მოსახლეობის მიერ გაცოცხლებულ წარსულის ისტორიებს გვიამბობს.
იმ მომხიბლავ ადგილას, შავი მთვარის მდუმარე ჩრდილის ქვეშ, პაოლო და ტიციანა, იდუმალმა, გამომწვევმა აურამ მოიცვა. სწორედ იქ გაუჩნდათ იდეა, იმ უკვდავი სოფლის ყველაზე ავთენტური სულისკვეთების ამსახველი სურნელოვანი ოდა — სუნამო Verna შეექმნათ.
როდესაც ცას წყვდიადი იპყრობს, მთვარის შუქი კი ჩრდილის წრეებში უჩინარდება, აღორძინებისა და ახალი ჰორიზონტების ძიების სიმბოლო — შავი მთვარე იბადება. ზაფხულის საღამოს, ვერნაცაში სეირნობისას, სოფლის მოსახლეობა რომ მიჩუმდა, პაოლო და ტიციანა პატარა მოედანზე შეჩერდნენ, ნავსადგურს რომ გადაჰყურებს, მისი ყოველი ჩიხი კი უძველეს საიდუმლოებებს ინახავს; ჩაისუნთქეს ზღვისა და მიწის სურნელების ნაზავი; შეიგრძნეს იქაური ისტორიებით და ტრადიციებით აღსავსე ქარის ქროლვა, წინასწარმეტყველებასავით რომ უბერავდათ და ახალი ქმნილებისკენ მიუძღვოდათ…
აი, ასე დაიბადა Tiziana Terenzi-ს Verna — ახალი დასაწყისების ძალისადმი მიძღვნილი ოდა, რომელიც ვერნაცას ავთენტურ არსსა და შავი მთვარის ტრანსფორმაციულ ენერგიას აღნიშნავს.
Verna-ს სურნელი, სოფელ ვერნაცას სიცოცხლისუნარიანობის ასოციაციების აღმძვრელი პიკანტური და მანათობელი ნოტებით იშლება: ჩინკვე ტერეს ზაფრანა ჩილეს ვარდისფერი წიწაკის და ბულგარული ვარდის ნოტებში იხლართება და ფერადოვანი სახლებით დომინირებული პეიზაჟის მსგავსად, ენერგიულ აურას ასხივებს.
გულის ნოტების განვითარებასთან ერთად, არომატი, მეტად მგრძნობიარე და კომპლექსურ ხასიათს იძენს: ტაილანდური ილანგ ილანგი და ინდური სამბაკის ჟასმინი ვერნაცას კედარის ხეს და ტოსკანურ ტყავს ერწყმის და თბილ, ჰიპნოზურ სიმფონიას ქმნის. რომანიული ატმის და მექსიკური ტუბეროზის ნოტები, კომპოზიციას, კრემოვან სიტკბოს მატებს, ბრაზილიური ქოქოსი კი — ხმელთაშუა ზღვის მშვენიერებასთან ჰარმონიულად შერწყმული დისტანციური ეგზოტიკის ასოციაციებს აღძრავს.
არომატის ბაზა, ვერნაცას მიწა-წყლის პირველყოფილი ძალისადმი პატივისგებაა: ტიგულიოს გვიმრა და ლიგურიული ველური ცერეცო, მადაგასკარული ბურბონის ვანილის და მუშკის ნოტებს ერევა, ომანის საკმეველი და კუმარინი (მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით) კი, ჩვენს გონებაში აღბეჭდილი ლიგურიის ვერანდებიდან გადაშლილი მზის ჩასვლის პეიზაჟების მსგავსად, მაცდურ, ხანგრძლივად მდგრად ნაკვალევს ტოვებს.
Verna — ესაა სურნელი, რომელიც ყოველ ჩასუნთქვას მარადიულობის ფრაგმენტად აქცევს, დროს კი შავი მთვარის მისტიკური ენერგიით გასხივოსნებულ სურნელოვან პეიზაჟად გარდაქმნის, სადაც ემოციები და პოეზია წმინდა თხევადი არსით ვლინდება…
გამხსნელი ნოტები:
ჩინკვე ტერეს ზაფრანა, ჩილეს ვარდისფერი წიწაკა და ბულგარული ვარდი
გულის ნოტები:
ტაილანდური ილანგ ილანგი, ინდური სამბაკის ჟასმინი, ვერნაცას კედარის ხე, ტოსკანური ტყავი, ამბრი, ბრაზილიური ქოქოსი, რომანიული ატამი, ომანის საკმეველი და მექსიკური ტუბეროზა
საბაზისო ნოტები:
ტიგულიოს გვიმრა, ლიგურიის ველური ცერეცო, ამბრი, მუშკი, მადაგასკარული ბურბონის ვანილი და კუმარინი (მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით)
Ingredienti/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Vanillin, Juniperus Virginiana Oil, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Pinene, Cananga Odorata Oil/Extract, Limonene, Beta-Caryophyllene, Isoeugenyl Acetate, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Benzyl Salicylate, Farnesol, Geranyl Acetate, Geraniol, Terpinolene, Alpha-Terpinene, Terpineol, Eugenol, Cinnamyl Alcohol, Carvone
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.