VELEVELE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
ეს სურნელოვანი ნამუშევარი შთაგონებულია სამხრეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის გადაღმა მდებარე შორეული ქვეყნიდან ხილვადი იალქნების თანავარსკვლავედით: Tiziana Terenzi-ს Vele („იალქნები“) მიწის შესახებ გვიამბობს, რომელიც, ეგზოტიკური და იდუმალი ჩანდა ორი პატ
Not Chosen
ეს სურნელოვანი ნამუშევარი შთაგონებულია სამხრეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის გადაღმა მდებარე შორეული ქვეყნიდან ხილვადი იალქნების თანავარსკვლავედით: Tiziana Terenzi-ს Vele („იალქნები“) მიწის შესახებ გვიამბობს, რომელიც, ეგზოტიკური და იდუმალი ჩანდა ორი პატარა ბავშვის თვალთახედვით, ცხოვრებაში პირველად, ხანგრძლივ მოგზაურობაში რომ წაიყვანეს. მოცემული ქვეყანა, ექსტრავაგანტური ბრაზილიაა, პაოლო და ტიციანა კი იქ მამიდა მარციასთან, მამის — ეველინოს დასთან მოხვდნენ.
როგორც კი მგზავრობისთვის მზადება დაიწყო, თითქოს, ჰაერი ენერგიით დაიმუხტა და ყველაფერი, რასაც ხედავდნენ ან ეხებოდნენ, თავგადასავლების სურნელს გაეჟღინთა. ის ვოიაჟი, ტიციანასა და პაოლოსთვის, მართლაც აღმოჩენებით აღსავსე აღმოჩნდა და მათი ცხოვრებაც სამუდამოდ შეცვალა; თანაც, ყველაზე წარმოსახვითი წიგნების პერსონაჟები — მკვლევარები მოაგონათ, კითხვისას, ხშირად, მათ ადგილას ყოფნაზე რომ უოცნებიათ.
მაშინ, ბავშვები პირველად ჩასვეს თვითმფრინავში და მანამდე უნახავ ცაში აიტაცეს; რიო დე ჟანეიროს გადაუფრინეს და სალვადორ დე ბაიასკენ აიღეს გეზი — ბრაზილიის ყველაზე შავი ქალაქისკენ, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი და იმ მიწებს შორის, ყველაზე მეტად ფესვგადგმულია საუდაჯის საუკუნოვანი ტრადიცია — სულის გატაცება და მყისიერად დანაკარგის შეგრძნების შექმნა… (საუდაჯი პორტუგალიურად მონატრებას ნიშნავს; ამ ტრადიციის თანახმად, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ოჯახის წევრები, ზაფხულის არდადეგებზე, სახლში ბრუნდებიან).
ტიციანას და პაოლოს, ჩასვლისთანავე, ჩახუტებით შეეგებნენ მოუთმენლად მომლოდინე მამიდა და მისი ოჯახის წევრები. ასე დაიწყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აღმოჩენებით სავსე მოგზაურობა ჯადოსნურ მიწაზე — იქ, სადაც ბუნება ტრადიციებს ერწყმის, ტრადიციები კი — ყოველდღიური ცხოვრების რიტმს ერევა; ყველა პროცესი მზის ბუნებრივი სიჩქარით მიმდინარეობს და მშვიდდება, როდესაც თამაშში მთვარის ფაზები შემოდიან ნაზად და ლანდშაფტს ფერმკრთალი შუქით ანათებენ.
პაოლო და ტიციანა მამიდის და ბიძის დიდი ბაღით გარშემორტყმულ სააგარაკო სახლშიც წაიყვანეს. ოჯახის წევრები, იქ, ყოველ ღამე კოცონს ანთებდნენ და ინტიმურ, კოსმოსურ ატმოსფეროში, კაეტანო ველოსოს (ბრაზილიელი კომპოზიტორი) ბოსა ნოვას უსმენდნენ; ამავდროულად, პატივს მიაგებდნენ პაპის მცდელობას, ხის უზარმაზარი კუნძები რომ დასარტყამ ინსტრუმენტებად ექცია, რათა იმ სინკოპირებულ რიტმების აჰყოლოდა, ბავშვებს აქამდე რომ არასოდეს სმენოდათ.
მათ თვალწინ, მოულოდნელად, ახალი აღმოჩენების სამყარო იშლებოდა: კაშკაშა, ფერადოვანი ეგზოტიკური ხილის არომატები, უთვალავი ვარსკვლავით მოჭედილი ცა და რაღათქმაუნდა, გემრიელი სურნელები, რომლებმაც მათი შეგრძნებების ყოველ კუნჭულში შეაღწიეს და სული გაანებივრეს!
საოცრება, სრული მოგზაურობის განმავლობაში, მათი ერთგული თანმხლები იყო: ერთ-ერთ ჯადოსნურ ღამეს, კოცონის გარშემო, იალქნების თანავარსკვლავედს შეხვდნენ და იმ უშიშარი მკვლევარების აღტაცება გაიზიარეს, რამდენიმე საუკუნით ადრე, ეკვატორი რომ გადაკვეთეს, მოცემულ სანახაობას წააწყდნენ და გაოცებულები შეჰყურებდნენ. თუმცა, ის პეიზაჟი კარგად იყო ნაცნობი პაპისთვის და მათ შესახებ უამბო კიდეც: „თავისი ბოხი ხმით გვითხრა, რომ ის ვარსკვლავები ლეგენდარული გემის — არგოს აზიდული იალქნების ფორმას ქმნიდნენ, ზეცაში, უშიშარ არგონავტებთან ერთდ რომ დაცურავდა! უცბად, ყველას ის შეგრძნება დაგვეუფლა, რომ ჩვენც არგონავტები ვიყავით, და წარმოსახვებითა და ტკაცუნა კოცონის გარემომცველი სურნელების ტალღებზე ცურვით, ჩვენც ფანტასტიკურ მოგზაურობაში გავემართეთ,“ — იხსენებენ ტიციანა და პაოლო.
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Vele (აღნიშნავს Vela-ს — იალქნების თანავარსკვლავედის სახელწოდებას), გამხსნელი ნოტების მშვენიერი, გრილი, ხილისებრი თაიგულით იშლება, რომელსაც ლეღვის საოცრად ტკბილი ნოტი გამოკვეთს: საწყის ეტაპზე, თავისი ფოთლების სიგრილით მოიცავს, შემდეგ კი — უკანა პლანზე გადადის და მანგოსა და წითელი მოცხარის წვნიან ნოტებს ერწყმის.
არომატების გრილი, ქაფიანი ჰარმონია ძვირფასი ყვავილების საწოლზე გაისვენებს, სადაც ჟასმინის, თეთრი ჰიაცინტის (იგივე სუმბული: შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე) და ილანგ ილანგის სამეული მკაფიო ნიშანს ასვამს საბაზისო ნოტებს; მათ სურნელს, ტერენცების პარფიუმერული სახლის ყველაზე უძველესი, საიდუმლო ინგრედიენტი — ჰელიოტროპის ყვავილთან ერთად ხანგრძლივად მაცერირებული კახას ხილის (ბრაზილიური ტროპიკული ხილი) სიტკბო უპირისპირდება.
მთლიანი პარფიუმერული კომპოზიცია, პაპაიას, ამბრისა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ვანილის წიპწებთან შერწყმულ იამაიკური პილპილის სახასიათო სტრუქტურას ეყრდნობა. სურნელის მდგრადობას პერნამბუკის ხის (იგივე წითელი ხე: ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახის ხე) ძლიერი სურნელი განაპირობებს — განთქმული წითელი, ფისოვანი ხე, რომელსაც ამ ლამაზი მიწა-წლის — პაუ-ბრაზილის („ბრაზილიის ხე“) სახელითაც იცნობენ.
Tiziana Terenzi-ს მთვარის ჯადოსნური კოლექციის დახვეწილი ფლაკონი ვარსკვლავიანი ცის ლამაზ, გარდამავალ ნათებას და მუსიკის მიერ მონიჭებულ სიხარულს მოიცავს; მათი ამოცნობა კი მხოლოდ არგონავტების მსგავს მეოცნებეთა უშიშარი სულის ხვედრია, რომელთაც ზურგის ქარსა და დამშვიდებულ ზღვას ვუსურვებთ!
გამხსნელი ნოტები:
ლეღვი, მწვანე ფოთლები, მანგო, მარაკუია და წითელი მოცხარი
გულის ნოტები:
კახა (ბრაზილიური ტროპიკული ხილი), ჰელიოტროპი, ჟასმინი, ილანგ ილანგი, ჰიაცინტი (იგივე სუმბული: შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე) და ვარდი
საბაზისო ნოტები:
ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი), პაპაია, პერნამბუკის ხე (იგივე პაუ-ბრაზილი), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკი და ვანილი
Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Cinnamal, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Eugenol, Benzyl Salicylate, Farnesol, Geraniol, Isoeugenol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.