CERAIUOLO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Ceraiuolo-სთან ერთად, წარსული, მარადიული ცეცხლის ალის წიაღში ცოცხლდება; ყოველი წვეთი, ამაღელვებელი ისტორიის ფასეულობას აღბეჭდავს და ამავდროულად, მომავლისკენ მიგვიძღვის
Not Chosen
შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეში, მდუმარე ოსტატი და ვაჭარი ცხოვრობდა: ის არტიზანი მესანთლე, სალოცავებისა და საცხოვრებლებისთვის, სინათლეს ძერწავდა, ცვილს კი ცეცხლის გავარვარებულ ალებად აქცევდა. მესანთლეობა, მოთმინებითა და თავდადებით ნაქსოვი ხელობაა; ყოველდღიური რუტინის წმინდა ბუნებისადმი გაღებული ხარკი, ოსტატის გამოცდილი ხელებითა და აღტაცებული გულით გაცოცხლებული ცვილის ფაქიზი ცეკვა…
V Canto-ს პარფიუმის ექსტრაქტი Ceraiuolo, შუა საუკუნეების პერსონაჟს მიაგებს ოდას, რომლის პროტოტიპებსაც, კომპანია Cereria-ს ლაბორატორიებში, დღემდე შეხვდებით — ტერენცების ოჯახის წევრებსა და უძველესი ხელოვანების მემკვიდრეებს შორის. იქ, გამდნარი ცვილის არომატი ესენციად, მოგონებად და სიმბოლოდ გარდაიქმნება. სუნამოს ნარინჯისფერი ხავერდით შემოსილი ფლაკონიც, მარადიული ცეცხლის ალის მსგავსად, მესანთლეობის ტრადიციის სითბოთი და აღტაცების სინათლით ბრწყინავს.
Ceraiuolo, მფლობელებს, ანტიკური ისტორიების სამყაროში იტყუებს, საქმისადმი თავდადების ფასისა და არტიზანის მიერ განცდილი სიამოვნების ხელახლა აღმოსაჩენად, დროს რომ ეწინააღმდეგება და საკუთარ თავს, ტრადიციებისა და მომავლის სინთეზით, მუდმივად გარდაქმნის. ხელოვნება, რომელიც კაცობრიობის მთელი ისტორიის ნაწილია, შთამბეჭდავი მშვენიერებითა და მფეთქავი ჯადოსნობის ამსახველი არსით, დღემდე აღგვაფრთოვანებს!
Ceraiuolo-ს სურნელი ყოვლისმომცველი, ინტენსიური ალით ცოცხლდება და პიკანტურ-ყვავილოვან არომატებს აფრქვევს. ოქროსფრად მოელვარე ირანულ ზაფრანას, ბულგარულ ვარდს და ინდური ლოტუსის იდუმალ შტრიხს, სიცილიური ვარდისფერი გრეიფრუტის და კალაბრიული ბერგამოტის ენერგიული სიტკბო ეფერება.
პიკანტურ-ციტრუსოვანი პრელუდია ვნებიანი გულისკენ მიგვიძღვის, სადაც მადაგასკარული ბურბონის ვანილი და იტალიური თაფლი აბრეშუმისებრ, ტკბილ სითბოში ერთიანდება და ახლადდამზადებული ცვილის სითბოს მოგვაგონებს. ბრაზილიური კარნაუბას ხის ცვილის, ამბრის და სამბაკის ჟასმინის მდიდრული ნიუანსები, კომპოზიციას, სხეულს და სტრუქტურას ანიჭებს და ღრმა, მერქნოვან ბაზას ერწყმის.
ბოლგერის კვიპაროსის და ტოსკანური მუხის საბაზისო ნოტები რომანიულ მაჰაგონს (იგივე წითელი ხე) და სინგაპურულ პაჩულის ეკეკლუცება, უდის და იტალიური ყავისფერი შაქრის შეუმჩნეველი შტრიხები კი, კომპოზიციას, ყოვლისმომცველი, მდგრადი სიტკბოთი აგვირგვინებს და ტრადიციების ფესვებსა და დაუსრულებელ მაგიას მიაგებს ოდას, რომელთა საფუძველიც, კვლევის ინოვაციის ხელოვნებაა.
V Canto-ს Ceraiuolo-სთან ერთად, წარსული, მარადიული ცეცხლის ალის წიაღში ცოცხლდება; ყოველი წვეთი, ამაღელვებელი ისტორიის ფასეულობას აღბეჭდავს და ამავდროულად, მომავლისკენ მიგვიძღვის…
გამხსნელი ნოტები: ირანული ზაფრანა, ბულგარული ვარდი, ინდური ლოტუსი, სიცილიური ვარდისფერი გრეიფრუტი და კალაბრიული ბერგამოტი
გულის ნოტები: მადაგასკარული ბურბონის ვანილი, ლაოსის კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა), იტალიური თაფლი, ბრაზილიური კარნაუბას ხის ცვილი, ამბრი და ინდური სამბაკის ჟასმინი
საბაზისო ნოტები: ბოლგერის კვიპაროსი, ტოსკანური მუხა, რომანიული მაჰაგონი, სინგაპურული პაჩული, კამბოჯური უდი, ლაოსის თეთრი უდი, მუშკი და იტალიური ყავისფერი შაქარი
Ingredienti/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Hexamethylindanopyran, Vanillin, Hexadecanolactone, Geraniol, Citrus Aurantium Bergamia (Bergamot) Peel Oil, Pogostemon Cablin Oil, Rose Flower Oil/Extract, Rose Ketones, Limonene, Linalyl Acetate, Linalool, Pinene, Citronellol, Benzyl Benzoate, Beta-Caryophyllene, Eugenol, Benzyl Cinnamate, Citral
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია