ASTRONOMO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Astronomo — ესაა სუნამო, რომელიც უსასრულო ცის აკრობატულ მაგიას, მის მარადიულ ბუნებასა და ვარსკვლავთმრიცხველის გულის არსს აღბეჭდავს!
Not Chosen
სანამ სამყაროს ეძინა და ანტიკური ქალაქები მდუმარე ღამეს მოეცვა, ასტრონომი, ცაზე დაკვირვებისას, ვარსკვლავთა სიჩუმეში ჩაიძირა. წარმოიდგინეთ ლურჯ ცაზე მოკაშკაშე სინათლეებს შორის წესრიგის მაძიებელი იდუმალი, გულმოდგინე პერსონაჟი, რუკებს რომ ადგენს და თანავარსკვლავედებს შორის მიმალულ საიდუმლოებებს შეისწავლის: ეპოქაში, როდესაც მეცნიერება მაგიის ტოლფასი იყო, მაგია კი — მეცნიერების, ასტრონომმა ზეცის უძველესი ენის კითხვა იცოდა, ის, რაც სხვებისთვის მისტერიას წარმოადგენდა… ათასობით წლების წინ, ცოდნის შემოქმედი და უხილავი სამყაროების მკვლევარი, დედამიწის ბედისწერის დასადგენად, ვარსკვლავებს შორის მიმალულ საიდუმლო სიტყვებს სწავლობდა…
V Canto-ს Astronomo, ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული, ხილვებით და გამოცხადებებით, შორეული სინათლეებით და მუქი ჩრდილებით აღსავსე სამყაროს მშვენიერების ზეიმია. ამ არომატის გამოყენება, საოცრებებსა და აღმოჩენებში დაკარგვას, სულის თანავარსკვლავედების აღმოჩენას და უხილავ რუკაზე პასუხების ძიებას ნიშნავს, რომელთა გაშიფვრაც, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია… კომპოზიციის თითოეული ნოტი, ღამის ცაზე მოელვარე ვარსკვლავებს ჰგავს და სწორედ მათსავით, უკვდავი მისტერიისა და მივიწყებული, თუმცა არასოდეს დაკარგული უძველესი ჩურჩულის გამოძახილებით, აღტაცებას გვგვრის.
Astronomo-ს სურნელი მთვარის შუქით განათებული ღამის ცის სრული სიგრილით იშლება: ფუჟერის აკორდის* უნიკალურ, ახლებურ ქარიშხალში, ზღვის გრილი ნოტები იდუმალი არომატული სპეციების ჰიპნოზურ სითბოს ერწყმის. ბრწყინვალე შტრიხების ამპლუაში სორენტოს ლიმონი და სიცილიური გრეიფრუტი გვევლინება; აფრიკული ილი და ადრიატიკის წყალმცენარეები კი, ზღვიდან მონაბერი ნიავის ასოციაციებს აღძრავს და ერთდროულად მიწიერი და ზეციური ხასიათის მქონე კომპოზიციას, სიცოცხლეს ანიჭებს.
სურნელის გული ხმელთაშუა ზღვის მცენარეებისადმი პატივისგებაა: ჩილეს ვარდისფერი წიწაკა, იტალიური ლავანდა და ადრიატიკის სანაპიროების დაფნა, სარდინიული ღვიის და ინდური სამბაკის ჟასმინის ნოტებს ერწყმის და არომატულ სიგრილესა და ყვავილოვან სიღრმეს შორის, ჰარმონიულ ბალანსს ამყარებს. Astronomo-ს გულის ნოტები, მართლაც, წყვდიადში მოკაშკაშე ვარსკვლავების მისტერიის და ხმელთაშუა ზღვის მიწა-წყლების მშვენიერების ასოციაციებს აღძრავს.
თბილ, მერქნოვან ნაკვალევზე სტრუქტურირებული კომპოზიციის ბაზაზე, მუშკი კომბინირებულია კუბურ კედარის ხესთან, ტოსკანურ თელასა და აფრიკულ აბანოზთან (იგივე ეკალმუხა/შავი ხე). არომატის სურნელს, ნაზი, გამყოლი შტრიხებით ამდიდრებს ავსტრალიური სანდალის ხე.
V Canto-ს Astronomo — ესაა სუნამო, რომელიც უსასრულო ცის აკრობატულ მაგიას, მის მარადიულ ბუნებასა და ვარსკვლავთმრიცხველის გულის არსს აღბეჭდავს!
გამხსნელი ნოტები: სორენტოს ლიმონი, აფრიკული ილი, ბულგარული ვარდი, სიცილიური გრეიფრუტი და ადრიატიკის წყალმცენარეები
გულის ნოტები: ჩილეს ვარდისფერი წიწაკა, კომოს ტბის კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), იტალიური ლავანდა, ადრიატიკის სანაპიროების დაფნა, ხმელთაშუა ზღვის როზმარინი, სარდინიული ღვია, ინდური სამბაკის ჟასმინი და ამბრი
საბაზისო ნოტები: მუხის ხავსი, მუშკი, კუბური კედარის ხე, ტოსკანური თელა, აფრიკული აბანოზი (იგივე ეკალმუხა/შავი ხე) და ავსტრალიური სანდალის ხე
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია