STELLE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Arkano delle Stelle, არა მხოლოდ, საოცარი პარფიუმის ექსტრაქტი, არამედ — მოგზაურობაა; თხევადი ნარატივი, რომელიც მფლობელებს მისტერიისა და ხიბლის საბურველით მოსავს.
Not Chosen
V Canto-ს Arkano delle Stelle, არა მხოლოდ, საოცარი პარფიუმის ექსტრაქტი, არამედ — მოგზაურობაა; თხევადი ნარატივი, რომელიც მფლობელებს მისტერიისა და ხიბლის საბურველით მოსავს. წარმოიდგინეთ, რომ ღამით, ბაღში მიაბიჯებთ; ხეებს შორის, მთვარის შუქი აღწევს და ფოთლებსა და ყვავილების ფურცლებს ნაზად ეცეკვება.
Arkano delle Stelle-ს ტარება, ოცნებებითა და ნატვრით აღსავსე საიდუმლო სამყაროს კარის გასაღების ფლობას ჰგავს. ის, არა მხოლოდ, სურნელია, რომელიც კანს მოეფინება, არამედ, მოუთხრობელი ისტორიების, თავგადასავალთა დაპირებებისა და აღმოჩენის მომლოდინე შეხვედრების საცავი; არომატი, რომელიც ვარსკვლავების ენაზე საუბრობს; ღამის ცასა და ადამიანის სულს შორის არსებულ განუყოფელ კავშირებს აღწერს და შეუსწავლელი ემოციებისა და შეგრძნებების გალაქტიკებში მოგზაურობს.
Arkano delle Stelle, უსასრულობის ზეიმია, სამყაროს იდუმალი მშვენიერებისადმი მიძღვნილი ოდა. მას, არა, უბრალოდ, სუნამოს, არამედ, სულის გამამდიდრებელი გამოცდილებების მაძიებლები ირჩევენ, გრძნობებს რომ ამაღლებს და სილამაზისა და გარემომცველი მისტერიების ახალ აღქმებს აყალიბებს. თითოეული ნოტი, შეუცნობლის შესწავლისკენ ბიძგს განაახლებს და ცნობისმოყვარეობითა და საოცრებებით, უცხო მხარისკენ მიგვიძღვის — იქ, სადაც შესაძლებელი და შეუძლებელი ჰაეროვან ჩახუტებაში ერთიანდება.
Arkano delle Stelle-ს დაგემოვნება მოციმციმე ღამის აღმოჩენას ჰგავს; მდუმარე, თუმცა მჭერმეტყველ პილიგრიმთა მსვლელობას საკუთარი თავისა და სამყაროს შესაცნობად. ეს სურნელი, უსასრულობისკენ შეღებული კარია; ქარის ჩურჩული, ჯადოსნობის დაპირებებს, თავგადასავლებს და აღმოჩენებს რომ უბერავს…
კომპოზიცია არომატული და ჰესპერიდული (ჰესპერიდია: ტყავის აკორდებით გამდიდრებული ციტრუსის ქერქის ექსტრაქტი) ნოტების შერწყმით შექმნილი აკრობატული, იდუმალი აკორდით იშლება, რომელშიც ისეთ ძვირფასი ციტრუსების ექო ჟღერს, როგორიცაა ბულგარული ვარდის კონტრაპუნქტთან კომბინირებული რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი და სორენტოს ლიმონი!
გემრიელი გამხსნელი ნოტები, უიშვიათესი, დახვეწილი ყვავილების საგანძურის წყალობით, მდიდრულ გულში განისვენებენ. ნაზი და წმინდა იაპონური ხეობის შროშანი ჰარმონიულად ერწყმის ჩინურ დიდყვავილა ჟასმინს და უმანკო, შთამბეჭდავი სილამაზის სიმბოლოდ გვევლინება. ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში მოყვანილი იტალიური მაგნოლიისა და რობინიას (იგივე ცრუაკაცია) მოულოდნელი დახვეწილობა, კომპოზიციას, სახასიათო, მაცდური შტრიხებით ამკობს. უიშვიათესი, დახვეწილი ამბრის აფროდიზიაკური დამაჯერებლობის დამსახურებით, ელეგანტურობის და მისტიციზმის მანტიაში გახვეული ყვავილოვანი ნოტები, არომატის გულში, ამოუხსნელი მიზიდულობის ძაფებს აქსოვს.
სურნელოვან ქმნილებას სარჩულად მყარი ბაზა ეგება და სიღრმესა და ხანგრძლივ მდგრადობას ანიჭებს: სინგაპურული პაჩულის მდიდრული, კომპლექსური ნოტები, ინდონეზიურ ტექტონას და აფრიკულ აბანოზს (იგივე ეკალმუხა/შავი ხე) ერწყმის. მუშკი და მადაგასკარული ვანილი თბილ, ტკბილ დამაგვირგვინებელ აკორდში ერთიანდება და მგრძნობიარობისა და იდუმალების შტრიხის ჰაერში მოლივლივე დამღას აღბეჭდავს, რომელიც, ყოველი მიპკურებისას, გიბიძგებთ, Arkano delle Stelle-ს სურნელი ხელახლა აღმოაჩინოთ.
Arkano delle Stelle, ამავე დასახელების ბუნებრივი ცვილის სანთლის საბურველითაც მოგიცავთ და ვარსკვლავიან ღამეში გამოგზაურებთ — იქ, სადაც ცეცხლი გვათბობს, გვამშვიდებს და სამყაროს უსასრულობის შემსწავლელ, ჯადოსნობისა და მისტერიის ყოვლისმომცველ არსს ასხივებს.
Arkano delle Stelle-ს სანთლის ლარნაკის შთაგონება წარმოსახვებს მიღმა არსებული ყოვლისშემძლე მომენტები და მომავლის ისტორიებია, რომელთა განცდაც, ჯერ კიდევ, წინ გვაქვს; მთლიანი პროდუქტის ინსპირაცია კი მისი არკანას ტაროს კარტია: ვარსკვლავი, სიბრძნისა და რჩევის გაცემისა და მიღების სიმბოლოს განასახიერებს და ღრმა ინტროსპექციისა და გარემომცველ სამყაროსთან ეზოთერული კავშირის დამყარებისკენ გვიბიძგებს.
მდიდრული ხასიათის დამსახურებით, V Canto-ს სურნელოვანი სანთელი Arkano delle Stelle, ძვირფას სამკაულად იქცევა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რომ ინახავენ და აღმერთებენ. ვარსკვლავის არკანას კარტის კეთილგანწყობილი პროტექციისას განცდილ მოგზაურობაში, ყოველი წუთი, დაუვიწყარ მოგონებად გარდაიქმნება, ყოველი გამოცდილება კი დიდებული ისტორიის ახალ თავს წერს, რომლებსაც, ცის ვარსკვლავური მანტიის ქვეშ ნაზად ნაქსოვი და მძლავრი, თუმცა უხილავი თილისმა იცავს…
გამხსნელი ნოტები: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, სორენტოს ლიმონი და ბულგარული ვარდი
გულის ნოტები: იაპონური შროშანი, ჩინური დიდყვავილა ჟასმინი, იტალიური მაგნოლია, აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცრუაკაცია და ამბრი
საბაზისო ნოტები: სინგაპურული პაჩული, ინდონეზიური ტექტონა, აფრიკული აბანოზი (იგივე ეკალმუხა/შავი ხე), მუშკი და მადაგასკარული ვანილი
Ingredienti/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Benzyl Salicylate, Limonene, Linalool, Geraniol, Hydroxycitronellal, Benzyl Alcohol, Citral, Benzyl Benzoate
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია