მთავარიშოპისუნამო

TEMPERANZA

TEMPERANZA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Arkano della Temperanza-ს ყოველწამიერად ცვალებად სურნელს, „მოცეკვავე ბალანსი“ შეიძლება, ეწოდოს.

მოცულობა:

Not Chosen

780.00 ₾
აღწერა

არსებობს წუთი, რომელიც ბროლივით ფაქიზი და საზიარო სუნთქვასავით წმინდაა, როდესაც ყოველივე არსებული, საკუთარ რიტმს პოულობს…

სწორედ იმ დროს ჩნდება ჰარმონიისა და ტრანსფორმაციის ზეციური მაცნე და ბალანსის განსახიერება — V Canto-ს Arkano della Temperanza; არომატი, რომელიც იდეალური წონასწორობის კონდიციას, დაძაბულობის მიუხედავად, მოთმინებითა და მადლიერებით აღწევს.

ზომიერება არასოდეს ყვირის, არასოდეს ეპოტინება და არასოდეს ყოფს; ემოციათა ალქიმიკოსის მსგავსად, უკიდურესობებს ეფერება და საწინააღმდეგო პოლუსებს აერთიანებს. ანგელოზს ორივე ხელით თასი უპყრია: ჩრდილებში სინათლეს ასხამს, ნათელში კი — ბნელს; ისე, რომ მათ არსს, ერთმანეთში არასოდეს ურევს… ის, დისტანცირების გამაერთიანებელ ხელოვნებას, ფლობის გარეშე კონტაქტსა და მოთხოვნების გარეშე სმენას გვასაწვლის…

სურნელოვანი ქმნილება — Arkano della Temperanza, განთიადის მოფერებასავით იშლება: წმინდა და ენერგიული სამეფო კალაბრიული ბერგამოტი გრძნობებს ციტრუსოვანი შუქით გამოაღვიძებს, როგორც დილის პირველი სხივი, სახეს რომ გვინათებს და სულს გვიმშვიდებს. გვატემალური ილის პიკანტური, ნაზი გული, არომატს, ყოვლისმომცველი სარკისებრი შტრიხებით ამკობს. კომოს ტბის ლავანდა, კანს, მსუბუქი წვიმასავით მოეფინება, დაძაბულობის შეგრძნებებს ხსნის და სულიერ სიმშვიდეს აღგვიდგენს.

კომპოზიციის გული, მართლაც, სურნელოვანი მედიტაციაა: პორტოფინოს კვიპაროსი, უძველესი ხის დამცავი ჩრდილივით ღრმა, მარტივი სიგრილით ჟღერს. ტოსკანური ზამბახი, დახვეწილი, ხავერდოვანი მშვენიერებით, კანს აბრეშუმის ქსოვილივით მოეფინება. ნაზი, თუმცა, გადამწყვეტი იტალიური ტყავი, ანდალუზიური ლაბდანუმის (ციტრუსების ექსტრაქტი) ოქროსფერ სითბოსთან იხლართება; ამაზონის ტონკას მარცვლები კი არომატს მსუბუქ, ინტიმურ, თითქმის საიდუმლო სიტკბოს მატებს. ლიბანური კედარის მშვიდი და არისტოკრატული ფინალური ნოტი, მზის თბილი სხივებით გამომშრალი მერქნების სურნელს აფრქვევს.

კომპოზიციის ბაზა, ფესვებთან დაბრუნებას განასახიერებს და აწმყო მომენტის შეგრძნებისკენ გვიბიძგებს: თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, უწონო, წმინდა ვუალს ჰგავს. სიღრმეში მფეთქავი ამბრი, არომატს, მდუმარე ძალას ანიჭებს; ჰაიტის ვეტივერი კი მშრალი, მიწიერი სულისკვეთებით ამყარებს. ბრაზილიური გუაიაკი, რომანიული არყისხე და კუბური კედარი, თბილ, ჰარმონიულ აკორდში ერთიანდება, რომელიც ყოველ გრძნობას, დაუსრულებელი ჩახუტებით მოიცავს.

Arkano della Temperanza-ს ყოველწამიერად ცვალებად სურნელს, „მოცეკვავე ბალანსი“ შეიძლება, ეწოდოს; ტოლერანტობის, განსხვავებულის პატივისცემისა და ადამიანთა გამაერთიანებელი ძალის არომატი; თილისმა შინაგანი ბირთვის მაძიებლებისა და მათთვის, ვინც იციან, რომ სიყვარული, არა შერწყმას, არამედ — უნიკალური შინაგანი სინათლის შენარჩუნებასა და მოლოდინებს გარეშე კომუნიკაციას ნიშნავს. ჭეშმარიტი ჰარმონია ხომ სწორედ ორი მთლიანობის შეხვედრის შედეგად მიიღწევა, ერთმანეთს რომ თავის დაკარგვის გარეშე ირჩევენ…

გამხსნელი ნოტები: სამეფო კალაბრიული ბერგამოტი, გვატემალური ილი და კომოს ტბის ლავანდა

გულის ნოტები: პორტოფინოს კვიპაროსი, ტოსკანური ზამბახი, იტალიური ტყავი, ანდალუზიური ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ამაზონის ტონკას მარცვლები და ლიბანური კედარი

საბაზისო ნოტები: თეთრი (სინთეტიკური) მუშკი, ამბრი, ჰაიტის ვეტივერი, ბრაზილიური გუაიაკის ხე, რომანიული არყისხე და კუბური კედარის ხე

Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Hexamethylindanopyran, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Linalyl Acetate, Citrus Aurantium Bergamia (Bergamot) Peel Oil, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Linalool, Coumarin, Pinene, Pogostemon Cablin Oil, Cedrus Atlantica Oil/Extract, Lavandula Oil/Extract, Camphor, Beta-Caryophyllene, Citral, Terpinolene, Terpineol, Geraniol, Geranyl Acetate

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია