SOLE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Arkano del Sole აღბეჭდავს არსს, რომლის ფლაკონში მოქცევაც შეუძლებელია: ის, სულით უნდა შეიგრძნო! მისი სურნელი, გრძნობებს მოიცავს და სიღრმისეული მოგონებებისა და ოცნებებისკენ მიუძღვის.
Not Chosen
V Canto-ს Arkano del Sole აღბეჭდავს არსს, რომლის ფლაკონში მოქცევაც შეუძლებელია: ის, სულით უნდა შეიგრძნო! მისი სურნელი, გრძნობებს მოიცავს და სიღრმისეული მოგონებებისა და ოცნებებისკენ მიუძღვის.
Arkano del Sole — სინათლის წმინდა არსია; თბილი ჩახუტება, რომელიც კანში აღწევს და გულს სწვდება. არომატულ ხასიათს, გარიჟრაჟზე ამჟღავნებს, ამომავალი მზის პირველი სხივები ჟალუზის ნაპრალებში მორცხვად რომ იპარებიან და კედლებზე სინათლის თითებივით ცეკვავენ.
Arkano del Sole, იმედისა და ახალი დასაწყისების სურნელია; ნაზი ჩურჩული, ხელახალ დაბადებას რომ გვპირდება. მზესთან ერთად, სამყაროც იღვიძებს და V Canto-ს სიცოცხლისადმი მიძღვნილი ქმნილებაც, მასთან ერთად ყვავის.
შუადღისას, მზე მეტად თამამი, არომატი კი — უფრო ინტენსიური და ნიუანსებით მდიდარია. ის, ახლა, ზაფხულის მზით გამთბარი ქვიშის, საუკუნოვანი არომატებით გაჟღენთილი გახურებული ქვების, ჰაერში შერეული ზღვის მარილის სურნელია, შორეული მხარეებისა და ანტიკური ეპოქების თავგადასავლებს რომ მოგვაგონებს.
როდესაც მზე ჰორიზონტის ხაზთან მიახლოებას იწყებს, Arkano del Sole, მეტად ტკბილ, ინტიმურ ხასიათს იძენს და დასასრულებისა და დასაწყისების, ციკლების დახურვისა და გახსნის შესახებ გვესაუბრება. დაისი ცას უჩვეულო ფერებით ღებავს; ჰაერს ღამის პრელუდიის სურნელი — მისტერიისა და მაგიის დაპირება აღავსებს. Arkano del Sole — ესაა მდუმარების, კარგად დამსახურებული დასვენების, მსუბუქად მოგიზგიზე ცეცხლისა და გულთბილი სახლის არომატი!
კომპოზიცია ენერგიული, მოცეკვავე ყვავილოვანი სიმფონიით იშლება: აფრიკული ასკილი, აფრიკული გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ნოტებში იხლართება და პიკანტურ ბერძნულ ზაფრანას მოიცავს. გამხსნელ ნოტებს, ინტენსიურ, მათრობელა საწოლად ეგებიან სინგაპურული პაჩულის დამაჯერებელი, მძლავრი ნოტებით და ტოსკანური ტყავის ელეგანტურობით აქცენტირებული ჟასმინი და ინდური უდი.
სამეფო ამბრის და მუშკის საბაზისო ნოტები თამამად ეკვრიან გარს სიამის ბენზოინს და ტოსკანურ მუხის ხავსს და ძლიერ, მფეთქავ საფუძველს აყალიბებენ, რომელსაც შესწევს უნარი, მთლიან სურნელოვან სტრუქტურას, განმაცვიფრებელი მდგრადობა მიანიჭოს.
The Arkano del Sole-ის სურნელს, ამავე დასახელების სანთლის ყოვლისმომცველი არომატი აგვირგვინებს და ჩვენს შეგრძნებებს, ცეცხლის ალივით — ერთი ჟესტით აღვივებს. მისი შუქი მზის ძალას ირეკლავს და შინაგანი აღმოჩენების მოგზაურობისკენ მიგვიძღვის. ფაიფურის ლარნაკში მოთავსებული ჭეშმარიტად ხელოვნების ნიმუშის დიზაინს, ანტიკური მზის არკანას კარტით შთაგონებული ორიგინალური დეკორი ამშვენებს: V Canto-ს სურნელოვანი სანთელი Arkano del Sole, ძალაუფლებისა და კეთილშობილების სიმბოლოა. მისი სხივები ათბობს, კურნავს, დარღვეულ ჰარმონიას აღადგენს და წარსულის ნეგატივს ფანტავს.
სუნამო — Arkano del Sole, ემოციებსა და მოგონებებში მოგზაურობაა, უხილავი ძაფი, რომელიც ყოველ არსებას, სიცოცხლის მარადიულ ციკლთან აკავშირებს. თუ თვალებს დახუჭავთ და სახეს მზეს მიუშვერთ, ღრმად და ენერგიულად შეიგრძნობთ პირდაპირ თქვენი სულისკენ მომართულ სამყაროს ჩურჩულს…
გამხსნელი ნოტები: აფრიკული ასკილი, აფრიკული გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) და ბერძნული ზაფრანა
გულის ნოტები: ინდური სამბაკის ჟასმინი, ინდური უდი, ტოსკანური ტყავი და სინგაპურული პაჩული
საბაზისო ნოტები: ამბრი, მუშკი, სიამის ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და ტოსკანური მუხის ხავსი
Ingredienti/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Citronellol, Linalool, Geraniol, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Eugenol, Citral, Limonene, Benzyl Cinnamate
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია