მთავარიშოპისუნამო

AMANTI

AMANTI

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

ეს ჯადოსნური ქმნილება მარტივი ჟესტით დაწყებულ გრძნობათა მოგზაურობაში გაგიყოლებთ — შორეული მხარეებისკენ, სადაც სიყვარულის ყოველი ფორმა საკუთარ ხმას, სივრცესა და მარადიულ სიამოვნებას პოვებს.

მოცულობა:

Not Chosen

780.00 ₾
აღწერა

V Canto-ს პარფიუმის ექსტრაქტი Arkano degli Amanti, თქვენს კანს, ფაქიზად მოეფინება და მომხიბლავობისა და ვნების აურას ასხივებს. თითქოს, მისი ყოველი წვეთი, ანტიკურ საიდუმლოს — მაგიურ ფორმულას შეიცავს, რომელსაც შესწევს ძალა, გულები ერთმანეთთან მჭიდროდ შეაკავშიროს, რათა უნისონში ფეთქავდნენ რიტმით, რომლის წარმოქმნაც, მხოლოდ, სიყვარულს შეუძლია.

ამ სუნამოს ტარება რიტუალია; სიყვარულის გამოხატვის ჟესტი, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე — გარშემომყოფთათვის; სიყვარულის ზეიმი ყოველი ფორმით; უხილავი ძალისადმი მიძღვნილი ოდა, ერთმანეთის ძიებისკენ რომ გვიბიძგებს, მონათესავე სულს ერთი შეხედვით რომ ამოგვაცნობინებს და მარადიულ და ამავდროულად, ეფემერულ, წარმავალ ჩახუტებაში გვაერთიანებს.

Arkano degli Amanti განაცხადია; სიყვარულის იდუმალი, მძლავრი და ამოუწურავი არსის მომცველი, ორი სულის შემაერთებელი მდუმარე აღთქმა. მარტივი ჟესტით დაწყებული გრძნობათა ოდისეა, შორეული მხარეებისკენ მიგვიძღვის; იქ, სადაც სიყვარულის ყოველი ფორმა, საკუთარ ხმას, სივრცესა და მარადიულ აწმყოს პოვებს. სუნამოს ხასიათი ხელოვნების ყნოსვითი ნიმუშის სახით მჟღავნდება და სენსორულ მოგზაურობას ნათელი, დამატყვევებელი დებიუტით ხსნის.

ამ მშვენიერი არომატის თანმხლებია ასევე შეყვარებულთა შესახებ ლეგენდის შთაგონებით შექმნილი სანთლის — Arkano degli Amanti-ს ყოვლისმომცველი ალი. მის ლარნაკზე გამოსახული გული და 3 მახვილი, ადამიანის შეუპოვარი გულის ამსახველი ტაროს კარტის მსგავსია, ჭრილობებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, სიყვარულისთვის ბრძოლას რომ აგრძელებს. ნაზი, ბუნებრივი ცვილის მიერ გავრცელებული სითბო და სურნელი, Arkano degli Amanti-ს სანთელს, უნიკალურ შედევრად აქცევს, რომელსაც მძაფრი, დაკარგული და თუნდაც, არასოდეს განცდილი სიყვარულის შესახებ მოგონებების აღძვრის უნარი აქვს…

პარფიუმის ექსტრაქტი Arkano degli Amanti აფრიკული ასკილის არისტოკრატული, ველური შტრიხებით იშლება, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ეგზოტიკურ ირანულ ზაფრანას და ცქრიალა სიცილიურ ფორთოხალს.

ნაზი და ელეგანტური გამხსნელი ნოტები, კომპოზიციის ღრმა, მგრძნობიარე გულს ნებდებიან და მის საბურველში ეხვევიან: მტკიცე, ინტენსიური ხასიათის ინდური სამბაკის ჟასმინი იტალიურ იას ეცეკვება და დაუსრულებელი გაზაფხულის ასოციაციებს აღძრავს. ტაილანდური ილანგ ილანგის მათრობელა ნოტები დოლომიტების ჟოლოს მწიფე სიტკბოს ერევა და სიცოცხლისუნარიანობით, ვნებითა და შეუსწავლელი სილამაზით მფეთქავ ესენციას აყალიბებს.

სურნელოვანი ნოტების ერთობლიობას, საფუძვლად, ძლიერი, მეფური ბაზა ეფინება: თბილ, ყოვლისმომცველ ჩახუტებაში ერთიანდება ავსტრალიური სანდალის ხე და ინდონეზიური უდი. ამბრის და მუშკის ღრმა, იდუმალი აურა, არომატის სურნელს, ხანგრძლივ მდგრადობას ანიჭებს; ტოსკანური მუხის ხავსის დამაგვირგვინებელი ნოტები კი მის მრავალმხრივ ხასიათსა და დახვეწილ, ელეგანტურ შტრიხებს გამოკვეთს.

ეს ჯადოსნური ქმნილება მარტივი ჟესტით დაწყებულ გრძნობათა მოგზაურობაში გაგიყოლებთ — შორეული მხარეებისკენ, სადაც სიყვარულის ყოველი ფორმა საკუთარ ხმას, სივრცესა და მარადიულ სიამოვნებას პოვებს.

გამხსნელი ნოტები: აფრიკული ასკილი, ირანული ზაფრანა და სიცილიური ფორთოხალი

გულის ნოტები: ინდური სამბაკის ჟასმინი, იტალიური ია, ტაილანდური ილანგ ილანგი და დოლომიტების ჟოლო

საბაზისო ნოტები: ავსტრალიური სანდალის ხე, ინდონეზიური უდი, ამბრი, მუშკი და ტოსკანური მუხის ხავსი

Ingredienti/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Hydroxycitronellal, Geraniol, Citronellol, Linalool, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Eugenol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია