ALKI
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Alki — უხილავი მაგიის შემცველი წვეთებისგან შექმნილი ესენციაა; სუნამო, რომლის წიაღშიც, ალქიმიის მისტერიები ფორმას იძენენ და საიდუმლო წამლებსა და უკვდავ ისტორიებთან ზიარებით განცდილ ემოციებს აღძრავენ
Not Chosen
ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებსა და შუა საუკუნეების სასახლეების ჩრდილებს მიღმა მიმალული ალქიმიკოსი, თავის საიდუმლო სამყაროში ირჯებოდა; იქ, სადაც მეცნიერება და მაგია ერთმანეთს პეპლის ფრთებივით ეხეთქება… ის იდუმალი, შთამბეჭდავი პერსონაჟი, ანტიკურ ფორმულებს სწავლობდა, სიმბოლოებს შიფრავდა და საიდუმლოებებს ინახავდა; ქმნიდა წამლებს, რომელთაც მატერიის ტრანსფორმაცია და ადამიანის სულში ახალი სინათლის შთაბერვა შეეძლოთ.
V Canto-ს Alki, წარსულის იმ ლეგენდარულ ფიგურას და ალქიმიის ხელოვნებას მიაგებს ოდას, რომლის ძვირფასი რეცეპტებიც, თაობებს, ფარული განძივით გადაეცემოდათ და პატარა სახელოსნოებისა და საიდუმლო ბიბლიოთეკების გულში ინახებოდა. ეს არომატი, მიმპკურებლებს უბიძგებს, ეზოთერული მოგზაურობის გზას დაადგნენ; სურნელოვანი ნოტებით, გარდასული დროის წამლების ასოციაციებს აღძრავს და ყალიბდება ესენციად, რომლის ყოველი ჩასუნთქვაც, ახალი საიდუმლოს გამჟღავნებაა…
Alki მისტიკური, მაცდური და მომაჯადოებელი წამლის მსგავსად, შერეული ხილის და ყვავილების ნოტებით იშლება, ერთმანეთს ანტიკური ელექსირის ორთქლივით რომ დასტრიალებენ… რომანიული ატამი იაპონური ალუბლის ნაზ ყვავილსა და ბრაზილიური მარაკუიას ტროპიკულ ვნებას ერწყმის. გამხსნელ ნოტებს ხავერდოვანი მოფერებით ეფინება ტოსკანური მაგნოლია.
მაცდური პრელუდია, მდიდრული, დაუძლევლად მიმზიდველი გულისკენ მიედინება: ტოსკანური ატმის ყვავილსა და იტალიურ ჰელიოტროპთან ჩაქსოვილი თურქული და ბულგარული ვარდები, კომპოზიციას, ყვავილოვან, მათრობელა სიტკბოს ანიჭებს; ამბრი და ტოსკანური ტყავი კი — სხეულსა და სიღრმეს.
არომატის სურნელი ინტენსიურ, მდიდრულ ბაზაზეა სტრუქტურირებული: რომანიული მაჰაგონი (იგივე წითელი ხე) და მუშკი, ტოსკანურ მუხის ხავსს და ავსტრალიურ სანდალის ხეს ერწყმის. მათ ნოტებს, ინდონეზიური უდის, კამბოჯური აგარის ხის და მადაგასკარული ბურბონის ვანილის ნაზავი მოჰყვება და თბილ, ხანგრძლივად მდგრად, ყოვლისმომცველ, ძვირფასი საიდუმლოს სადარ ნაკვალევს ტოვებს…
Alki — უხილავი მაგიის შემცველი წვეთებისგან შექმნილი ესენციაა; სუნამო, რომლის წიაღშიც, ალქიმიის მისტერიები ფორმას იძენენ და საიდუმლო წამლებსა და უკვდავ ისტორიებთან ზიარებით განცდილ ემოციებს აღძრავენ…
გამხსნელი ნოტები: რომანიული ატამი, იაპონური ალუბლის ყვავილი, ბრაზილიური მარაკუია და ტოსკანური მაგნოლია
გულის ნოტები: თურქული ვარდი, ტოსკანური ატმის ყვავილი, ბულგარული ვარდი, ამბრი, იტალიური ჰელიოტროპი, ტოსკანური ტყავი
საბაზისო ნოტები: რომანიული მაჰაგონი (იგივე წითელი ხე), ტოსკანური მუხის ხავსი, ინდონეზიური უდი, კამბოჯური აგარის ხე, ავსტრალიური სანდალის ხე, მადაგასკარული ბურბონის ვანილი და მუშკი
Ingredienti/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Linalyl Acetate, Citrus Aurantium Bergamia (Bergamot) Peel Oil, Limonene, Vanillin, Lavandula Oil/Extract, Linalool, Pogostemon Cablin Oil, Citronellol, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Geraniol, Pinene, Jasmine Oil/Extract, Beta-Caryophyllene, Benzyl Benzoate, Citral, Terpineol, Eugenol, Camphor, Benzyl alcohol, Eugenia Caryophyllus Oil, Isoeugenol, Benzyl Salicylate
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია