UXALPA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna Stars-ის („მთვარის ვარსკვლავები“) კიდევ ერთი საოცრება — Uxalpha, სამყაროს მაისის ღამეს მოევლინა, როდესაც პაოლო და ტიციანა ტერენცებს, თავიანთი მიწების ბორცვებზე გადაჭიმულმა ხელუხლებელმა ცამ მანათობელი ვარსკვლავის საიდუმლო ამც
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna Stars-ის („მთვარის ვარსკვლავები“) კიდევ ერთი საოცრება — Uxalpha, სამყაროს მაისის ღამეს მოევლინა, როდესაც პაოლო და ტიციანა ტერენცებს, თავიანთი მიწების ბორცვებზე გადაჭიმულმა ხელუხლებელმა ცამ მანათობელი ვარსკვლავის საიდუმლო ამცნო.
ფოცხვერის თანავარსკვლავედის ვარსკვლავი ალფა — თავისი ციური სამეფოს ყველაზე კაშკაშა სხეული, 700 მზის ენერგიით ანათებდა და წყვდიადს ენერგიული, გადამდები შუქით ასხივოსნებდა. ამ ჯადოსნურმა გამოცდილებამ, პარფიუმერები შთააგონა, არომატი Uxalpha შეექმნათ, რომელიც მუდამ მანათობელი სულების სიცოცხლისუნარიანობას და გასხივოსნებას აღნიშნავს.
Uxalpha — ძალაუფლებისა და ბრწყინვალებისადმი მიძღვნილი ოდაა, კონკრეტულად კი იმ პიროვნებებისადმი, რომლებიც ყოველთვის სიცოცხლისუნარიანობასა და სინათლეს ასხივებენ; ესენცია, რომელიც ვარსკვლავ ალფას ძალას მოიცავს და მომხმარებლებს, ფოცხვერის თანავარსკვლავედის ენერგიისა და სიკაშკაშის აღმოსაჩენად, სურნელოვან მოგზაურობაში მიუძღვის. თანამგზავრ Ixbeta-ს მსგავსად (იგულისხმება Tiziana Terenzi-ს ამავე კოლექციის არომატი Ixbeta), Uxalpha-ს უნიკალურობაც სურნელოვანი თანავარსკვლავედის სხვა არომატებთან შეზავების უნარია, უპრეცედენტო, განუმეორებელი კომბინაციების აღმოსაჩენად. Tiziana Terenzi-ს ფოცხვერის თანავარსკვლავედით შთაგონებული სუნამოების შესწავლისას, საშუალება გექნებათ, გალაქტიკათაშორისი შეხამების ხელოვნებას ეზიაროთ და არომატების — Lince-ის, Uxalpha-ს, Ixbeta-სა და Lincys-ს ასტრალური შერწყმით ისიამოვნოთ.
Uxalpha-ს გამხსნელი ნოტები კალაბრიული ბერგამოტის, სიცილიური ფორთოხლისა და ვარდისფერი გრეიფრუტის გრილი აფეთქებით იშლება. ამ ციტრუსოვანი ხილის სიმფონია, თავისი ცქრიალა სიცოცხლისუნარიანობით, გრძნობათა კოცონს აგიზგიზებს. არომატის გულში, კუბური კედარის ხე თბილ, ყოვლისმომცველ ნოტს წარმოქმნის, მექსიკური ქოქოსი და მუშკი კი კომპოზიციას ეგზოტიკურ სიტკბოს მატებს. იტალიური ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ფისოვანი სიღრმით, გულის ნოტების დამაგვირგვინებელი შტრიხია, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ტროპიკული ღამის მაგიას რომ გამოაღვიძებს.
კომპოზიციის ბაზა მდიდრულ, მრავალმხრივ საფუძველს ეყრდნობა: ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) არომატს თბილ, ძვირფას იდუმალებას ანიჭებს, მადაგასკარული ბურბონის ვანილი და თურქული კარამელი კი — ხავერდოვან, გამომწვევ სიტკბოს. ამ ნაზავს აგვირგვინებს ინდური წითელი პაჩულის მიწისებრი, ინტენსიური ნოტები და სითბოთი და ვნებით მოკაშკაშე სურნელოვან სიმფონიას წარმოქმნის.
Tiziana Terenzi-ს არომატი Uxalpha, სინათლისა და შინაგანი სიცოცხლისუნარიანობისადმი მიძღვნილი ოდაა — გრძნობათა მოგზაურობა, რომელიც ძალის გამოსხივების უნარებსა და მსოფლიოში არსებულ მშვენიერებებს აღნიშნავს.
გამხსნელი ნოტები:
კალაბრიული ბერგამოტი, სიცილიური ფორთოხალი და ვარდისფერი გრეიფრუტი
გულის ნოტები:
კუბური კედარი, მექსიკური ქოქოსი, მუშკი და იტალიური ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი)
საბაზისო ნოტები:
ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მადაგასკარული ბურბონის ვანილი, თურქული კარამელი და ინდური წითელი პაჩული
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Limonene, Coumarin, Linalool, Anise Alcohol, Eugenol, Benzyl Benzoate, Benzyl Cinnamate, Citral, Geraniol, Benzyl Alcohol, Citronellol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.