TYRENUM
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Tyrenum („ტირენი“) შთაგონებულია პუგლიის ცნობილი ქალაქ ტრანით, რომელსაც, ერთ დროს, ტირენი ერქვა. საუკუნეების განმავლობაში, მისი ზღვით განბანილი და ქარით შელახული მიწა, მომაჯადოებელი მშვენიერების გამო, მთელი მსოფლიოს მეზ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Tyrenum („ტირენი“) შთაგონებულია პუგლიის ცნობილი ქალაქ ტრანით, რომელსაც, ერთ დროს, ტირენი ერქვა. საუკუნეების განმავლობაში, მისი ზღვით განბანილი და ქარით შელახული მიწა, მომაჯადოებელი მშვენიერების გამო, მთელი მსოფლიოს მეზღვაურების საყვარელი თავშესაფარი იყო.
პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა, მარილის სურნელის მოკვლევას განაგრძობენ და ამჯერად, მშვენიერ პუგლიაში ჩერდებიან, რათა მისი ზღვის მარილის სურნელოვანი მახასიათებლები შეისწავლონ. ქალაქი ტრანი ცნობილია დევიზით: „სილამაზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს“, რადგან ყველა მისი დიდებული მონუმენტი, სწორედ, ზღვისკენ მიმართული და მის ზედაპირზე არეკლილია.
ტრანი თანასწორად ხიბლავს და სამუდამოდ ატყვევებს ყველას, ვინც მზის ჩასვლისას სანაპიროზე გაისეირნებს.
ზღვასთან კავშირი მტკიცე და გაუტეხელია, როგორც სუნამო Tyrenum, რომელიც ამ ქალაქის საოცრებებით აღსავსე სულს, ინტენსიური ბრიზების ფრთებზე ამხედრებული მოიცავს, მარილის და მოვარდისფრო თეთრი ტუფის ქვების სურნელს რომ აგროვებენ. სწორედ ის ქვები ქმნის ქალაქის სახასიათო ფერს, ადრიატიკის ზღვის მდიდრული ლურჯის ანარეკლებთან ერთად.
Tyrenum ცქრიალა, ინოვაციური ციტრუსოვანი თაიგულით იშლება: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის და ბრაზილიური ფორთოხლის გამოძახილებს ჰიმალაის ოსმანტუსის და შრი-ლანკური მწვანე ჩაის შუშხუნა ნუგბარი იხუტებს, პუგლიის კარამელი კი — მათ სურნელს არბილებს.
გრილი, შაქრისებრი ნოტების ამაღელვებელი ბალანსი სუნამოს გულში მყარდება — იქ, სადაც ზღვის ძლიერი ნიავი, ვარდისფერი და შავი პილპილისა და გვატემალური ილის პიკანტური კონტრაპუნქტით შეკმაზულ იოდის და ადრიატიკის ზღვის მარილის არომატებს უბერავს.
სუნამოს ბაზის სტრუქტურა, ქალაქ ტრანის ქვის საფუძვლის მსგავსად მტკიცე და მყარია: საბაზისო ნოტებს შორის, ინდური პაჩულის სურნელებთან ერთად, მუშკის და ზღვის უძვირფასესი ნობათის — ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) აფროდიზიაკურ დამაჯერებლობასთან შერწყმული პუგლიის ზეთისხილის ძვირფასი ნოტები შეიგრძნობა, რომელთაც ტრანის ქვების გამძლეობა და მადაგასკარული ვანილის წიპწების მოფერება ამყარებს.
Tyrenum, მზის ჩასვლის ფონზე, ზაფხულის საღამოების ზღვიდან მონაბერი ბრიზის სულს აღბეჭდავს და საკუთარი არომატის ჰიპნოზური მისტერიის საბურველში ახვევს მათ, ვინც მზერას ჰორიზონტს მიღმა მიმართავენ.
გამხსნელი ნოტები:
რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, ბრაზილიური ფორთოხალი, მწავნე ჩაი, ჰიმალაური ოსმანტუსი და პუგლიის კარამელი
გულის ნოტები:
ადრიატიკის ზღვის მარილი, შავი პილპილი, ვარდისფერი წიწაკა, ტრანის ბრიზის აკორდი და გვატემალური ილი
საბაზისო ნოტები:
პუგლიური ზეთისხილის ხე, ინდური პაჩული, ტრანის ქვა, მუშკი, ამბრი, მადაგასკარული ვანილი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Coumarin, Hydroxycitronellal, Linalool, Citral, Citronellol, Geraniol, Farnesol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.