TUTTLE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
კომეტა, თქვენს სულს, მოციმციმე ბედნიერებას და სიხარულს მიანიჭებს, თქვენს თვალებში ოპტიმიზმის სხივს გამოაბწრყინებს და საოცარ მომხიბლავობასა და დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიზიდულობას მოგანიჭებთ.
Not Chosen
Tuttle კომეტა, თქვენს სულს, მოციმციმე ბედნიერებას და სიხარულს მიანიჭებს, თქვენს თვალებში ოპტიმიზმის სხივს გამოაბწრყინებს და საოცარ მომხიბლავობასა და დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიზიდულობას მოგანიჭებთ.
Tiziana Terenzi-ს არომატი Tuttle, უნიკალური, განუმეორებელი სურნელის წვეთში მოქცეული ტუტლის კომეტის ნაკვალევია…
…
ტუტლი ჩვენი მზის სისტემის პერიოდული კომეტაა, ჰალეის კომეტების ოჯახიდან. წარმომავლობის გამო, პაოლო და ტიციანა ტერენცების პროექტის დიზაინის თანახმად, არომატი Tuttle ნათლად ეხმიანება ამავე კოლექცია „კომეტის“ (Comete) სურნელოვანი ქმნილების — Halley-ს ხასიათს. ტუტლის კომეტა ერთ-ერთი იმ კომეტათაგანია, რომელის ორბიტაც დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა და ჩვენს სამყაროზე უკიდურესად სასარგებლო გავლენას ახდენს; სხვა კომეტების მსგავსად, ადამიანებისთვის სიხარული, საოცრებები, განცვიფრება და უდიდესი იმედი მოაქვს! Tiziana Terenzi-ს არომატი Tuttle, ბედნიერებისადმი მიძღვნილი ძვირფასი ოდაა, კონკრეტულად მათთვის, ვისაც შეუძლიათ, ამ კომეტებს ბავშვივით მეოცნებე მზერით უცქირონ!
სურნელოვანი ქმნილება იშლება ხილის და ციტრუსოვანი ნოტების ცქრიალა, მხიარული თაიგულით, სადაც კასისის (კასისი: შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) სახასიათო, ველური ძალითა და რევოლუციური პარფიუმერული ინგრედიენტით — რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ატმით გარემოცული სიცილიური გრეიფრუტი დომინირებს. Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის ექსკლუზიური აკორდი — რომანიული ატამი, პარფიუმერიის ისტორიაში პირველად, სწორედ ამ სუნამოში გამოიყენეს.
კომპოზიციის ძვირფასი გამხსნელი ნოტები მდიდრულ გულში მყარდებიან: შეიმჩნევა მეფური თეთრი ყვავილების გამოძახილები, გაფურჩქნილი ტუბეროზის, მაგნოლიის და ზამბახის ბრწყინვალებასთან ერთად. ეს თაიგული, ძვირფასი და იშვიათი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) აფროდიზიაკური ობერტონების დამსახურებით, ოსტატურად ერწყმის ხეობის შროშანს და სამეფო ჟასმინს.
არომატის ბაზა შთამბეჭდავ და ძვირფას საფუძველზე განისვენებს, რომელიც, ამავდროულად, მსუბუქი და შუშხუნაცაა. საბაზისო ნოტებს შესწევთ უნარი, კომპოზიციას ხანგრძლივი მდგრადობა მიანიჭონ, სურნელის პროექცია კი — შთამბეჭდავ დისტანციებზე გააფართოონ.
ინდური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) სიტკბოსთან კომბინირებული წითელი პაჩულის ინტენსივობა უპირისპირდება კუბური კედარის კარიბული სიგრილით აქცენტირებულ იტალიური არყის ხის ველურ, მერქნისებრ სურნელს. ხის ნოტების მეფური რბოლა გარემოცულია ჰაიტის ვეტივერის ეგზოტიკური სურნელით, რაც მთლიან კომპოზიციას არაპროგნოზირებად, ინოვაციურ შტრიხს ანიჭებს.
ტუტლის კომეტა, თქვენს სულს, მოციმციმე ბედნიერებას და სიხარულს მიანიჭებს, თქვენს თვალებში ოპტიმიზმის სხივს გამოაბწრყინებს და საოცარ მომხიბლავობასა და დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიზიდულობას მოგანიჭებთ.
Tiziana Terenzi-ს არომატი Tuttle, უნიკალური, განუმეორებელი სურნელის წვეთში მოქცეული ტუტლის კომეტის ნაკვალევია…
გამხსნელი ნოტები:
სიცილიური გრეიფრუტი, კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), რომანიული ატამი
გულის ნოტები:
ტუბეროზა, ზამბახი, მაგნოლია, ხეობის შროშანი, სამეფო ჟასმინი და ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)
საბაზისო ნოტები:
წითელი პაჩული, ინდური სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), კუბური კედარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მშრალი, ნაზი მერქნისებრი სურნელით და ტყავის ნიუანსებით, მოგვაგონებს ფანქრის და ახლადდაბეჭდილი გაზეთების არომატს), იტალიური არყისხე და ჰაიტის ვეტივერი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Coumarin, Geraniol, Citronellol, Citral, Amyl Cinnamal, Benzyl Salicylate, Eugenol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.