მთავარიშოპისუნამო

TORPE

TORPE

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Torpè („ტორპე“), ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის ენერგიულ, აყვავებულ არსს მოიცავს. მისი აკორდები იმ დაუვიწყარ სურნელოვან ემოციებს მოგვაგონებს, ლაჟვარდოვანი ზღვის სურნელი რომ აღგვიძრავს, მზით დაკოცნილი ზეთისხილის ხეივნებ

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Torpè („ტორპე“), ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის ენერგიულ, აყვავებულ არსს მოიცავს. მისი აკორდები იმ დაუვიწყარ სურნელოვან ემოციებს მოგვაგონებს, ლაჟვარდოვანი ზღვის სურნელი რომ აღგვიძრავს, მზით დაკოცნილი ზეთისხილის ხეივნების არომატებთან შერწყმით!

ეს სურნელოვანი ქმნილება, სათავეს, საფრანგეთის რივიერის გულში — სენ-ტროპეში მოგზაურობის მოგონებებიდან იღებს; მოციალე ლურჯ ხმელთაშუა ზღვასა და ზეთისხილის ხეებით დაწინწკლულ მთებს შორის მდებარე მიწიდან. როდესაც პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა დახვეწილი და თავისუფალი, უკვდავი ცხოვრების სტილის ქალაქს ეწვივნენ, მყისიერად შთააგონათ მისი სანაპიროების მხიარულმა და ენერგიულმა ხასიათმა.

სენ-ტროპე, 1960-იანი წლებიდან, რივიერას „ოქროს ხანის“ მომხიბლავ მდებარეობად იქცა: იმ დროს, არაორდინალური კულტურული ტრანსფორმაციის მთავარი გმირები, სწორედ, იტალიის და საფრანგეთის სანაპიროები გახდნენ — იქაურობა Les Italiens-ის სახელით ცნობილმა სრულიად იტალიელმა ფლეიბოებმა დაიპყრეს, პათოსით — „შიშველი ფეხები, ჯინსი, ქარში გაშლილი თმა… მზადაა!“ და მამაკაცის საკულტო იმიჯს ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც იდეალურად ასახავდა მაშინდელ გამომწვევ სულისკვეთებას და თავისუფლების წყურვილს.

ვნების ალმოდებული ახალგაზრდები — Les Italiens, ყოველ მომენტს სრულყოფილად შეიგრძნობდნენ და რივიერაზე, რელაქსაციითა და ჰედონიზმით აღსავსე ცხოვრების სტილით, გამბედაობის სულისკვეთება დანერგეს. იმ პერიოდში გამოვიდა ლეგენდარული ფილმი „და ღმერთმა შექმნა ქალი“ და მთელი მსოფლიოს აუდიტორიის გულები დაიპყრო ახალგაზრდა, განუმეორებელი ბრიჯიტ ბარდოს მონაწილეობით.

Tiziana Terenzi-ს არომატი Torpè („ტორპე“) 1960-იანების უკვდავ გლამურის მიაგებს ოდას — პერიოდს, როდესაც სენ-ტროპე, საერთაშორისოდ ცნობილ ადამიანებშიც პოპულარული გახდა. იმ დროს, „ტორპეს“, კურორტის ყველაზე გემოვნებიანს„მეამბოხეებს“ უწოდებდნენ.

Torpè გრილი, ენერგიული სუნამოა. მისი ზღვისებრი ნოტები სიცილით და უდარდელობით აღსავსე, ზაფხულის დაუვიწყარ საღამოებს მოგვაგონებს. კომპოზიციის ყოველი აკორდი ზღვას და მის ჯადოსნობას ეძღვნება და გრძნობებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილისკენ მიუძღვის. ყველას, ვინც ამ არომატს ატარებენ, შეუძლიათ, თვალები დახუჭონ, წარმოსახვით სენ-ტროპეს მოკირწყლულ ქუჩებში იმოგზაურონ და ბავშვების ჟრიამულის, მარილით გაჟღენთილი ჰაერის და კანზე შემორჩენილი მზის სითბოს სურნელოვან შეგრძნებებში ჩაიძირონ.

არომატი გრილი, ციტრუსოვანი თაიგულით — რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის, სორენტოს ლიმონისა და სიცილიური მანდარინის ნოტებით იშლება, რომლებიც კომპოზიციის გამაღრმავებელ ზღვის აკორდებს ერწყმის.

Torpè-ს ჭეშმარიტი არსი — არომატის გული, თავის კარს, სენ-ტროპეს პიონის დახვეწილ ელეგანტურობასთან, სიცილიური ფორთოხლის სიტკბოსა და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ატმის სიგემრიელესთან გადახლართული ბულგარული ვარდის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს ლავანდის, ფრანგული ზამბახის და პროვანსის იის მდუმარე ნოტებით გვიღებს.

მთლიანი კომპოზიცია ძვირფასი მერქნების მყარ საფუძველს ეყრდნობა — აფრიკული აბანოზის (იგივე ეკალმუხა, შავი ხე) და ავსტრალიური სანდალვუდის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) კომბინაციას მუშკის, ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ინდური პაჩულისა და ტოსკანური მუხის ხავსის ნოტებთან, რომელთა სინთეზიც, მაცდურ, მგრძნობიარე ბაზას წარმოქმნის და ხანგრძლივი ჩახუტების მსგავსად გვეკვრის გარს.

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Torpè („ტორპე“), ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის ენერგიულ, აყვავებულ არსს მოიცავს. მისი აკორდები იმ დაუვიწყარ სურნელოვან ემოციებს მოგვაგონებს, ლაჟვარდოვანი ზღვის სურნელი რომ აღგვიძრავს, მზით დაკოცნილი ზეთისხილის ხეივნების არომატებთან შერწყმით!

გამხსნელი ნოტები:

რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, სიცილიური მანდარინი, სორენტოს ლიმონი, ზღვის ნოტები

გულის ნოტები:

ბულგარული ვარდი, ფრანგული რივიერის ლავანდა, ფრანგული ზამბახი, პროვანსული ია, სენ-ტროპეს პიონი, სიცილიური ფორთოხლის ყვავილი, რომანიული ატამი

საბაზისო ნოტები:

ამბრი, მუშკი, აფრიკული აბანოზი (იგივე ეკალმუხა, შავი ხე), ავსტრალიური სანდალვუდი, ინდური პაჩული, ტოსკანური მუხის ხავსი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Citronellol, Geraniol, Citral, Hydroxycitronellal, Eugenol, Amyl Cinnamal

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.