მთავარიშოპისუნამო

TEMPEL

TEMPEL

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

ვარსკვლავური არომატული კომპოზიცია, კაშკაშა ბრწყინვალებას და მაჰიპნოზირებელი სილამაზის აურას მოგანიჭებთ.

მოცულობა:

Not Chosen

1,305.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს მეფური, ძვირფასი ხასიათის სუნამო — Tempel იდეალურია ბუნებრივი, ძვირადღირებული უდის ზეთების ჭეშმარიტი ექსპერტებისთვისა და მათთვის, ვისაც ფასდაუდებელი ყვავილების ჰიპნოზური სილამაზე და ქარვის მაცდური ძალა იზიდავთ. ეს მართლაც ვარსკვლავური არომატული კომპოზიცია, კაშკაშა ბრწყინვალებას და მაჰიპნოზირებელი სილამაზის აურას მოგანიჭებთ.

ტემპელი პერიოდული კომეტაა, რომელიც ყოველ 6 წელიწადში პუნქტუალურად ჩნდება. რადგან მისი ორბიტა ჩვენს კოსმოსურ სისტემას გაივლის, საშუალება გვქონდა, კოსმოსური ზონდების გამოყენებით, ორჯერ მოგვენახულებინა და მისი საიდუმლოებები შეგვესწავლა, თუმცა, ისინი კვლავაც ამოუხსნელია.

ტემპელის კომეტის გრანდიოზული მისტერიების მსგავსად იშლება მისი სახელის მატარებელი Tiziana Terenzi-ს არომატის სურნელიც — დახვეწილი და ამავდროულად, მდიდრული ნოტებით: იშვიათი და ძვირფასი იაპონური ხეობის შროშანი ხორცშესხმულ მაგნოლიას და ნარცისის ჰიპნოზურ ძალას იხუტებს. იაპონური ხეობის შროშანის ზეთის მიუწვდომელი არომატი მთლიანი კომპოზიციის შემაერთებელი ელემენტია, გახსნიდან — საბაზისო ნოტებამდე.

შროშანის სურნელის ქვეშ, მეფური კამბოჯური უდით (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) გაჟღენთილი გული ფეთქავს და სუნამოს ინტენსივობასა და მგრძნობიარობას ანიჭებს.

კომპოზიცია მდიდრულ, მძაფრ ბაზას ეყრდნობა, სადაც კიდევ ერთხელ გვხვდება ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) მაცდური, აფროდიზიაკური ძალით გაძლიერებული, ამჯერად უიშვიათესი — ინდური წარმომავლობის უდი.

Tiziana Terenzi-ს მეფური, ძვირფასი ხასიათის სუნამო — Tempel („ტემპელი“) იდეალურია ბუნებრივი, ძვირადღირებული უდის ზეთების ჭეშმარიტი ექსპერტებისთვისა და მათთვის, ვისაც ფასდაუდებელი ყვავილების ჰიპნოზური სილამაზე და ქარვის მაცდური ძალა იზიდავთ. ეს მართლაც ვარსკვლავური არომატული კომპოზიცია, კაშკაშა ბრწყინვალებას და მაჰიპნოზირებელი სილამაზის აურას მოგანიჭებთ.

გამხსნელი ნოტები:

ხეობის შროშანი, ნარცისი და მაგნოლია

გულის ნოტები:

ხეობის შროშანი და კამბოჯური უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით)

საბაზისო ნოტები:

ხეობის შროშანი, ინდური უდი და ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Salicylate, Hydroxycitronellal, Citronellol, Geraniol, Limonene, Linalool, Amyl Cinnamal, Benzyl Alcohol, Citral, Benzyl Benzoate

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.