მთავარიშოპისუნამო

TELEA

TELEA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Telea მოჯადოებული საოცრების სურნელია. მისი შთაგონება ის უსაზღვრო თავისუფლებაა, რომლის მონიჭებაც, მხოლოდ ზღვას შეუძლია, მათთვის, ვინც არასოდეს წყვეტენ ოცნებას და უსაზღვრო ტალღის კვალდაკვალ ცხოვრობენ.

მოცულობა:

Not Chosen

1,725.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს Telea  მოჯადოებული საოცრების სურნელია. მისი შთაგონება ის უსაზღვრო თავისუფლებაა, რომლის მონიჭებაც, მხოლოდ ზღვას შეუძლია, მათთვის, ვინც არასოდეს წყვეტენ ოცნებას და უსაზღვრო ტალღის კვალდაკვალ ცხოვრობენ.

როგორც ერთ დროს პოეტმა (იგულისხმება შარლ ბოდლერი) თქვა:

„თავისუფალო ადამიანო, შენ მუდამ გეყვარება ზღვა!

ზღვა შენი სარკეა: განჭვრიტე საკუთარი სული დახვეული ტალღის უსასრულო ბრუნვაში.“

ტელეა ძალიან შორეული და ჯადოსნური, საიდუმლოებით მოცული ვარსკვლავის სახელია, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ზებუნებრივ ძალებს ფლობს.

ეს ვარსკვლავი, საკუთარ სახელს, პაოლოს (იგულისხმება პარფიუმერი პაოლო ტერენცი) იალქნიან ნავს უზიარებს: Tiziana Terenzi-ს Telea, ძვირფასი, სურნელოვანი მერქნებით, გაპრიალებული სპილენძით, იშვიათი თოკებით და მაღალტექნოლოგიური შავი იალქნებით, შორეულ მხარეში სანაოსნოდ აშენებული მცურავი ცხოვრებისეული ოცნებაა.

Telea ნაოსნობის სურვილის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. მზადაა, ნებისმიერ ზღვას თუ ოკეანეს შეეგებოს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, საიდუმლო თავშესაფარს წარმოადგენს, სადაც ცხოვრებისეული ბატარეების დამუხტვა, ახალი ქმნილებებისა და გამოწვევებისთვის შთაგონების პოვნა და უბრალოდ, სუნთქვა შეგვიძლია.

სუნთქვა ხომ სურნელის ძმაა, საოცრება კი — მისი აფრების უსასრულობისკენ გაშლისას ყალიბდება.

Telea მხოლოდ საგანი არაა, მას საკუთარი სული აქვს, რომელიც მისი კაპიტნისა და ფლოტის სულთან თანაარსებობს.

„ზღვა ჩვენი სახლია… ზღვა ჩვენი სამშობლოა“ — ამ ფილოსოფიას, ბავშვობაში, პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა, მამამ — ეველინო ტერენციმ აზიარა, როდესაც მისი ხის ლამაზი ნავით, ფანტაზიის ფრთებზე მიცურავდნენ.

ტერენცებს, თავიანთ გულებში ფესვგადგმული და ზრდასთან ერთად კულტივირებული ღრმა ემოციით, არასოდეს განელებიათ ზღვის — მისი უკიდეგანო სიღრმეების, უსასრულო ჰორიზონტების, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის და მისი ნობათის, მათ შორის — იშვიათი ამბრის სიყვარული (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით. Ambergris/Anbar ვეშაპის სპერმის სეკრეციისას წარმოქმნილი ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელიც ზღვაში და სანაპიროებზე მოიპოვება. მუშკისებრი არომატის დამსახურებით, მას, სულ მცირე, 1000 წელია, რაც სურნელების დამზადებისას იყენებენ).

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Telea ბედნიერებისა და სიხარულის მძვინვარებით იშლება: ცხოვრების ცქრიალა ჰანგები ციტრუსოვანი ხილის — კალაბრიული ბერგამოტისა და სიცილიური ფორთოხლის შუშხუნა ნოტებშია მოქცეული, რომელთაც კუნძულ მიკონოსის კუნელის მათრობელა სიტკბო, ბულგარული ვარდის გემრიელი სურნელი და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) მსხლის სინაზე გამოკვეთს.

ბედნიერებით აღსავსე გახსნა, ზაფხულის მსგავსად, ლურჯ ზღვაში იძირება — არომატის ფერებითა და ბგერებით მფეთქავ გულში. ჯადოსნური ყვავილების — ლოკრის (ქალაქი რეჯიო კალაბრიის მუნიციპალიტეტში) ჟასმინის, პერუს ჰელიოტროპის, ფილიპინების ილანგ ილანგის ჰიპნოზური და მგრძნობიარე ძალა, ესენციებს და აფროდიზიაკებს იხუტებს. გულის ნოტებში, ყველაზე შესამჩნევად, წითელი პაჩული და ხმელთაშუა ზღვის ტალღებზე მოპოვებული ამბრი ლივლივებს.

სუნამოს მტკიცე და ენერგიული ბაზა აქვს, მყარი ფიცრებით აგებული გამძლე ხომალდის მსგავსად, ზღვის დარტყმებს რომ უნდა გაუძლოს: ეგზოტიკური ტაიტის ვეტივერი ერწყმის მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) დამანგრეველ ნოტებს. მათ ბლენდს, არომატული ხეების — მაკაგონის (იგივე წითელი ხე), ტოსკანური მუხის, კამბოჯური აგარის ხის (აგარვუდი/უდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და რომანიული დურმასტის (მუხის ჯიში) ძალა განამტკიცებს.

Tiziana Terenzi-ს Telea („ტელეა“) მოჯადოებული საოცრების სურნელია. მისი შთაგონება ის უსაზღვრო თავისუფლებაა, რომლის მონიჭებაც, მხოლოდ ზღვას შეუძლია, მათთვის, ვინც არასოდეს წყვეტენ ოცნებას და უსაზღვრო ტალღის კვალდაკვალ ცხოვრობენ.

როგორც ერთ დროს პოეტმა (იგულისხმება შარლ ბოდლერი) თქვა:

„თავისუფალო ადამიანო, შენ მუდამ გეყვარება ზღვა!

ზღვა შენი სარკეა: განჭვრიტე საკუთარი სული დახვეული ტალღის უსასრულო ბრუნვაში.“

გამხსნელი ნოტები:

კალაბრიული ბერგამოტი, სიცილიური ფორთოხალი, კუნელის ყვავილი, ბულგარული ვარდი, რომანიული მსხალი

გულის ნოტები:

ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ლოკრიდის ჟასმინი, პერუს ჰელიოტროპი, წითელი პაჩული, ილანგ ილანგი

საბაზისო ნოტები:

ამბრი, მუშკი, ტაიტური ვეტივერი, მაჰაგონი (წითელი ხე), ტოსკანური მუხა, კამბოჯური აგარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), დურმასტის (მუხის ჯიში)

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Benzoate, Citronellol, Limonene, Benzyl Salicylate, Geraniol, Linalool, Benzyl Alcohol, Eugenol, Farnesol, Hydroxycitronellal, Citral, Amyl Cinnamal

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.