მთავარიშოპისუნამო

TALITHA

TALITHA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Talitha მოიცავს ფაქიზი, მდუმარე ბალანსის მომხიბლავობის უკვდავ ელეგანტურობას — მოულოდნელობის გაოცებით გაბრუებულ ვარსკვლავურ მოგზაურობას ტრადიციებსა და ინოვაციებში იმ სიგიჟის ელფერის წყალობით, რომელსაც მისი არომატული სპეციები იტალიური ტყავი

მოცულობა:

Not Chosen

1,425.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს Talitha მოიცავს ფაქიზი, მდუმარე ბალანსის მომხიბლავობის უკვდავ ელეგანტურობას — მოულოდნელობის გაოცებით გაბრუებულ ვარსკვლავურ მოგზაურობას ტრადიციებსა და ინოვაციებში იმ სიგიჟის ელფერის წყალობით, რომელსაც მისი არომატული სპეციები იტალიური ტყავისა და ამბრის ნაზავის გამონაბოლქვს ანიჭებენ.

დიდი დათვის თანავარსკვლავედში, კაშკაშა ვარსკვლავი შეიმჩნევა, ეგზოტიკური და იდუმალი სახელწოდებით. მას მუდამ აღტაცებაში მოჰყავდა მეოცნებენი, რომელთაც ცის კამარაზე დაკვირვება და ვარსკვლავური ცეცხლის აღმოჩენა ხიბლავდათ. ვარსკვლავების ცქერა, ბავშვობის წლებში, პაოლო და ტიციანა ტერენცების საყვარელი საქმიანობაც იყო, თავიანთ პაპასთან, სახელად გულიელმოსთან (უილიამი) ერთად.

ეს სტილისტიკური პროექტი, კოლექცია Luna-ს („მთვარე“) არომატ Ursa-ს („ურსა“) სურნელოვანი პირამიდით იწყება და გალაქტიკათაშორის მოგზაურობას აგრძელებს ახალი — ორიგინალური და მანათობელი პირამიდისკენ: Talitha აბსოლუტურად განსხვავებული სურნელია, თუმცა, ამავდროულად, შესწევს უნარი, ამ მოგზაურობის შთამაგონებელ და პირველსაწყის კომპოზიციასთან კავშირი დაამყაროს და სრულყოფილების გარანტია შესთავაზოს მათ, ვისაც არომატების შეხამების ხელოვნება ხიბლავთ; ამიტომაც, თამამად შეგიძლიათ, Talitha, Ursa-სთან ერთად ატაროთ.

Talitha-ს სურნელი გამაოგნებელი ციტრუსოვანი თაიგულით იშლება: ტერენცების საოჯახო ტრადიციის თანახმად ექსტრაქტირებული ამალფის ლიმონი, რომელიც მაცერაციის პროცესს თავისსავე გრილი არომატის მქონე მწვანე ფოთლებთან ერთად გადის, კომბინირებულია რეჯიო კალაბრიის ბერგამოტსა და სიცილიურ ვარდისფერ გრეიფრუტთან.

ცქრიალა და მანათობელი გამხსნელი ნოტები დამაჯერებელ, ელეგანტურ გულში მყარდებიან, სადაც მათრობელა ბულგარული ვარდი უპირისპირდება სპეციების მოულოდნელი არომატული ნაკადით გამდიდრებულ ილანგ ილანგს. სანელებლების პიკანტურ სურნელში მკაფიოდ იგრძნობა პიემონტის (იტალიის რეგიონი ჩრდილოეთში) მუსკატის კაკლის და გვატემალური ილის ნოტები; ცეილონის (იგივე შრი-ლანკა) დარიჩინის უჩვეულო ელფერი კი ამბრისა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და იტალიური ტყავის თამამი, მაცდური ჩახუტების ჩარჩოშია მოქცეული, რაც სურნელოვან კომპოზიციას დროის მსვლელობაში შეჩერებულ უკვდავ ელეგანტურობას ანიჭებს.

მგრძნობიარობით აღსავსე გული მძლავრ, მტკიცე და ამავდროულად, ელეგანტურ და მაცდურ ბაზას ეყრდნობა: ატლასის კედარი კომბინირებულია აფროდიზიაკურ გუაიას ხის ნოტებსა და ჰაიტის ვეტივერთან, რომელთაც მუშკის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) დაუძლეველი ძალა ამოძრავებს და მთლიან კომპოზიციას უსვამს ხაზს.

Tiziana Terenzi-ს Talitha მოიცავს ფაქიზი, მდუმარე ბალანსის მომხიბლავობის უკვდავ ელეგანტურობას — მოულოდნელობის გაოცებით გაბრუებულ ვარსკვლავურ მოგზაურობას ტრადიციებსა და ინოვაციებში იმ სიგიჟის ელფერის წყალობით, რომელსაც მისი არომატული სპეციები იტალიური ტყავისა და ამბრის ნაზავის გამონაბოლქვს ანიჭებენ.

გამხსნელი ნოტები:

რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, სიცილიური ვარდისფერი გრეიფრუტი, ამალფის ლიმონი და ლიმონის მწვანე ფოთლები

გულის ნოტები:

ბულგარული ვარდი, ილანგ ილანგი, პიემონტის მუსკატის კაკალი, გვატემალური ილი, ამბრი, იტალიური ტყავი და ცეილონის (იგივე შრი-ლანკა) დარიჩინი

საბაზისო ნოტები:

ატლასის კედარი, გუაიაკის ხე, ჰაიტური ვეტივერი და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Benzyl Benzoate, Linalool, Citronellol, Eugenol, Geraniol, Cinnamyl Alcohol, Citral, Cinnamal, Hydroxycitronellal, Hexyl Cinnamal, Benzyl Alcohol, Isoeugenol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.