SPIRITO FIORENTINO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Spirito Fiorentino-ს ვნების მსგავსად მეწამულისფერ, ძვირფას ამპულაში, იმ მღელვარე ემოციებს აღმოაჩენთ, რომელთა მონიჭებაც, მხოლოდ, ფლორენციის მარადიულ სილამაზეს ძალუძს. ეს სუნამო, მართლაც, ფლორენციის სულს მოიცავს და სრულყოფილად მხოლოდ მდიდარი შინაგანი სამყარო
Not Chosen
არაორდინალური ფლორენცია, Bel Paese-ს, იგივე „მშვენიერი ქვეყნის“ (იგულისხმება იტალია) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია. მისი ვიწრო ქუჩები და სუნთქვის შემკვრელი ძეგლები ისტორიით მდიდარ ტრადიციებსა და სილამაზეს ასახავენ. იქ, ყოველი სასახლის თითოეული ქვა ამბებითა და ლეგენდებითაა გაჟღენთილი და ვიზიტორებს პირველივე წუთიდან ატყვევებს.
სექტემბრის ჯადოსნურ ღამეს, პაოლო და ტიციანა, ოჯახის წევრებთან, მათ შორის — ბებიასა და პაპასთან ერთად, მომაჯადოებელი რენესანსული ქალაქის აღმოსაჩენად მოგზაურობდნენ. დანიშნულების ადგილი ფლორენცია იყო — მაგიური ქალაქი, რომელიც ემოციების და წინააღმდეგობების მორევში ჩაგითრევთ, მყისიერად აღგაფრთოვანებთ და სრულად მოგიცავთ. იმ ადგილს, სილამაზის აბსოლუტური, უნიკალური აღქმა აქვს, რასაც მსოფლიოს ვერც ერთი ქალაქი ვერ შეედრება. მის ქუჩებში, ისტორიის მშვენიერება პულსირებს და ვიზიტორებს, ძვირფასი მოსასხამის მსგავსად, თავის საბურველში ახვევს.
საღამოს გასეირნებებისას, საყვარელ პაპა გულიელმოსთან ხელჩაკიდებულ ტიციანას და პაოლოს, საოცრებებით გამდიდრებული უნიკალური ხელოვნების ნიმუშების განუზომელი სილამაზე აღაფრთოვანებთ, რომელთა დასახასიათებლად, ზედსართავებიც კი არ კმარა: მიქელანჯელოს დავითის სრულყოფილება, ბრუნელესკის გუმბათი თუ ჯოტოს სამრეკლო…
ტიციანას და პაოლოს, იტალიური რენესანსის ყველაზე შთამბეჭდავი ხედი, კოშკის გრძელი, 400 საფეხურისგან შემდგარი ხელუხლებელი კიბის ავლისას გადაეშლებათ. ფლორენციის მშვენიერებებს ბავშვური თვალებით, საოცრებებსა და განცვიფრებაში ჩაკარგულები გადაჰყურებენ, განსწავლული პაპა გულიელმო კი ხელოვანების საიდუმლო ისტორიებს უამბობს, რომლებმაც ფლორენცია უნიკალურ ქალაქად აქციეს.
უეცრად, მანათობელი ვარსკვლავებით გაბრწყინებულ კობალტისფერ ლურჯ ფონზე, უზარმაზარი წითელი მთვარე ამოდის და თავისი ფერმკრათალი ცეცხლით, ცას აფერადებს. ჰაერი ინტენსიური არომატებით ივსება — იასამნისფერი შროშანის ქალაქის ჯადოსნური სასახლეებიდან გამოფრქვეული სურნელებით, პაოლოს და ტიციანას თბილი მანტიის მსგავსად რომ ეკვრიან გარს.
შორს, მდინარე არნოს ნაპირებზე, პონტე ვეკიოს (შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი ფლორენციაში) ქვეშ, მაღალი კოცონები ანთია და ტოსკანური ტყავის საამქროებიდან გამოჟონილ სურნელებს აძლევს ექოს. უეცრად, ორივე ბავშვი, ფლორენციის სულის დაუვიწყარი არომატით ინმსჭვალება. იმ ჯადოსნური მთვარესავით წითელ ფლაკონში მოქცეული Tiziana Terenzi-ს Spirito Fiorentino („ფლორენციული სული“), თავის ბარაქიან შელოცვას ქსოვს და იღბლით აჯილდოებს მათ, ვინც მის სურნელს აღიქვამენ და აღმერთებენ. ამ სუნამოს ხასიათის ამოსახსნელად, ისევე, როგორც ფლორენციული სულის აღმოსაჩენად, გარკვეული დროა საჭირო. და ფლორენციის მსგავსად, თავის საიდუმლოებებს მხოლოდ რჩეულებს რომ უზიარებს, ქმნილების მშვენიერებით დატკბობაც, მხოლოდ, ექსპერტ ცხვირთა ხვედრია.
ესენციის სურნელი ყვავილების გრაციოზული თაიგულით იშლება: ფლორენციის სიმბოლოს — იასამნისფერ შროშანს, ჟასმინთან ერთად, სიცილიური ზაფრანის ძალა და ფორთოხლების სიგრილი მოიცავს. მდიდრული და ძვირფასი, რაფინირებული და ამავდროულად დახვეწილი გამხსნელი ნოტები, ინტენსიურ და არანაკლებ ძვირფას გულში განისვენებენ. იშვიათი, აფროდიზიაკური ამბრით (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) გაძლიერებულ ელეგანტურ ილანგ ილანგსა და მაცდურ მაგნოლიას გარს ეკვრის ხეობის შროშანის ჰაეროვანი სიტკბო და ამ სიზმრისეულ მოგზაურობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
საუკეთესო ტოსკანური ტრადიციის თანახმად, მთლიანი სურნელოვანი ქმნილება ძვირფასი, უნიკალური მერქნების ბაზას ეყრდნობა. საუცხოო სანდალვუდთან (იგივე სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ერთად, შეიგრძნობა არყის ხის და Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის მუშკის ნოტები, ტოსკანური ტყავის ძალასთან ერთად, რომელსაც სამუდამოდ მოაჯდოებული აპენინის მთების მუხის ხავსი იკრგავს გულში.
Spirito Fiorentino-ს ვნების მსგავსად მეწამულისფერ, ძვირფას ამპულაში, იმ მღელვარე ემოციებს აღმოაჩენთ, რომელთა მონიჭებაც, მხოლოდ, ფლორენციის მარადიულ სილამაზეს ძალუძს. ეს სუნამო, მართლაც, ფლორენციის სულს მოიცავს და სრულყოფილად მხოლოდ მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე, პრივილეგირებული უმცირესობისთვის მჟღავნდება…
გამხსნელი ნოტები:
შროშანი, ფორთოხალი, ჟასმინი და ზაფრანა
გულის ნოტები:
ილანგ ილანგი, მაგოლია, ამბრი, ხეობის შროშანი
საბაზისო ნოტები:
მუხის ხავსი, სანდალვუდი, არყის ხე, ტოსკანური ტყავი, მუშკი და ამბრი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Alcohol, Limonene
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.