მთავარიშოპისუნამო

SIENE

SIENE

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Siene („სიენა“), ტოსკანის შთაგონებით შეიქმნა, კონკრეტულად კი, მისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მრავალმხრივი და მისტიკური ქალაქის — სიენას ინსპირაციით. ყველა, ვინც იქ მოგზაურობს და იქაურ სურნელებს აგემოვნებს, განცვიფრებით

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Siene („სიენა“), ტოსკანის შთაგონებით შეიქმნა, კონკრეტულად კი, მისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მრავალმხრივი და მისტიკური ქალაქის — სიენას ინსპირაციით. ყველა, ვინც იქ მოგზაურობს და იქაურ სურნელებს აგემოვნებს, განცვიფრებითა და საოცრებებით განმსჭვალული ბრუნდება.

პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა იხსენებენ: „იტალიის ყველაზე მშვენიერი ადგილების აღმოსაჩენი მოგზაურობისას, ტოსკანის საოცრებების მონახულების დროს, რეგიონის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს რენესანსულ ქალაქ სიენას წავაწყდით, რომელიც მედიჩების დინასტიის არისტოკრატულ აურას დღესაც კი ასხივებს.

ეს ქალაქი, მსოფლიოს უძველესი პალიოს რასის სახლია, სადაც დღემდე გაისმის ქარივით ამაყი და იმპულსური მორბენალი ცხენების ჭექა-ქუხილი; ცოცხალი ბასტიონი, რომელიც დროის მსვლელობას — თანამედროვეობას და პროგრესს, ბრწყინვალე ქედმაღლობით ეწინააღმდეგება და ამავდროულად, თავისი მეფური დეკადენტობის დაუძლეველი მომხიბლავობით, ინოვაციური და შორსმჭვრეტელია.

შემდეგ, რკინით მდიდარი წითელი ქვიშით განთქმულ სოფლებს შეხვდები, ერთი მხრივ, მკვიდრი მოსახლეებივით გულუხვს, თუმცა, მეორე მხრივ — კლდოვანსა და მძიმეს, მთის დანის პირებზე ცხოვრების მსგავსად, ბევრის მოცემა და ერთი ამოსუნქთვით, ყველაფრის წართმევაც რომ შეუძლიათ — მათთვის, ვისაც გამბედაობა არ ყოფნით, იქაური წესები აბსოლუტური პატივისცემით დაიცვან.

ხეობაში, ინტენსიური არომატები ბუნების ძლიერ, მძაფრ, ველურ და ამავდროულად, ნაზ სურნელებს ერწყმის, რაც მიგვანიშნებს, რომ ტოსკანაში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა ეს; სადღაც, შორს, მთის ფერდობზე კი დიდი კოცონი ანთია და მზის ჩასვლისას, იქაურობას ანათებს.

Siene-ს აღსაქმელად, გარკვეული დროა საჭირო: მისი არომატი საკუთარ ხასიათს ყველას მარტივად არ უმჟღავნებს; ასე რომ, დაელოდეთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა მის თავბრუდამხვევ მწვერვალებს სრულად ჩასწვდეთ. ეს კი, ყველაზე ექსპერტი „ცხვირისთვისაც“ რთული გამოწვევაა: მოცემული განცდა, ყველაზე მრავალმხრივი, უნიკალური ფორმით გამოხატული ხელოვნებაა.“

Siene-ს არომატის სურნელი ტოსკანის სიმბოლოსთან — კვიპაროსთან დაწყვილებული ღვიის ნოტებით იშლება. მათ დუეტს, ტოსკანური ვერხვის ქერქისა და საუკუნოვანი ზეთისხილის ხეების სახასიათო ნოტები ახლავს. მრავალმხრივი და უნიკალური მერქნოვანი ნოტები, რომლებიც, როგორც წესი, კლასიკურ კომპოზიციაში არომატის ბაზაზე გვხვდება, მძიმედაა გაბატონებული სურნელის კიდევ უფრო კომპლექსურ გულში და საკმეველის და მირონის მისტიკურ ნოტებთან გადახლართული ინდური წითელი პაჩულის სურნელით, ტოსკანური ტყავის კონტრასტულ ნოტებთან ერთად, ყველაზე გამოცდილ, ექსპერტ „ცხოვრებსაც“ კი აბნევს.

მხოლოდ რჩეულთათვის აღსაქმელი სუნამო Siene-ს უკიდურესად მრავალფასადური და უნიკალური სტრუქტურა, კიდევ უფრო მრავალმხრივ ბაზას მოითხოვს, მისი რთული და უჩვეულო პირამიდის შესაფერისი ხასიათით და ძალით:

არომატის ბაზა ტოსკანური აკაციის თაფლის ცხარე სიტკბოთი იშლება. თაფლის ნოტები დაწყვილებულია Terenzi-ს „ჯადოსნური წვეთის“ — ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის გემრიელ ძალასთან, ოსტატურად ერწყმის ინდური სანდალვუდის და კამბოჯური უდის ძლიერ ნოტებს და ორი დღის განმავლობაში ინარჩუნებს გამყოლ სურნელოვან კვალს (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით. უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).

„Siene ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქს ეძღვნება, რომლის მონახულების საშუალებაც მოგვეცა; ადგილს, სადაც ტრადიციებისა და ისტორიის ცეცხლი ჯერ კიდევ იწვის რჩეულთა სულებში, მისი მშვენიერების ჭეშმარიტად აღქმა რომ ძალუძთ. სიენა, არა მხოლოდ, უბრალო ქალაქი, არამედ — ცხოვრების წესია, რომელიც შთაგაგონებს, ყოველი მომენტი სრულყოფილად შეიგრძნო“, — აღნიშნავენ პარფიუმერები.

გამხსნელი ნოტები:

ღვია, კვიპაროსი, ზეთისხილის ხე, ვერხვი

გულის ნოტები:

პაჩული, საკმეველი, ზამბახი, მირონი, იტალიური ტყავი

საბაზისო ნოტები:

თაფლი, მუშკი, ამბრი, სანდალვუდი, კამბოჯური უდი 

Alcohol Denat., Parfum, Geraniol, Benzyl Salicylate, Alpha – Isomethyl Ionone, Limonene, Linalool, Citronellol, Cinnamyl Alcohol, Benzyl Cinnamate, Hydroxycitronellal, Benzyl Benzoate, Farnesol, Citral

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.