მთავარიშოპისუნამო

ROSSO POMPEI

ROSSO POMPEI

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Rosso Pompei („პომპეის წითელი“), დამაჯერებელი, იდუმალი ემოციაა, რომელიც მისტერიის წიაღში მოგიცავთ და პომპეის მითიური ატმოსფეროს მსგავსად, მომხივლავობას, დაუვიწყარი, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიმზიდველობას მოგანიჭებთ.

მოცულობა:

Not Chosen

1,035.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს Rosso Pompei („პომპეის წითელი“), დამაჯერებელი, იდუმალი ემოციაა, რომელიც მისტერიის წიაღში მოგიცავთ და პომპეის მითიური ატმოსფეროს მსგავსად, მომხივლავობას, დაუვიწყარი, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიმზიდველობას მოგანიჭებთ.

პაოლო და ტიციანას, თავიანთი დაუსრულებელი მოგზაურობა რომის იმპერიის ხანაში შეჩერებული ქალაქისკენ მიუძღვით: ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის ერთ თბილ ღამეს, იქ დრო გაჩერდა და იქაურობა მსოფლიოს ყველაზე დიდ, საოცარ არქეოლოგიურ მუზეუმად აქცია. პარფიუმერები, იმ დროს, ჯერ ჯიდევ ბავშვები არიან და მათი თვალები ამალფის ყურეში მდებარე ქალაქ პომპეის მშვენიერებითაა აღსავსე. ხელჩაკიდებულები მიაბიჯებენ სუნთქვის შემკვრელი, მომაჯადოებელი პომპეის გზებზე, ყოველ ვიზიტორს რომ ატყვევებს და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ისტორიის ექო ჩაესმით. როგორც პაპა გულიელმოსა და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად გატარებული ყოველი არაორდინალური მოგზაურობა, იმ წინაპრების კვალდაკვალ სიარულიც შთამბეჭდავია, ტერენცების ოჯახს, რომის იმპერიის განთიადის ხანიდან მოყოლებული, თავიანთი გენები რომ გადმოსცეს…

პომპეიში ვიზიტისას, პაოლო და ტიციანა, „მისტერიების ვილას“ აღმოაჩენენ, რომელიც ულამაზესი ფრესკებითაა მორთული და უნიკალური წითელი ფერით — მთელ მსოფლიოში ცნობილი „პომპეის წითლით“, იგივე Rosso Pompei-თ ფეთქავს. ამბობენ, რომ ამ განთქმული, შთამბეჭდავად პროპორციული ფრესკების ამოუცნობ პერსონაჟებსა და იდუმალ რიტუალებში, ბედნიერების და სიამოვნების საიდუმლოებები იმალება. პაოლოს და ტიციანას იმ უკიდეგანო სილამაზით და ჰარმონიით აღსავსე გარემოში განცდილი ემოციების საიდუმლო, დღესდღეობით, Rosso Pompei-ს ფლაკონშია მოქცეული.

არომატის სურნელი ხილისებრი აკორდით იშლება: ვარდისფერი და ყვითელი სიცილიური გრეიფრუტის მინიშნებები ერთმანეთს გრაციოზულ გამოძახილებს აძლევენ და სორენტოს ლიმონსა და ამალფის ყურძნის განთქმულ, ტკბილ ნექტართან წყვილდებიან.

გამხსნელ ნოტებს ფაქიზად იხუტებს სურნელოვანი ქმნილების გული: ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) მაცდური ძალა დაწყვილებულია აკრძალული ყვავილის — მექსიკური ტუბეროზის მაჰიპნოზირებელ, აფროდიზიაკურ უნარებთან. მათ გარს ეკვრის ხეობის შროშანის და სამეფო ჟასმინის სიტკბო.

სურნელის მძლავრი ბაზა, მთლიანი შემოქმედებითი ქმნილების ინტენსიურ მდგრადობას განაპირობებს. საბაზისო ნოტებში, ლიბანური კედარის სიგრილით ნაცემი ინდური სანდალის ხე (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ფეთქავს, რომელთაც პომპეის მისტიკური ფრესკების მსგავს იდუმალებას ანიჭებს ენერგიული წითელი პაჩული და ნეაპოლიტანური ნეკერჩხალი — ვეზუვის (იგულისხმება ვეზუვის მთა და მოქმედი ვულკანი) მიმდებარე ტერიტორიისთვის სახასიათო ხე.

Tiziana Terenzi-ს Rosso Pompei („პომპეის წითელი“), დამაჯერებელი, იდუმალი ემოციაა, რომელიც მისტერიის წიაღში მოგიცავთ და პომპეის მითიური ატმოსფეროს მსგავსად, მომხივლავობას, დაუვიწყარი, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიმზიდველობას მოგანიჭებთ.

გამხსნელი ნოტები:

სიცილიური გრეიფრუტი და ვარდისფერი გრეიფრუტი, სორენტოს ლიმონი, ამალფის ყურძენი

გულის ნოტები:

ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ტუბეროზა, მაგნოლია, ხეობის შროშანი და სამეფო ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), წითელი პაჩული, ლიბანური კედარი და ნეაპოლიტანური ნეკერჩხალი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Citral, Coumarin, Citronellol, Geraniol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.