RIVEA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Rivèa („რივეა“. იგულისხმება რივიერა) პორტოფინოს სულს მოიცავს და ყველას, ვინც მას ატარებს, იმ მოჯადოებული ადგილის ენერგიას, ელეგანტურობასა და სილამაზეს ანიჭებს. Rivèa, არომატის წვეთებში მოქცეული La Dolce Vita-ს („ცხოვრ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Rivèa („რივეა“. იგულისხმება რივიერა) პორტოფინოს სულს მოიცავს და ყველას, ვინც მას ატარებს, იმ მოჯადოებული ადგილის ენერგიას, ელეგანტურობასა და სილამაზეს ანიჭებს.
Rivèa, არომატის წვეთებში მოქცეული La Dolce Vita-ს („ცხოვრება მშვენიერია“) არსია!
…
ლიგურიის რივიერაზე მოგზაურობისას, პარფიუმერები — პაოლო და ტიციანა, იტალიური ელეგანტურობის და უნიკალური სტილის ნაზავით განთქმულმა, ბუნებრივი სილამაზით გამორჩეულმა მდებარეობამ — პორტოფინომ შთააგონა. იმ დიდებული სოფლის სანაპიროებზე სეირნობისას, ბავშვობის დროინდელ მოგონებებში ჩაიძირენ: გაიხსენეს სან-ჯორჯოში დანთებული კოცონის მოცეკვავე ალის ენერგია და ჯადოსნობა; ზღვა, რომელიც ყოველთვის მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების ფუნდამენტური ელემენტი და შთაგონების ამოუწურავი წყარო იყო… და სწორედ იმ დროს დაებადათ არომატ Rivèa-ს („რივეა“. იგულისხმება რივიერა) შექმნის იდეაც.
ტერენცები პორტოფინოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ადგილმა — ნახევარმთვარის ფორმის ყურემ მოხიბლა, რომელსაც სუნთქვის შემკვრელი სილამაზის მწვანე მთები აკრავს; იმ მთებიდან კი, შთამაგონებელი ხედები იშლება.
1960-იანებში, ლიგურიის რივიერამ, იტალიური ცნება La Dolce Vita-ს („ცხოვრება მშვენიერია“) ზუსტი და ელეგანტური დატვირთვა შეიძინა: იქ, Les Italiens-ის სახელით ცნობილი ფლეიბოები იკრიბებოდნენ, სანაპიროზე ფეხშიშველები სეირნობდნენ და ვიზიტორებს უნიკალური სტილით — ჯინსით და ქარში გაშლილი თმით ატყვევებდნენ.
სწორედ მაშინ იქცა ლიგურიის თვალწარმტაცი ყურეები და ოქროსფერი სანაპიროები საოცნებო ცხოვრების, La Dolce Vita-ს ასოციაციად, პორტოფინოს არაორდინალური სილამაზის ლანდშაფტები კი — ცნობილი ადამიანების და ხელოვანების თავშეყრის ადგილად.
1960-იანი წლები, ლიგურიის რივიერაზე, სტილის, გრაციოზულობის და ელეგანტურობის მეფობის ეპოქად მიიჩნევა — პერიოდად, როდესაც მშვენიერების აღქმით გამორჩეულმა მოდურად შემოსილმა პიროვნებებმა მოდისა და ცხოვრების სტილის ოქროს ხანის აღორძინებას ჩაუყარეს საფუძველი, პორტოფინო კი რაფინირებულობის და სილამაზის ხატად აქციეს; ელეგანტურობა, ცხოვრების ყველა ასპექტში, სტილის და დახვეწილობის კომბინაციის ხელოვნებად გარდაქმნეს — ადამიანების მიერ სილამაზის აღქმის თვალსაჩნო მანიფესტაციად და ხმამაღალ განაცხადად, თუ ვინ იყვნენ და როგორ აღიქვამდნენ გარესამყაროს.
Tiziana Terenzi-ს პორტოფინოსადმი მიძღვნილი არომატი Rivèa, სწორედ იმ მოჯადოებული ადგილის იდეას ასახავს და მისი სილამაზის, ხელოვნებისა და ტრადიციების წიაღში გვამოგზაურებს. სუნამოს სახელწოდებაც, სიტყვა Rive-დან მომდინარეობს, რაც ლიგურიული დიალექტით, „ზღვის სანაპიროს“ ან „ბულვარს“ ნიშნავს. ყველა, ვინც Rivèa-ს დააგემოვნებს, იტალიის დიდებულ მშვენიერებებში, La Dolce Vita-ს ატმოსფეროს ასოციაციებში ჩაიძირება.
არომატის სურნელი ბულგარული ვარდების თაიგულით იშლება, რომელსაც ხაზს უსვამს ირანული ზაფრანა და სორენტოს ლიმონი, საწოლად კი ინდური დავანა (არტემიზია პალენსი) ეგება. ხელგაშლილი გამხსნელი ნოტები თანასწორად მდიდრულ და მაცდურ გულში განისვენებენ: ლაოსის ვეტივერი კომპოზიციას მიწისებრ-მერქნისებრ ბაზას სთავაზობს, ტიგულიოს რეგიონის წყალმცენარეები კი — მარილიან ნიუანსებს მატებს და ოკეანის მოგონებებს აღძრავს.
შრი-ლანკური კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) და ჰაიტის ამირისი (ციტრუსი) მუშკისებრ, მერქნისებრ ტონებს წარმოქმნის, სინგაპურული პაჩული კი, სურნელს, მსუბუქად მიწისებრი შტრიხით ამდიდრებს. გულის ნოტების დამაგვირგვინებელი შტრიხი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) მგრძნობიარე, ყოვლისმომცველი ნოტია.
ამ მომაჯადოებელი სუნამოს ბაზა გრძნობებს ხანგრძლივი, მათრობელა სითბოთი მოიცავს: ამბრი, საბაზისო ნოტებში, ავსტრალიურ სანდალვუდთან (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ერთად ბრუნდება და კომპოზიციას მერქნისებრ სიტკბოს მატებს, პორტოფინოს კვიპაროსი კი, მადაგასკარული ბურბონის ვანილის გამოძახილებთან ერთად, სურნელს, ხმელთაშუა ზღვის სიგრილით ამდიდრებს.
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Rivèa („რივეა“. იგულისხმება რივიერა) პორტოფინოს სულს მოიცავს და ყველას, ვინც მას ატარებს, იმ მოჯადოებული ადგილის ენერგიას, ელეგანტურობასა და სილამაზეს ანიჭებს.
Rivèa, არომატის წვეთებში მოქცეული La Dolce Vita-ს („ცხოვრება მშვენიერია“) არსია!
გამხსნელი ნოტები:
ბულგარული ვარდი, ინდური დავანა (არტემიზია პალენსი), ირანული ზაფრანა, სორენტოს ლიმონი
გულის ნოტები:
ლაოსის ვეტივერი, ტიგულიოს წყალმცენარეები, შრი-ლანკური კვიპრიოლი, ჰაიტის ამირისი (ციტრუსი), სინგაპურული პაჩული, ამბრი
საბაზისო ნოტები:
ამბრი, სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), პორტოფინოს კვიპაროსი, მადაგასკარული ბურბონის ვანილი
Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Linalool, Geraniol, Limonene, Citral, Eugenol, Hydroxycitronellal, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.