მთავარიშოპისუნამო

PORPORA

PORPORA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Porpora, პარფიუმერების მიერ სწორედ იმ დიდებული სანახაობით განცდილ განგაშს, აღფრთოვანებას, მღელვარებასა და გაოცებას ასახავს.

მოცულობა:

Not Chosen

1,035.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna-ს („მთვარე“) სტილისტიკური გზა, გამოხატვის მრავალი ფორმით გრძელდება, მიმართულება კი — პარფიუმერიის ხელოვნების დღემდე მიუღწეველი საზღვრებია. ეს სიზმრის მაგვარი მოგზაურობა, უფრო და უფრო იდუმალი კოსმოსური სივრცეებისკენ მიგვაქანებს, მისტიკური Porpora („შინდისფერი“) კი ძვირფას, ვნებიან წითელ ფლაკონში მოქცეული ნამუშევრის სახელწოდებაა. ფლაკონს სამკაულის ფორმის მოოქრული თავსახური ამშვენებს, რომლის ზედაპირზეც, ლაქირებული წითელი ფერით, მთვარის ფაზებია გამოსახული.

არომატი Porpora განთქმული წითელი მთვარის დიდებულებითაა შთაგონებული, ჰორიზონტის ხაზიდან სინათლის უეცარი ცეცხლოვანი ბურთივით რომ გამოხტება ხოლმე. შესაძლებელია, ეს ინსპირაცია, მეხსიერების ნაკვალევზე ხანგრძლივი მოგზაურობის კვალდაკვალ, პარფიუმერ ტერენცების ყველაზე ჯადოსნური და მისტიკური ზმანებაა: როგორც წესი, ასეთ მოგონებებს, ჩვენი შინაგანი ბავშვი აღძრავს, ცხოვრების ყველაზე მშვიდი, უდარდელი პერიოდის გახსენებისას…

პაოლო და ტიციანა თავიანთ აგრაკზე იყვნენ, სადაც დროის მსვლელობასა და მათი სახლის მოშორებით მდგომი საათის კოშკის რეკვის ტკბილ რიტმთან ერთად, დღეები მშვიდად მიედინებოდა. ხშირად, ვახშმის შემდეგ, პაპა გულიელმოს უერთდებოდნენ, ცის კამარასა და მის უსასრულო სიღრმეში განფენილი მბრწყინავი ნათებების უზარმაზარ სივრცეზე დასკვირვებლად, მანძილთან ერთად რომ უჩინარდებოდნენ. ამ დიდი, უსაზღვრო სანახაობის ხილვა ემოციების ქარიშხალში ითრევდათ.

სახლის გარემომცველ ეზოს ვარდების უზარმაზარი, მშვენიერი ბაღი აკრავდა, რომელსაც ბებია ლუიჯია სიყვარულით, ოსტატობითა და სიბრძნით უვლიდა. ის მართლაც სამოთხის სადარი კუთხე, კონცენტრირებულ, მომხიბლავ სურნელებს აფრქვევდა, რომლებიც საღამოობით, ტემპერატურის ეტაპობრივ დაცემასა და ზღვიდან მონაბერ გრილ ნიავთან ერთად, კიდევ უფრო ძლიერდებოდა.

იმ ჯადოსნურ ადგილას, პაპა ვარდებს კრეფდა, რათა გონიერებითა და მოთმინებით, ძვირფასი აბსოლუტები (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) დაემზადებინა. ტიციანა და პაოლო მას ასობით და ათასობით სურნელოვანი, ხავერდოვანი, შინდისფერი ფურცლის შეგროვებაში ეხმარებოდნენ, რომლებსაც, შემდეგ, ოსტატურად ათავსებდა ალქიმიკოსის დისტილატორში — მთვარესავით მანათობელ, მუქი შეფერილობის სპილენძის ქვაბში. ქვაბის ქვეშ, მოხერხებულად განლაგებულ მახლობელ ტყეებში შეგროვებულ წაბლის ხის ტოტებზე, ნელი ცეცხლი ენთო და ძვირფასი ნექტრის პაწაწინა წვეთები სახდელის შუშის სპირალებში კონდენსირდებოდა.

პაოლო და ტიციანა, ამ გაუგონარ ფენომენს, განცვიფრებული, გაბრწყინებული თვალებით, საათობით აკვირდებოდნენ. უცქერდნენ, როგორც გარდაქმნიდა ცეცხლი ვარდის ლამაზ ფურცლებს ძვირფასი აბსოლუტის ნექტრის წვეთებად. მათ თვალწინ, ზეციური საოცრების სადარი პარფიუმის ექსტრაქციის ალქიმია მიმდინარეობდა და სურნელებს შორეულ ხეობებში აფრქვევდა.

იმ საღამოს, როდესაც ბავშვები, ჯერ კიდევ, აბსოლუტის სუბლიმაციის ყოვლისმომცველი გამოცდილებით აღტაცებას მოეცვათ, უეცრად, ყვავილებით შემოსილი ბორცვიდან, სუპერმთვარე ამოვიდა — უზარმაზარი და მანათობელი, როგორც არასოდეს. ეს მოიასამნისფრო-მოწითალო შეფერილობის, ცეცხლოვანი და მეფური ციური სხეული იმდენად ახლოს მოეჩვენათ, რომ შეეშინდათ, თავზე არ დასცემოდათ: Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Porpora, პარფიუმერების მიერ სწორედ იმ დიდებული სანახაობით განცდილ განგაშს, აღფრთოვანებას, მღელვარებასა და გაოცებას ასახავს.

არომატის სურნელი ვარდის აბსოლუტის მკვეთრი გამხსნელი ნოტით იშლება, რომელსაც გარს აკრავს ჟოლოს და სპეციების, მათ შორის — დარიჩინის და მიხაკის ნოტები. გამხსნელი თაიგული ბინას იდებს კომპოზიციის თავხედურ, მამაც გულში, რომელიც, თითქოს დაუდევრობით, ყოველგვარ სიფრთხილეს ქარს ატანს — ბულგარული ვარდის მგრძნობიარე, მაცდური ძალისა და ყაყაჩოს ჰიპნოზური ეფექტის ინოვაციური შერწყმით და მათთან საკმეველის და პაჩულის მისტიკური ძალის დაპირისპირებით.

ეს არაორდინალურად მდგრადი, წმინდა ქმნილება კანზე ხანგრძლივად ნარჩუნდება ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და მირონის ფისებთან კომბინირებული წაბლის ხის ძალით.

საბაზისო ნოტებს, ტერენცების საოჯახო სურნელოვან ბიბილოთეკაში 30 წელზე მეტხანს დაცული ამბრის და მუშკის ძვირფასი ნაზავის მსუბუქი ძალა აძლიერებს და ამ უნიკალურ, უიშვიათეს ესენციას დამახასიათებელ სურნელოვან დაღს ასვამს.

გამხსნელი ნოტები:

ვარდის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), ჟოლო, დარიჩინი, მიხაკი

გულის ნოტები:

ბულგარული ვარდი, ყაყაჩო, საკმეველი, პაჩული

საბაზისო ნოტები:

წაბლის ხე, ბენიამინი (ვანილის ექსტრაქტი), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკი და მირონი

Alcohol Denat., Parfum, Alpha – Isomethyl Ionone, Citronellol, Limonene, Citral, Geraniol, Benzyl Benzoate, Cinnamal, Linalool, Eugenol, Benzyl Cinnamate, Farnesol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.