მთავარიშოპიBlooming Fragrances
POGGIA
EXTRAIT DE PARFUM
Blooming Fragrances
Tiziana Terenzi-ს არომატი Poggia რაფინირებული ცდუნების განსხეულებაა მათთვის, ვისაც უყვართ, რომ მისდევენ, თუმცა ქარივით სწრაფად გარბიან და მიუწვდომლები რჩებიან, რადგანაც, საკუთარი უნიკალურობის შესახებ კარგად იციან.
Not Chosen
Poggia იტალიურად ნიშნავს — „ისვენებს“. ეს ტერმინი, სანაოსნო და საზღვაო წრეებში გამოიყენებოდა და აღნიშნავდა გემის სპეციალურად ქარის მიმართულებით შეტრიალებას, რათა მისთვის ძლიერი ბიძგი და აჩქარებული მსვლელობა მიენიჭებინა.
სწორედ ამ აჩქარების სულს განასახიერებს Tiziana Terenzi-ს არომატი — Poggia და გულუხვი, მდგრადი სურნელის გასავრცელებლად, მწველი ზაფხულის დახვეწილ მგრძნობიარობას ამძაფრებს. მისი სურნელი ცქრიალა ციტრუსოვანი თაიგულით იშლება: კალაბრიული ბერგამოტის ნოტების ფეთქვას ეალერსება სურნელოვანი სორენტოს ლიმონი, სირაკუზის ალისფერი ფორთოხლის ძლიერი გამოძახილები კი რომანიის (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ყვითელი ატმის შუშხუნა სიტკბოს ერწყმის.
გამხსნელი ნოტები აკრობატული სისწრაფით იძირებიან კომპოზიციის მრავალმხრივი გულის ემოციათა უფსკრულში: პიკანტურ როზმარინს ძლიერი აფროდიზიაკის — პოლინეზიის კუნძულების ილანგ ილანგის დამაჯერებელი ჩახუტება ამშვიდებს, რომელსაც, თავის მხრივ, თურქული ვარდის მომხიბლავობა და მწვანე ვაშლისა და მარაკუიას სიტკბო გამოკვეთს.
ინოვაციური, რევლოუციური ბაზა, მთლიან კომპოზიციას მაქსიმალური სიჩქარით მოძრავ დინებაში ითრევს და სურნელოვანი პირამიდის ყოველ ასპექტს აძლიერებს. Poggia სტილისტიკური კვლევის მხატვრული კონსტრუქციაა, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, კლასიკურ ტრადიციებს მიაგებს ოდას. სურნელოვანი კომპოზიციის ტრადიციული აგებულებისგან განსხვავებით, Poggia-ს საბაზისო ნოტებში მერქნებს ვერ ნახავთ: არომატის მდგრადობასა და სწრაფ განვითარებას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივი ინგრედიენტების სერია უზრუნველყოფს და დროთა განმავლობაში, სუნამოს, დაუჯერებელ დიფუზიას ანიჭებს:
მუშკის მაცდური ძალა კომბინირებულია მადაგასკარული ვანილის სიტკბოსა და ხმელთაშუა ზღვის ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით. Ambergris/Anbar ვეშაპის სპერმის სეკრეციისას წარმოქმნილი ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელიც ზღვაში და სანაპიროებზე მოიპოვება) აფროდიზიაკურ მოქმედებასთან.
Tiziana Terenzi-ს არომატი Poggia („პოჯია“) რაფინირებული ცდუნების განსხეულებაა მათთვის, ვისაც უყვართ, რომ მისდევენ, თუმცა ქარივით სწრაფად გარბიან და მიუწვდომლები რჩებიან, რადგანაც, საკუთარი უნიკალურობის შესახებ კარგად იციან.
გამხსნელი ნოტები:
კალაბრიული ბერგამოტი, სორენტოს ლიმონი, სირაკუზის წითელი ფორთოხალი, ყვითელი ატამი
გულის ნოტები:
როზმარინი, პოლინეზიის კუნძულების ილანგ ილანგი, თურქული ვარდი, მწვანე ვაშლი, მარაკუია
საბაზისო ნოტები:
მუშკი, მადაგასკარული ვანილი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)
Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Limonene, Benzyl Salicylate, Coumarin, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Citral, Hydroxycitronellal, Farnesol, Hexyl Cinnamal, Geraniol, Eugenol, Cinnamal, Citronellol, Benzyl Cinnamate, Amyl Cinnamal, Amylcinnamyl Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.