მთავარიშოპისუნამო

PISCES

PISCES

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Pisces სურნელოვანი ნოტების ჰარმონიაა, რომლის სრულყოფილად დაფასება მხოლოდ მგრძნობიარე სულის მქონე პიროვნებებს ძალუძთ.

მოცულობა:

Not Chosen

900.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Pisces („თევზები“) სურნელოვანი ნოტების ჰარმონიაა, რომლის სრულყოფილად დაფასება მხოლოდ მგრძნობიარე სულის მქონე პიროვნებებს ძალუძთ.

პაოლოს და ტიციანას საოცარი მოგზაურობა თანავარსკვლავედებისა და ვარსკვლავების აღმოსაჩენად გრძელდება: პაპა გულიელმოსთან ერთად, ამჯერად, თევზებს აკვირდებიან.

თევზების თანავარსკვლავედის იდენტიფიცირება რთულია: გამოუცდელი თვალისთვის, მუდამ დამალული რჩება.

შესაძლებელია, თევზების თანავარსკვლავედით აღსაფრთოვანებლად, იდეალური დრო გაზაფხულის ბუნიობაა; ტერენცებიც, სწორედ იმ პერიოდში მიდიოდნენ საყვარელ მთებში, სადაც კიდევ უფრო ცხოველქმნილი ხდება ჰედონისტური მშვენიერება და ცნება Dolce Vita („ცხოვრება მშვენიერია“), იმ ცეცხლის მსგავსად, გასათბობად რომ შემოუსხდებოდნენ ხოლმე და ხარბად ჩაისუნთქავდნენ გარემომცველ სურნელებს. მაშინ, ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი ყოფიერების და შემოქმედებითი საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპები გახდებოდა სილამაზის ღირებულებები, როგორიცაა joie de vivre („სიცოცხლის სიხარული“), შემეცნების სიყვარული და ლტოლვა უკვდავი ელეგანტურობისადმი — Dolce Vita-ს ფილოსოფიის საფუძვლები.

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Pisces („თევზები“) თევზების საოცარი თანავარსკვლავედითაა შთაგონებული და მის ღრმა, ყველაზე იდუმალ მახასიათებლებს ასახავს; ამავდროულად, თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების თვისებებს უსვამს ხაზს — სულის უკვდავებასა და წარმოსახვასთან დაკავშირებულ უკიდურეს მგრძნობიარობას.

ამ სუნამოს ნოტებს შორის, ჯადოსნური სიტყვაა დახატული, რომელიც ერთ ამოსუნთქვაში თავმოყრილი ზღვისა და ოცნებების მაგიის შესახებ გვახსენებს. ეს ქმნილება უკვდავ, მარადიულ მეოცნებეებს ეძღვნებათ — მათ, ვინც იციან, როგორ იყვნენ გენიალურები, უნიკალურები და ამავდროულად, მგრძნობიარეები და რომანტიკულები; რადგან Pisces-ს თითოეულ წვეთში მოქცეული სტილი, ზედმიწევნით გვესაუბრება იმ ელეგანტურობის შესახებ, რაც, არა მოდას, არამედ — დროისა და ესთეტიზმის ზღვარზე შეჩერებულ ფუფუნების ჟესტს მიეკუთვნება. ამ სუნამოში მოქცეულია წარმოსახვითი გენიოსი და შეუცვლელი არეულობა. მისი არომატი პირველივე დაგემოვნებისას გამოირჩევა, რათა ჩვენი ცხოვრებისადმი მიდგომა უნიკალური, განუმეორებელი გახადოს.

Pisces — შემოქმედებითობისადმი მიძღვნილი ოდაა, მოჯადოებული ზღაპარი, რომელიც კანზე ნელა იშლება; არომატი, რომელიც ყოველი ჩვენგანის მიერ შექმნილ დაუსრულებელ ისტორიებსა და ფანტასტიკურ სიტყვებს ეძღვნება, მაცდურ, მომაჯადოებელ და ღრმა, შეუცნობელი ემოციების გამომაღვიძებელ ემპათიურ თამაშში.

Pisces-ს სურნელი ძვირფასი ბულგარული ვარდის ნოტებით იშლება, რომელსაც ოსტატურად ეკვრის გარს ინდური დავანა (არტემიზია პალენსი), ორივე მათგანის სურნელს კი — სორენტოს ლიმონის ციტრუსოვანი ნოტების რეგენერაციულ სიგრილესთან კომბინირებული ირანული ზაფრანის ცქრიალა ძალა აძლიერებს.

მტკიცე და ძლიერი გამხსნელი ნოტები თანასწორად ხელგაშლილ და მდიდრულ გულში განისვენებენ: ცეილონის (იგივე შრი-ლანკა) კუმარინი (კუმარინი, მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით) პიკანტურ შტრიხს მატებს გარდას ტბის ლავანდის ფუჟერისებრ ნოტს (ფუჟერის აკორდი: ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდას, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია), მოულოდნელად ინდური კვიპრიოლის (კვიპრიოლი: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) ნოტებზე რომ იღვრება. ყოველ მათგანს, იტალიურ ტყავთან კომბინირებული სინგაპურული პაჩულის დაუოკებელი ძალა ამყარებს.

გულის ყოველი ნოტი, Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის ექსკლუზიურ მოლეკულასთან — ჯადოსნურ ამბრთან (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ერთად, საგანგაშო ძალას აღწევს.

მთლიანი ნამუშევარი აგებულია მძლავრ, იდუმალ ბაზაზე, რომლის ჰიპნოზურ და მომაჯადოებელ ხასიათს აფროდიზიაკური სურნელების მქონე ჯადოსნური მოლეკულა — ტერენცების ოჯახის ექსკლუზიური გამოგონება განაპირობებს: ამბრის მტკიცე ნოტების კომბინაცია მუშკის აქცენტირებულ დუმილთან. მოცემული დუეტი არომატს სიღრმესა და მდგრადობას ანიჭებს და ყველას, ვინც ამ სუნამოს ატარებს, თბილი, მგრძნობიარე ჩახუტების საბურველში ახვევს.

სურნელს აცოცხლებს ხმელთაშუა ზღვის ქონდრის გრილი, არომატული შტრიხი და ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) მეფური არსი, მადაგასკარული ვანილის სიტკბო კი — არბილებს.

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Pisces სურნელოვანი ნოტების ჰარმონიაა, რომლის სრულყოფილად დაფასება მხოლოდ მგრძნობიარე სულის მქონე პიროვნებებს ძალუძთ.

გამხსნელი ნოტები:

ბულგარული ვარდი, ინდური დავანა (არტემიზია პალენსი), ირანული ზაფრანა და სორენტოს ლიმონი

გულის ნოტები:

ცეილონის კუმარინი (კუმარინი, მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით), გარდას ლავანდა, ინდური კვიპრიოლი (რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით), სინგაპურული პაჩული, იტალიური ტყავი და ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

საბაზისო ნოტები:

ამბრი, მუშკი, ხმელთაშუა ზღვის ქონდარი, ავსტრალიური სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და მადაგასკარული ვანილი

Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Linalool, Geraniol, Limonene, Hydroxycitronellal, Citral, Eugenol, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.