მთავარიშოპისუნამო

PHIVELE

PHIVELE

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Phivele-ს სურნელი, ჰორიზინტზე მოკაშკაშე განთიადივით ნათელი, მბრწყინავი ნოტებით იშლება

მოცულობა:

Not Chosen

1,425.00 ₾
აღწერა

იალქნების თანავარსკვლავედს თავგადასავლების, გაშლილი ზღვისა და ბავშვობის მოგონებების არომატი აქვს, მისი ვარსკვლავი Vele (იგულისხმება Tiziana Terenzi-ს სუნამო) კი, გრძნობათა სამყაროში მარადიული მოგზაურობის შესახებ გიამბობთ…

სწორედ იმ სურნელოვან ცაზე, Vele-ს მანათობელი ნაკვალევის წიაღში დაიბადა Tiziana Terenzi-ს არომატული თანავარსკვლავედის ყველაზე იდუმალი არსის მომცველი და თხევად პოეზიად გარდამქმნელი ახალი ვარსკვლავი — Phivele.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, მდუმარე ღამეს, პაოლომ და ტიციანამ, იმ უსასრულო სივრცეს ახედეს, ასე ხშირად რომ აჯადოებდათ და თვალით, დახვეწილი ნათების ძიება დაიწყეს, რომელიც, თითქოს, წარსულის გამოძახილივით, გზას უჩვენებდათ. სწორედ იქ, ყველაზე შორეულ ოცნებებში მოხაზულ ზეციურ კონტურებს შორის, ელეგანტური და მოკრძალებული ვარსკვლავი — ფი ანათებდა, როგორც ცასა და სულს შორის არსებული ფარული ჰარმონიის სიმბოლო.

დროსა და სივრცეში შეჩერებულ იმ მომენტში, Tiziana Terenzi-ს არომატ Vele-ს კვინტესენცია — Phivele დაიბადა; კომპოზიცია, რომელიც სურნელოვანი ფენების თამაშში, ბრენდის თანავარსკვლავედის სხვა მონათესავე სუნამოებთან შეზავებისკენ მიგიძღვით და უსასრულო, განმაცვიფრებელ კომბინაციებს გთავაზობთ.

Phivele-ს სურნელი, ჰორიზინტზე მოკაშკაშე განთიადივით ნათელი, მბრწყინავი ნოტებით იშლება: სორენტოს ლიმონი და კალაბრიული მანდარინი ენერგიულ სიგრილეს აფრქვევენ, იაპონური ალუბლის ნაზი ყვავილი კი ჩინური ჯანჯაფილის ცხარე ნოტებს ეცეკვება და ადრეული ზაფხულის ნიავის სიმსუბუქის ასოციაციებს აღძრავს.

არომატის გული ხილისებრ-ხავერდოვანი სამყაროს კარს გვიღებს, სადაც რომანიული ატამი და ემილიური ალუბალი გადახლართულია ჰიმალაური ოსმანტუსის შორეულ მგრძნობიარობასთან, თურქული ვარდის ყვავილოვან ელეგანტურობასა და ტაილანდური ილანგ ილანგის ნათელ ხიბლთან. გულის ნოტების გასამდიდრებლად, ლიბანური კედარის, გრანადას მუსკატის კაკლისა და აბრუცის სტაფილოს მოულოდნელი სინაზის ნაზავი, კომპოზიციას, ბალანსსა და ცამდე აწვდენილი ფესვების სადარ სიღრმეს ანჭებს.

Phivele-ს ნაკვალევი, კოსმოსურ სიღრმეში გავრცელებული სინათლის ტალღასავით მჟღერ ბაზაზე მყარდება: სინგაპურული პაჩული ჰარმონიულად ფეთქავს ამბრის ნოტებთან ერთად; თეთრი მუშკი და აპულიის ზეთისხილი კი, ცაში გავარდნილი ექოს მსგავსად, ანტიკურ მოგონებებს გვეჩურჩულება. ამ ყოველივეს, ტოსკანური მუხის ხავსის დახვეწილი შტრიხების საბურველი ეკვრის გარს და არომატს სიძლიერის, გრაციოზულობის დამღით აღბეჭდავს.

Tiziana Terenzi-ს Phivele ვარსკვლავია, რომელიც საიდუმლოებებს უმხელს მათ, ვინც იციან, როგორ უსმინონ; სინათლე, რომელიც შინაგან სამყაროში მოგზაურობისა და ჰარმონიისკენ მიგიძღვით; სუნამო, რომელსაც, არა მხოლოდ, ატარებენ, არამედ — განიცდიან, როგორც სულთან შერწყმისა და მისი ყველაზე ავთენტური ფორმის გამჟღავნებისთვის მზად მყოფ, ჰაერში ამოტვიფრულ ზეციურ გზავნილს.

გამხსნელი ნოტები:

სორენტოს ლიმონი, კალაბრიული მანდარინი, იაპონური ალუბლის ყვავილი, ჩინური ჯანჯაფილი

გულის ნოტები:

რომანიული ატამი, ემილიის ბალი, ჰიმალაის ოსმანტუსი, თურქული ვარდი, ტაილანდური ილანგ ილანგი, ლიბანური კედარი, გრანადას მუსკატის კაკალი, აბრუცის სტაფილო

საბაზისო ნოტები:

სინგაპურული პაჩული, ამბრი, თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, აპულიური ზეთისხილი და მუხის ხავსი

Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Vanillin, Hexamethylindanopyran, Limonene, Benzyl Alcohol, Coumarin, Pogostemon Cablin Oil, Hexadecanolactone, Citrus Limon (Lemon) Peel Oil, Benzaldehyde, Pinene, Cananga Odorata Oil/Extract, Trimethylcyclopentenyl Methylisopentenol, Juniperus Virginiana Oil, Benzyl Benzoate, Beta-Caryophyllene, Linalool, Eugenol, Pelargonium Graveolens Flower Oil, Citral, Rose Ketones, Isoeugenyl Acetate, Terpinolene, Citronellol, Geraniol, Geranyl Acetate, Benzyl Salicylate, Terpineol, Alpha-Terpinene, 3-Propylidenephthalide, Farnesol, Isoeugenol, Eugenia Caryophyllus Oil

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.