მთავარიშოპისუნამო

OSOLA

OSOLA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Osola — ესაა არომატი, რომლის შემადგენელი ყოველი სურნელიც პოეტურ ჩურჩულად იქცევა; ნოტების ნაზავი კი ცხოვრებითა და მისი ყოველი ასპექტით ტკბობის ხელოვნებას ასახავს…

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

ალპების მეფურ მწვერვალებს შორის ჩაბუდებულ, მაჯორეს ტბის კამკამა წყლებით განბანილ ოსოლას ხეობაში, ბუნება და ტრადიციები, ერთმანეთს, იდეალური წონასწორობით ეგებება. ის მომაჯადოებელი მიწა, უნიკალური საგანძურის — ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ჩაის პლანტაციის მცველია, სადაც ოსტატობისადმი მისწრაფება სამშობლოს სიყვარულს ერწყმის…

მაჯორეს ტბაზე დასვენებისას, პაოლო და ტიციანა, სუნთქვის შემკვრელ პეიზაჟზე დასაკვირვებლად შეჩერდნენ: დრო, თითქოს, შენელებულიყო; ჰაერი იქაური მიწა-წყლისა და ტრადიციების სურნელებს აევსო. ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მათ საუბარს მოკრა ყური, ახალი სუნამოს შესაქმნელად, უნიკალურ ინგრედიენტს რომ ეძებდნენ და პრემოსელოს ჩაის პლანტაციებისკენ გაუძღვა.

პარფიუმერები, სამოთხის იმ კუთხეში მომუშავე ადამიანების თავდადებამ და ენთუზიაზმმა განაცვიფრა, ჩაის მოპოვების ყოველ ასპექტს რომ ახლავდა — კულტივაციით დაწყებული, ყოველი ფოთლის არტიზანული მოვლით დასრულებული. სწორედ იქ განცდილმა ემოციებმა შთააგონათ ოსოლას ხეობის არსის ამსახველი და მისი ფესვების ავთენტურობის აღმნიშვნელი სუნამოს, Osola-ს შექმნაც.

Tiziana Terenzi-ს Osola-ს სურნელი, ოსოლას ხეობის ცქრიალა ენერგიისადმი მიძღვნილი ნათელი და გრილი ნოტებით იშლება. ვერბანოს მწვანე და შავი ჩაის ნოტები კომბინირებულია ბრაზილიური პეტიტგრაინის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით), მაჯორეს ტბის მანდარინის და სორენტოს ლიმონის სიცოცხლით სავსე ნაზავთან. ქოქოსის რძისა და ბრაზილიური ქოქოსის მინიშნებები, კომპოზიციას, ხავერდოვან-კრემოვანი შტრიხებით ამდიდრებს და გრძნობებს კომფორტული ჩახუტების საბურველში ახვევს.

სურნელის გულში, Osola-ს ყოვლისმომცველი, დახვეწილი ხასიათი იკვეთება: ტაილანდური ილანგ ილანგი და მექსიკური ტუბეროზა მაჯორეს ტბის ფორთოხლის ყვავილთან იხლართება; ტრაზიმენოს ტბის კედარის ხე, არომატს, რაფინირებულ, მერქნოვან სიღრმეს ანიჭებს; სიცილიური ნუშის ნოტი კი — თბილ, გამომწვევ სიტკბოს.

საბაზისო ნოტები, ოსოლას ბუნების ძალასა და ენით აღუწერელ მშვენიერებას მიაგებს ოდას: მადაგასკარული ბურბონის ვანილი პიემონტის მუშკს და მუხას ერწყმის, ამბრი კი კომპოზიციას მგრძნობიარე, ხანგრძლივად მდგრადი ნაკვალევით აგვირგვინებს და ყოველი შესუნთქვისას, ოსოლას ხეობის მაგიის ასოციაციებს აღძრავს.

Osola — ესაა არომატი, რომლის შემადგენელი ყოველი სურნელიც პოეტურ ჩურჩულად იქცევა; ნოტების ნაზავი კი ცხოვრებითა და მისი ყოველი ასპექტით ტკბობის ხელოვნებას ასახავს…

გამხსნელი ნოტები:

ვერბანოს მწვანე ჩაი, ვერბანოს შავი ჩაი, ბრაზილიური პეტიტგრაინი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით), მაჯორეს ტბის მანდარინი, სორენტოს ლიმონი, ბრაზილიური ქოქოსი და ქოქოსის რძე

გულის ნოტები:

ტაილანდური ილანგ ილანგი, მექსიკური ტუბეროზა, მაჯორეს ტბის ფორთოხლის ყვავილი, ტრაზიმენოს ტბის კედარის ხე, სიცილიური ნუში

საბაზისო ნოტები:

მადაგასკარული ბურბონის ვანილი, თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, პიემონტის მუხა და ამბრი

Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Benzyl Salicylate, Vanillin, Coumarin, Hydroxycitronellal, Juniperus Virginiana Oil, Limonene, Trimethylbenzenepropanol, Pinene, Cananga Odorata Oil/Extract, Citrus Limon (Lemon) Peel Oil, Cedrus Atlantica Oil/Extract, Rose Ketones, Linalool, Linalyl Acetate, Cinnamyl Alcohol, Isoeugenol, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Eugenol, Methyl Salicylate, Jasmine Oil / Extract, Amyl Cinnamal, Hexyl Cinnamal, Geraniol, Amyl Salicylate, Citrus Aurantium Peel Oil

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.